ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდის მიზანი ევრო 2016-ზე თამაშია
სიმონე ძაძამ ტურინში სამედიცინო შემოწმება გაიარა და "იუვენტუსში" ჩაირიცხა. 24 წლის ფორვარდმა "სასუოლოში" ასპარეზობით გაითქვა სახელი და დღეს იტალიის ეროვნული ნაკრების წევრია.

მას შემდეგ, რაც "იუვეს" მესვეურებმა მარიო მანჯუკიჩი გადაიბირეს, იტალიელი სპორტული ჟურნალისტები ძაძას ტრანსფერს აღარ ელოდნენ, მაგრამ ტურინელებმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღეს.

თავად სიმონე ახალ სეზონს ენთუზიაზმით ელოდება...

სასუოლო

"სასუოლოში" ორი დაუვიწყარი წელიწადი გავატარე, 64 შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა და 20 გოლი შევაგდე. ეს წლები ყოველთვის კარგად გამახსენდება, რადგან იქ ერთი დიდი ოჯახი ვიყავით.

საერთოდ, წარმატების მისაღწევად ერთსულოვნება და ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანება ყველაზე მნიშვნელოვანია. დიდი იმედი მაქვს, რომ "იუვენტუსშიც" ისეთივე ატმოსფერო დამხვდება, როგორიც "სასუოლოში" იყო.

მინდა ჩემს ყოფილ გუნდს და მის შესანიშნავ გულშემატკივრებს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო.

იუვენტუსი

როდესაც "იუვენტუსის" მსგავს გუნდში გეძლევა გადასვლის შანსი, უარი არ უნდა თქვა. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჩემი დიდი ხნის ოცნებაა, "იუვესთან" ერთად კი შემიძლია ჩემპიონობისთვის ვიბრძოლო.

ჩემი საქმე გოლების გატანაა და ვეცდები, რომ გუნდს შედეგიანი დარტყმებით დავეხმარო.

მაშინებს თუ არა მარიო მანჯუკიჩთან კონკურენცია? - საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ დიდ სათამაშო დროს მივიღებ. ამასთან, წარმატებებს ვუსურვებ მარიოსაც, რადგან ჩვენ ერთი საქმე უნდა ვაკეთოთ. რამდენად შესაძლებელია ჩვენი ერთად თამაში? - სეზონი გრძელია და მწვრთნელს ბევრი ვარიანტის გამოცდა მოუწევს.

დარწმუნებული ვარ, იქნება მატჩები, სადაც მე და მარიო მოედანზე ერთად ვიქნებით. მანჯუკიჩი უმაღლესი კლასის ფორვარდია და მისი გოლები "იუვეს" ძალიან წაადგება.

ნაკრები

"სასუოლოში" გატარებული პერიოდი იმითაც იყო გამორჩეული, რომ იტალიის ეროვნულ ნაკრებში მივიღე მიწვევა. ანტონიო კონტეს მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, რადგან მენდო და უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში სასტარტო შემადგენლობაში დამაყენა.

ძალიან მინდა, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვიასპარეზო და საამისოდ, ყველაფერს გავაკეთებ. თუ "იუვენტუსში" სტაბილურად ვითამაშებ და გოლებსაც გავიტან, კონტეს ყურადღების მიღმა ნამდვილად არ დავრჩები.

იტალიის ნაკრებში კიდევ უფრო დიდი კონკურენციაა, ვიდრე "იუვენტუსში", მაგრამ აქაც საბრძოლველად ვარ მზად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
მანჯუკიჩი "მილანში" ჩაირიცხა - იბრაჰიმოვიჩი მეტოქეებს ემუქრება
ლა ლიგა: "სამეფო კლუბი" "მესტალიაზე" დაეცა [VIDEO]
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
ტრანსფერ ONLINE: 16 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
Gazzetta dello Sport: "მილანი" 27 წლის იტალიელ ფორვარდს იმატებს
"მილანი" გაძლიერებას "ვალენსიას" ფორვარდით აპირებს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ტრანსფერ ONLINE: 12 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
"მილანი" კიდევ ერთ ცნობილ ვეტერანს დაიმატებს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
მეორე ფეხბურთელი ისტორიაში - სილვაზე წინ ახლა მხოლოდ მანჯუკიჩია
მარიო მანჯუკიჩმა "მანჩესტერში" გადაბარგება გადაწყვიტა
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
კევინ გამეირო "ვალენსიაში" გადავა, ნიკოლა კალინიჩი კი "ატლეტიკოში"
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
მარიო მანჯუკიჩი ყატარის "ალ-დუჰაილში" გადაბარგდა