ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ფეხბურთი ჩვენი თამაშია! რატომ არ უნდა გვიკვირდეს აჟიოტაჟი სუპერთასის ბილეთებზე

ფეხბურთი ჩვენი თამაშია! რატომ არ უნდა გვიკვირდეს აჟიოტაჟი სუპერთასის ბილეთებზე

იყო დრო, "კამპ ნოუს" და "სანტიაგო ბერნაბეუს" შემდეგ, თბილისის "დინამოს" არენაზე ევროპაში ყველაზე მეტი გულშემატკივარი გროვდებოდა

ქართული ფეხბურთის ბოლოდროინდელი წარუმატებლობიდან გამომდინარე, სულ უფრო ხშირად ისმის იმედგაცრუებული გულშემატკივრების ბრაზმორეული ფრაზები, რომ ფეხბურთი ჩვენი საქმე არ არის და რომ უმჯობესია, ის საერთოდ აიკრძალოს ჩვენში და ასე შემდეგ...

ბუნებრივია, სპორტის უპირველეს სახეობას ვერავინ და ვერაფერი აკრძალავს და ის, რომ ჩვენში ფეხბურთი მაინც განსაკუთრებულად უყვართ, უეფას სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებულმა აჟიოტაჟმა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ცხადია, ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებული პრობლემები, არაორგანიზებულობა და სკანდალები დადებითად ვერ აისახება ქართული ფეხბურთის იმიჯზე, მაგრამ ეს კიდევ ცალკე თემაა და ამაზე საუბარს დღეს არ ვაპირებთ - ერთი ცხადია, საქართველოში უყვარდათ, უყვართ და ეყვარებათ ფეხბურთი...

არც პირველი და არც უკანასკნელი...

თუ ძველი თაობის გულშემატკივართა ისტორიები არ მოგისმენიათ, ქართული ფილმი "ბურთი და მოედანი" მაინც გექნებათ ნანახი, სადაც შესანიშნავად არის ნაჩვენები, თუ რა მოთხოვნა იყო მაშინ საფეხბურთო ბილეთებზე და რამხელა რიგებში უწევდათ დგომა ქომაგებს. დაახლოებით ისეთივე ვითარება იყო, როგორც ამ დღეებში უეფას სუპერთასის ბილეთებზე ხდებოდა.

მოკლედ, ასეთი აჟიოტაჟი არც პირველია ჩვენს დედაქალაქში და, იმედი დავიტოვოთ, არც - უკანასკნელი. აქვე უნდა ვისურვოთ მეტი ორგანიზებულობა და იმ თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო ეფექტურად გამოყენება, რომლის საშუალებაც 60-იან წლებში ნამდვილად არ ჰქონდათ და დღეს კი, წესით, არ უნდა ყოფილიყო პრობლემა.

და მივადექით მთავარს - იცოდით, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ისტორიაში სწორედ თბილისის "დინამო" იყო ის გუნდი, რომლის თამაშებსაც ყველაზე მეტი გულშემატკივარი ესწრებოდა?

ოფიციალური სტატისტიკა 1970 წლიდან არის წარმოებული და ამ პერიოდში, სწორედ თბილისში დადიოდა სტადიონზე ყველაზე მეტი გულშემატკივარი.

ეჭვი გვაქვს, რომ ანალოგიური ვითარება იყო 1970 წლამდეც, ოღონდ, მაშინ ქვეყნის მთავარი გუნდი ხან "ლოკომოტივზე" თამაშობდა, უფრო ადრე კი ძველ "დინამოზე", რომელიც იმდენ მაყურებელს ვერ იტევდა, რამდენსაც - მოგვიანებით რეკონსტრუირებული არენა, რომელიც 1976 წლის სექტემბრიდან ჩადგა მწყობრში და 100-110 ათასი ქომაგისთვისაც უმასპინძლია...

მოდით, მივყვეთ და კიდევ ბევრ საინტერესოს გავიგებთ...

თბილისის დინამოს რეკორდები

1970 წლიდან 1991 წლის ჩათვლით, საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი 22-ჯერ ჩატარდა. აქედან, 10-ჯერ ყველაზე დასწრებადი გუნდი თბილისის "დინამო" იყო. დიახ, 10-ჯერ და ეს რიცხვი ალბათ გაცილებით მეტი იქნებოდა, "დინამოს" სტადიონის რეკონსტრუქცია უფრო ადრე რომ ჩატარებულიყო.

მას შემდეგ, რაც მაშინდელ "ვ. ი. ლენინის სახელობის სტადიონს" მეორე იარუსი დააშენეს, გულშემატკივართა რაოდენობით "დინამომ" ლიდერობა იგდო ხელთ და პოზიცია წლების განმავლობაში არ დაუთმია.

მოდით, გავეცნოთ ამ მეტად საინტერესო სტატისტიკას:

სსრკ ჩემპიონატის ყველაზე დასწრებადი გუნდები წლების მიხედვით

1970: 1. სპარტაკი 35 875; 2. დინამო კ 35 850; 3. დინამო თბ 30 688

1971: 1. დინამო კ 60 667; 2. არარატი 47 533; 4. კარპატი 37 667

1972: 1. ზენიტი 39 900; 2. დინამო კ 39 533; 3. ზარია 33 933

1973: 1. არარატი 56 867; 2. დინამო კ 41 200; 3. შახტიორი 31 000

1974: 1. დინამო კ 42 267; 2. არარატი 37 513; 3. ზენიტი 36 533

1975: 1. დინამო კ 44 867; 2. შახტიორი 32 600; 3. სპარტაკი 27 269

1976: 1. დინამო თბ 30 867; 2. კარპატი 28 467; 3. დინამო მნ 28 438

1977: 1. დინამო თბ 68 200; 3. ზენიტი 27 667; 3. დინამო კ 26 633

1978: 1. დინამო თბ 56 867; 2. შახტიორი 27 133; 3. ჩერნომორეცი 23 000

1979: 1. დინამო თბ 55 882; 2. შახტიორი 38 471; 3. სპარტაკი 30 588

1980: 1. დინამო თბ 45 471; 2. ყუბანი 31 706; 3. შახტიორი 29 118

1981: 1. დინამო თბ 47 251; 2. დინამო კ 37 259; 3. ყუბანი 33 824

1982: 1. დინამო თბ 41 153; 2. მეტალისტი 31 847; 3. დინამო კ 27 365

1983: 1. შახტიორი 31 376; 2. დინამო მნ 27 024; 3. ზენიტი 26 712

1984: 1. დინამო თბ 57 242; 2. ზენიტი 27 288; 3. დნეპრი 26 382

1985: 1. დინამო თბ 54 429; 2. დინამო კ 35 918; 3. ტორპედო ქ 26 765

1986: 1. დინამო თბ 37 153; 2. არარატი 37 140; 3. დინამო კ 37 913

1987: 1. დინამო კ 58 118; 2. არარატი 43 127; 3. ნეფვჩი 36 860

1988: 1. დინამო კ 54 680; 2. დინამო თბ 34 780; 3. ზენიტი 32 167

1989: 1. დინამო კ 37 607; 2. სპარტაკი 33 620; როტორი 29 733

1990: 1. სპარტაკი 27 800; 2. დინამო კ 20 467; 3. როტორი 20 167

1991: 1. ალანია 25 767; 2. ფახთაქორი 17 247; 3. ლოკომოტივი მ 15 240

3 ყველაზე დასწრებადი გუნდი

1. დინამო თბ 10

2. დინამო კ 6

3. სპარტაკი 2

ბარსელონა, რეალი, დინამო...

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ისტორიაში, თბილისის "დინამოს" კიდევ ერთი რეკორდი ეკუთვნის. 1977 წლის პირველობაზე ჩვენი გუნდის საშინაო თამაშებს საშუალოდ 68 200 გულშემატკივარი ესწრებოდა, ასეთი მაჩვენებელი კი არასდროს, არც ერთ საბჭოთა გუნდს არ ჰქონია.

მეტიც, იმ წელს, გულშემატკივართა დასწრების მიხედვით, თბილისის "დინამომ" მესამე ადგილი დაიკავა ევროპის მასშტაბით და ჩამორჩა მხოლოდ ორ ესპანურ გრანდს: "ბარსელონას" და "რეალს".

მოკლედ, "კამპ ნოუს" და "სანტიაგო ბერნაბეუს" შემდეგ, თბილისის "დინამოს" არენაზე ყველაზე მეტი გულშემატკივარი გროვდებოდა.

აღმოსავლეთ ევროპის ყველა დროის რეკორდი

1977 წელი მართლაც ისტორიული გამოდგა, რადგან თბილისის "დინამომ", გულშემაკივართა დასწრების მხრივ, კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, რომელიც დღემდე ხელშეუხებელია.

როგორც აღვნიშნეთ, ჩვენი გუნდის თამაშებს საშუალოდ 68 200 ადამიანი ესწრებოდა, ასეთი რამ კი მთელ აღმოსავლეთ ევროპაში არასდროს დაფიქსირებულა. დიახ, "ბებერი კონტინენტის" აღმოსავლეთ ნაწილის არც ერთ გუნდს, ერთ სეზონში, საშუალოდ ამდენი ქომაგი არ ჰყოლია და ეჭვი გვაქვს, ეს რეკორდი კიდევ დიდხანს იქნება ხელუხლებელი.

მოდით, უფრო დეტალურად გავიხსენოთ ეს სეზონი და გავეცნოთ "დინამოს" ყველა საშინაო შეხვედრას და გულშემატკივართა რაოდენობას თითოეულ პაექრობაზე...

მატჩი მაყურებელი

დინამო-კრ. სოვეტოვი 77 000

დინამო-ზენიტი 70 000

დინამო-ნეფთჩი 60 000

დინამო-შახტიორი 60 000

დინამო-ჩერნომორეცი 55 000

დინამო-დნეპრი 65 000

დინამო-ტორპედო მ 80 000

დინამო-ზარია 60 000

დინამო-ცსკა 68 000

დინამო-დინამო მ 70 000

დინამო-ქაირათი 68 000

დინამო-არარატი 80 000

დინამო-კარპატი 60 000

დინამო-დინამო კ 80 000

დინამო-ლოკომოტივი 70 000

საერთაშორისო მატჩები

დინამო-ინტერი 90 000

დინამო-კოპენჰაგენი 80 000

დინამო-გრასჰოპერსი 80 000

კიდევ ერთი რეკორდი

როგორ ფიქრობთ, რომელი გუნდის თამაშს დაესწრო ყველაზე მეტი გულშემატყკივარი საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ისტორიაში? - ლაპარაკია ერთ კონკრეტულ მატჩზე და რა გასაკვირია, რომ ამ ერთ კონკრეტულ შეხვედრაში თბილისის "დინამო" მონაწილეობდა და ის ერთი მატჩი ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში ჩატარდა.

1979 წლის 3 ოქტომბერს, "დინამო"-"ლივერპულის" შეხვედრას 110 000 გულშემატკივარი დაესწრო. ქომაგთა დასწრების მიხედვით, ეს არის საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ისტორიის აბსოლუტური რეკორდი.

ცნობისთვის, დაახლოებით ამდენივე ადამიანი დაესწრო 1995 წლის 29 მარტს გამართულ შეხვედრას, რომელშიც საქართველოსა და გერმანიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

არაოფიციალური მონაცემებით, მატჩს ტრიბუნებიდან 110 000-მა ქომაგმა მიადევნა თვალი (გაიხსენეთ, რამდენიმე ათასი გულშემატკივარი სარბენ ბილიკებზეც იდგა), რაც პოსტსაბჭოთა მასშტაბით, თბილისის "დინამოს" რეკორდის გამეორებაა და, ამასთან, სანაკრებო დონეზე აბსოლუტური რეკორდია.

განუმეორებელი ლანჩხუთი

თბილისის "დინამოს" გარდა, საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ქუთაისის "ტორპედომ" და ლანჩხუთის "გურიამაც" ითამაშეს.

საგულისხმოა, რომ ქუთაისის სტადიონი, გულშემატკივართა დასწრების მხრივ, სამჯერ მოხვდა საუკეთესო ექვსეულში - 1982 წელს "ტორპედოს" საშინაო თამაშებს საშუალოდ 20 000 ადამიანი ესწრებოდა და ეს მე-6 შედეგი იყო.

იგივე ადგილი დაიკავა ქუთაისურმა გუნდმა 1986 წელს, როცა სტადიონზე საშუალოდ 21 000 ქომაგი დადიოდა.

1985 წელი ამ თვალსაზრისით ქართული გუნდების ტრიუმფით აღინიშნა - ყველაზე მეტი გულშემატკივარი თბილისის "დინამოს" საშინაო თამაშებს ესწრებოდა, ხოლო მესამე ადგილი ქუითაისის "ტორპედომ" დაიკავა საშუალოდ 26 765 ქომაგით.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ლანჩხუთის "გურია", რომელმაც 1987 წელს ითამაშა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში. ლანჩხუთში დაახლოებით 8 000 ადამიანი ცხოვრობს, "გურიას" თამაშებს კი 20 000 გულშემატკივარი ესწრებოდა.

თავად განსაჯეთ, უმაღლესი ლიგის სხვა არც ერთ ქალაქში არ დაფიქსირებულა შედეგი, რომლის მიხედვითაც, გულშემატკივართა ოდენობა მოსახლეობაზე მეტი ყოფილიყოს, ლანჩხუთში კი ქომაგთა რაოდენობამ იქაური მაცხოვრებლებისას ორჯერ გადააჭარბა.

P.S. ქართველ გულშემატკივარს სულ პატარა საბაბი სჭირდება სტადიონის გასავსებად და იმედი დავიტოვოთ, მალე დაბრუნდება ის საფეხბურთო ატმოსფერო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წლების წინათ იყო - რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის გარეშე.

საქართველოში ფეხბურთი უყვარდათ, უყვართ და ეყვარებათ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• quTaiseli

ჩემი უპატრონო ტორპედო ჩემი სიამაყეა!!!

• otari

ამ სუპერ თამაშზე არვითარი სურვილი არ მაქვს,ეს არის,უბრალო ესპანური ფეხბურთის რიგითი თამაში,არ მაინტერესებს ვინ რას იტყვის,ხოლო ვინემს აინტერესებს ახლოდან ნახოს მესი და სხვა?არ მგონია ნახოს,ახლა მეორე აქ ყველაფერი დეტალებში ჩამოაყალიბა კარგმა კაცმა,მოგვძულდა ეს ძველი,მე ვფიქრობ,დინამოს გადაერქვას სახელი,რადგან ძააან სამარცხვინო ე.წ.თაობაა,მე მრცხვენია მათ მაგივრად...დინამოს უტეხავენ სახელს,მაპატიეტ,ემოციებისთვის

• GG

რას გაბურღეთ ტვინი ამ წარსულით 1.

• კოტე

სტატიაში მოყვანილი ყველა ფაქტი სწორედ გულშემატკივრის მოტივზე და ქართული ფეხბურთის იმდროინდელ წარმატებებზე მიუთითებს. "ბარსა"-"სევილია"-ს მატჩზე კი არავითარი მოტივი არ არსებობს, გარდა "მარიაჟობის" და სელფების გადაღებისა. ევროპის სუპერთასი საერთოდ არ არის ღირებულების მატარებელი. ხოლო ესპანური კლუბების თამაშზე დასწრება

• fanat

და სად არის ეს საბაბი?! მოგვეცით საბაბი რომ მივიდეთ სტადიონზე,მაგალითად მალე დილა სახლში საპასუხოს ეთამაშება პარტიზანს და რაც პირველ მატჩში ვნახე იმის მერე სტადიონზე მისვლა მეშინია გული არ გამიჩერდეს....

• გუჯა კახაძე

ლაშა წიკლაური: "აქვე უნდა ვისურვოთ მეტი ორგანიზებულობა და იმ თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო ეფექტურად გამოყენება, რომლის საშუალებაც 60-იან წლებში ნამდვილად არ ჰქონდათ და დღეს კი, წესით, არ უნდა ყოფილიყო პრობლემა". ბ-ნო ლაშა! ქართველი ჟურნალისტები რატომ არ ინტერესდებით "47+5" მეთოდიკით, რომელიც უკვე რამდენიმე წელია დევს ფეხბურთის ფედერაციაში და გამოყენებას არავინ ჩქარობს? იქნებ ქართული ფეხბურთის მესვეურებს დაუსვათ შეკითხვა თუ რატომ არ იყენებენ "47+5" ტექნოლოგიას და ქართველ გულშემატკივარს პასუხი გააგებინოთ? ამ ტექნოლოგიის დახმარებით ფიზმომზადების პრობლემა მოკლე დროში მოგვარდება, რაც თამაშის ხარისხსაც გააუმჯობესებს და გულშემატკივარსაც სტადიონზე დააბრუნებს!

• pirdapiri

მარტლაც სასიხარულოა ეს სტატისტიკა,ვკიტხულობდი და ცრემლიტ მევსებოდა ტვალები,ცალკე იმ დოის მონატრებიტ,ცჰემდა სასიხარულოდ მეც მოცმე ვარ იმ ტამასჰების და ცალკე გულისტკივილიტ ასეტ დგეში რომაა კარტული ფეხბურტი....მჯერა კვლავ მოვა ისეტი დრო,მტავარია ფედერაციაში მოვიდეს ნამდვილი სპეციალისტები და ეროვნული სულის ხალხი,რომლებიც ფულზე მაგლა დააკენებენ ფეხბურტის განვიტარების საკმეს.

• dato

სამწუხაროდ იყო ჩვენი თამაში! დღეს როცა 153-ე ადგილზე ხარ ფიფას 200 ქვეყნიან რეიტინგში, როცა ყველა მაჩანჩალა გასწრებს უეფას საკლუბო რეიტინგშიც, არ გყავს კვალიფიციური მსაჯები, არ გაქვს სტადიონები, ეროვნულ ჩემპიონატებზე ხალხი არ დადის და ასე შემდეგ, აღარ ითვლება რომ დღეს ხარ საფეხბურთო ქვეყანა! ეგრე ფეხბურთი ყველაზე უისტორიო ქვეყნებშიც ძალიან უყვართ და მაგალითად რომელიმე აფრიკულ ქვეყანაში რომ ჩაატარო სუპერ თასი და ბარსა ჩაიყვანო იქაც გაიჭედება სტადიონი. საფეხბურთო ქვეყანა ნამდვილად ვიყავით, ისევე როგორც 12-ე საუკუნეში საქართველო იყო გაჭენებულ იდა გამოჭენებული ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, ასე რომ რეალობა თუ გვინდა შევცვალოთ ძირეულად უნდა ვეცადოთ ამოვიდეთ ჭაობიდან!

• შოთა

ასეა ასე. ამიტომაც ატყდა ამხელა ამბავი, მხოლოდ ხამობა არაფერ შუაშია, უბრალოდ ჩვენ გვიყვარს ხარისხინი ფეხბურთი და ვაფასებთ მას!

• Dato

დიდი მადლობა ავტორს.

• zurab

შეიძლება ვცდები და ამიტომ დიდი მადლობელი ვიქნები, თუ შემეხმიანებით: თბილისის "დინამო" თვითონაა რეკორდსმენი იმაშიც, რომ მის თამაშებს გასვლებზე მაყურებელთა ყველაზე მეტი რაოდენობა ესწრებოდა საშუალოდ.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა

ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება

ყველაზე გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ეროვნულ ლიგა 3-ში ითამაშებს

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია

Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...

"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება

Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა