როი და ახალგაზრდები

XI

იმ სეზონის შუაში, რომელშიც ჰეთ-თრიკი შევასრულეთ, ბრაიან კიდი "ბლექბერნში" მთავარი მწვრთნელის რანგში გადავიდა. მან მიიჩნია, რომ მოვიდა დრო, თავად გახდეს მთავარი მოქმედი პირი, სცადოს ძალები ახალ ამპლუაში. მიუხედავად იმისა, რომ კიდი ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილი იყო, არ გამკვირვებია მისი ნაბიჯი. ფეხბურთში არაფერი მაკვირვებს.

დარწმუნებული ვარ, ფული ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც ბრაიანმა კლუბი დატოვა. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა 90-იან წლებში "იუნაიტედის" ტრანსფორმაციაში, იყო მთავარი მწვრთნელის მარჯვენა ხელი. მაგრამ ჩვენი სიმდიდრის ზრდასთან ერთად, მისი ხელფასი ახლოსაც ვერ მივიდოდა იმ თანხასთან, რასაც ქვედა დივიზიონის კლუბის ჩვეულებრივი მოთამაშე იღებდა.

მხოლოდ სულელები არ ფიქრობენ ხელფასზე, როცა მათ გარშემო სხვები დიდ ფულს იღებენ. შესაბამისად, ბრაიანი უარს ვერ იტყოდა ჯეკ უოკერის წინადადებაზე. მას ახალ კლუბში იმდენი გადაუხადეს, რასაც მთელი ცხოვრება "ოლდ ტრაფორდზე" ვერ გამოიმუშავებდა. ვაფასებ მას, როგორც პიროვნებას და როგორც მწვრთნელს. სამწუხაროა, რომ ის ჩვენგან წავიდა.

მის ადგილზე მოვიდა სტივ მაკლარენი. ახალი ხმა, ახალი იდეები, რომელიც მე ასევე მივიღე.

იმ დროს მეც ვფიქრობდი ფულზე და ახალ კონტრაქტზე. 28 წლის ვიყავი, როცა ჩემი კონტრაქტის ბოლო წელი იწურებოდა. მაიკლ კენედი რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს კლუბთან. საქმე ისე არ მიდიოდა, როგორც ჩვენ გვსურდა.

მომწონდა "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში. ჩემთვის ალექს ფერგიუსონი შესანიშნავი მწვრთნელი იყო. ის გადმოგვცემდა თავის მონდომებას და ისევ "მშიერი" იყო წარმატებებზე. არ მიყვარდა მოლაყბეები და თვალთმაქცები. ასეთებს ყოველთვის ვებრძოდი გასახდელში.

პირადად მე, ბევრი რამის გამო ვარ მისი მადლიერი. ბევრი პრობლემა მქონდა ცხოვრებაში - მოედანზე და მის მიღმა. და ის ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. მას არ სურდა გვერდით ჰყოლოდა მორჩილი ბოისკაუტები და იღებდა ჩემი ხასიათის ყველა თავისებურებას - უარყოფითს, დადებითს, აუტანელს...

მე ასევე მომწონდა ატმოსფერო "იუნაიტედის" გასახდელში. იმ დროს საზღვარგარეთ წასვლის საშუალება მქონდა. ევროპის ბევრი კლუბი სინაჯავდა ამ მხრივ ნიადაგს. 2000 წლის პირველი იანვრიდან შემეძლო სხვა კლუბებთან მოლაპარაკების დაწყება. 2000 წლის ივნისიდან კი, ბოსმანის წესის მიხედვით, უფლება მქონდა თავისუფალი აგენტის სტატუსით სხვა კლუბში გადავსულიყავი. კოზირები ჩემს ხელში იყო. მაიკლმა იცოდა, როგორ გაეთამაშებინა ის.

სერიოზულად ვფიქრობდი "იუვენტუსზე" და "ბაიერნზე". ორივე კლუბი მზად იყო ჩემთვის დიდი ფული შემოეთავაზებინა, რითაც მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი ვიქნებოდი. მაგრამ "იუნაიტედიდან" წასვლა რთული წარმოსადგენი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ უიღბლო მოთამაშეს მიწოდებდნენ, რომელიც თანაგუნდელთა ნახევარს გარიყული ჰყავდა, სიმართლე უფრო რთული იყო. "ბავშვებზე" გაცილებით უფროსი ვარ და არ შევდივარ ბექსის, ნევილების, ნიკი ბატის, რაიან გიგზისა და პოლ სქოულზის "ბანდაში". ისინი ერთად ვახშმობდნენ, ერთმანეთთან ურთიერთობა ჰქონდათ, საერთო საქმეებში იღებდნენ მონაწილეობას. ჩემთან დაკავშირებით, საქმე სხვაგვარად იყო.

მე უფრო 1994-95 წლების გუნდის წევრებთან მქონდა ურთიერთობა. დროს ვატარებდი რობსონთან, ბრიუსთან, ინსთან და კანტონასთან. სხვა გუნდი, სხვანაირი უდარდელი დრო. ის ბიჭები ჩემი მეგობრები იყვნენ. ახლა კი ჩემს გარშემო მხოლოდ კოლეგები თამაშობდნენ. მაგრამ ყველანი მომწონს. ჩვენ საერთო ხუმრობები გვაქვს, თითოეული საკუთარ როლს თამაშობს. ისინი მიღებენ ისეთს, როგორიც ვარ და პირიქით. 90-იანი წლების გუნდისგან განსხვავებით, ჩვენი კავშირები უფრო მყარია მინდორზე და არა ბარებში.

მესმის, რომ "ბავშვები" პოტენციურად უდიდესი ძალაა. ისინი შეადგენენ იმ ბირთვს, რომელიც "იუნაიტედის" ერთგულია. ასეთი რამ ყველა კლუბში არ ხდება. არსენ ვენგერმა "არსენალთან" ერთად დუბლი მოუგო და მაშინვე დატოვეს კლუბი პეტიმ და ოვერმარსმა. ვიეირაც შეიძლება წავიდეს. ამგვარი არასტაბილურობა არღვევს კლუბის საფუძველს "ლიდსშიც" და "ჩელსიშიც". მაგრამ, არა "მანჩესტერ იუნაიტედში".

"ოლდ ტრაფორდზე" ბედნიერი ვიყავი. მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა, მაგრამ შეთანხმება ჯერ არ იყო მიღწეული. ბოლოს გავიხარე, როცა ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი გავაფორმე.

1999-2000 წლების სეზონის დასაწყისში მაიკლი ჩემს საქმეებს წარმართავდა, მე კი მთელი ძალით მინდორზე ვცდილობდი დამემტკიცებინა კლუბისთვის საკუთარი ძალა. ორი გოლი გავიტანე "ჰაიბერიზე" და 2:1 მოვიგეთ. გამარჯვების გოლი მოვუტანე კლუბს ტოკიოში საკონტინენტთაშორისო თასზე, როცა ბრაზილიურ "პალმეირასს" შევხვდით.

პრემიერლიგის პირველ ცხრა ტურში ექვსი მატჩი მოვიგეთ და სამჯერ ფრედ ვითამაშეთ. შემდეგ "ჩელსიმ" 5:0 გაგვანადგურა "სტემფორდ ბრიჯზე". იმ ზაფხულს გუნდიდან წავიდა პეტერ შმეიხელი. მწვრთნელმა მის ადგილას ორი მეკარე მოიყვანა: მარკ ბოსნიჩი "ასტონ ვილადან" და მასიმო ტაიბი "ვენეციადან".

ბოსნიჩი კარგი, მაგრამ თავისებური ბიჭი იყო. მასზე წიგნის დაწერა შეიძლება. მართალია, ნიჭი საკმარისად ჰქონდა, მაგრამ პროფესიონალიზმის მხრივ მოიკოჭლებდა. პირველ ვარიჯშზე ერთი საათი დააგვიანა. მწვრთნელი რაღაც მიზეზით ვარჯიშს არ ესწრებოდა. როცა ბოსნიჩი მინდორზე 11 საათზე გამოცხადდა, დაგვიანების მიზეზი ვკითხე.

"სასტუმროდან აქამდე გზა ამერია", - მიპასუხა თვითკმაყოფილი ღიმილით. ის ყოველთვის ოდნავ თვითკმაყოფილი იყო.

"გზაში დაიკარგა", - ჩავილაპარაკე მე.

"დიახ, მეგობარო", - მითხრა მან.

"პირველი დღე გაქვს "მანჩესტერ იუნაიტედში", შენ კი ერთი საათით აგვიანებ ვარჯიშზე", - პირდაპირ მივახალე მას.

სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ამ ინციდენტმა იმოქმედა ჩემზე. როგორც მე ექვსი წლის წინ, ბოსნიჩიც სასტუმრო "წელიწადის ოთხ დროში" შეასახლეს. იმის შიშით, რომ გზა არ ამრეოდა, ტაქსი გამოვიძახე და მძღოლს "კლიფში" წასვლა ვთხოვე, მე კი ჩემი მანქანით უკან გავყევი. დაწყებამდე ერთი საათით ადრე მივედი ვარჯიშზე.

როცა საქმისადმი შენს დამოკიდებულებაზეა ლაპარაკი, ყველა წვრილმანის გათვალისწინებაა საჭირო. და ამ შემთხვევაში ეს დეტალები ბევრ რამეზე ლაპარაკობდა. გავაღიზიანე, რომ ოდნავ მაინც გამომეფხიზლებინა. მას უნდა გაეგო, რა მოლოდინია "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელისგან.

მარკ ბოსნიჩი დარჩა "ოლდ ტრაფორდზე", მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გაიგო, რისი თქმა მინდოდა მისთვის. ის და დუაიტ იორკი კარგი ბიჭები იყვნენ და ბევრი რამით ჰგავდნენ ერთმანეთს. დუაიტმა მაღალ დონეზე ჩაატარა ის სეზონი, რომელშიც ჰეთ-თრიკი შევასრულეთ. 51 მატჩში მან 29 გოლი გაიტანა, შესანიშნავად წარმართავდა შეტევას და საგოლე პასებსაც არიგებდა.

მაგრამ, მისთვის და ჩვენთვის სამწუხაროდ, მინდორზე წარმატებამ იქამდე მიიყვანა, რომ ძალიან ბევრს მხიარულობდა მატჩების შემდეგ. ჯერჯერობით შეეძლო ერთდროულად შეესრულებინა ფეხბურთელისა და პლეიბოის როლი, მაგრამ მისთვის განკუთვნილი დრო უმოწყალოდ იწურებოდა.

მასიმო ტაიბი ნამდვილი პროფესიონალი იყო. და კარგი ბიჭი. ეჭვგარეშეა, შესანიშნავი მეკარე გახლდათ, მაგრამ საშინელი დებიუტი გამოუვიდა. "ჩელსისთან" განადგურებამდე ერთი კვირით ადრე, "საუთჰემპტონთან" მატჩში მან ფეხებსშუა გაუშვა მეტ ლე ტისიეს უწყინარი დარტყმა. "ჩელსისთან" მატჩი კი მასიმოს კარიერის დასასრული აღმოჩნდა "იუნაიტედში". მომდევნო კვირიდან კარში ადგილი ისევ ბოსნიჩმა დაიკავა, ტაიბი კი იტალიაში დაბრუნდა.

მაგრამ ამას უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. "ტოტენჰემთან" 1:3 წაგების შემდეგ, ჩემპიონატში 11 მატჩი დაუმარცხებლად ჩავატარეთ.

დამაჯერებლად ვთამაშობდით ევროპაშიც. ჩემი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები ჯერ დასრულებული არ იყო, მე კი გოლების გატანას ვაგრძელებდი. "ვალენსიადან" მატჩამდე ერთი დღით ადრე, მაიკლ კენედიმ დამირეკა და ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ მამცნო.

1999 წლის ოქტომბერში მწვრთნელმა გუნდი შეკრიბა და გამოაცხადა, რომ გარკვეული მიზეზით, რომელიც "იუნაიტედზე" არ იყო დამოკიდებული, ჩვენ არ ვითამაშებდით ინგლისის თასზე. ინგლისი იბრძოდა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ფიფა იღებდა.

მის ხელმძღვანელობას კი სურდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" მონაწილეობა მიიღო კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატში, რომელიც ბრაზილიაში უნდა გამართულიყო 2000 წლის იანვარში. მთავრობამ და საფეხბურთო ასოციაციამ კლუბზე ზეწოლა განახორციელეს, რათა ამ ტურნირში მიგვეღო მონაწილეობა.

"იუნაიტედისთვის" ეს სიტუაცია არ იყო მომგებიანი: გაენაწყენებინა ფიფა, საფეხბურთო ასოციაცია და მთავრობა... ან უარი ეთქვა მსოფლიოში უძველეს ტურნირზე და ამით, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, გაენაწყენებინა თითქმის ყველა.

ჭეშმარიტება კი იმაში მდგომარეობდა, რომ ინგლისის თასმა დაკარგა ძველი დიდება, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. დიახ, თასის მატჩებზე დადიოდნენ ჩვენი ოჯახის წევრები და ყველა, ვინც კლუბში მუშაობდა. მითი "უემბლიზე", გასახდელიდან გვირაბში გასვლაზე, წითელ ხალიჩაზე, "დიდ ადამიანებთან" შეხვედრაზე, სამეფო ლოჟაში მედლებისთვის ასვლაზე, სამეფო ოჯახის წევრების მხრიდან მხარზე ხელის დაკვრაზე - ეს ყველაფერი სისულელე იყო. ჩვენ მხოლოდ პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვისწრაფვოდით.

რა თქმა უნდა ამ ყველაფერში იყო თავისი აზრი. ინგლისში ტრადიციები ნელნელა ქრებიან. მაგრამ ბოლოს მაინც კვდებიან. როცა გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინგლისის თასის მფლობელი არ დაიცავდა ტიტულს, დიდი ხმაური ატყდა. ჩვენ მივიღეთ ნაღვლიანი სახეები, თითქოს ვდარდობდით მომხდარზე. გულის სიღრმეში კი საერთოდ არ გვანაღვლებდა ეს ამბავი.

მომწონდა იანვარში ბრაზილიაში მგზავრობის პერსპექტივა. თუნდაც ე. წ. კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი არ წარმოადგენდა იმ ტურნირს, რომელზეც საჭირო იყო ძალების სრული დახარჯვა გამარჯვების მოსაპოვებლად.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
ფეხბურთი და ნარკოტიკები: კოკაინით გაბრუებული ვარსკვლავები
"თუ მომდევნო კვირას "სიტი" "ლივერპულთან" დამარცხდება, გვარდიოლას გუნდისთვის ყველაფერი დასრულდება" - როი კინი
"წადი შენი წესების კარნახით - მხოლოდ იდიოტს შეუძლია ამაში შეურაცხყოფა დაინახოს" - ბრაზილიელთა გამკრიტიკებელ კინს უპასუხეს
"თუ ასე გააგრძელებს, "რეალში" კი არა, "ტრენმერ როვერსში" აღმოჩნდება" - კინმა არნოლდი გააკრიტიკა
"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა
"ცეკვის გამო ბრაზილიელებს ვინმე გალახავს" - როი კინი "სელესაოს" ზეიმმა აღაშფოთა
ამორიმს შედეგების გამოსასწორებლად 3 მატჩი მისცეს - "იუნაიტედის" ხელმძღვანელები მის შემცვლელად 5 სპეციალისტს განიხილავენ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
"იუნაიტედის" სტილი მისი შესაფერისი არ არის და იქ გადასვლით შეცდომა დაუშვა" - მერსონმა შეშკო გააკრიტიკა
"ბევრს ვმღერი და კროსვორდებს ვავსებ, რადგან..." - სერ ალექს ფერგიუსონმა მის ყოველდღიურობაზე ისაუბრა
"ლივერპულთან" მატჩის შემდეგ ტენ ჰაგი გახარებული იყო, "იუნაიტედი" პატარა კლუბივით თამაშობს - როი კინი