გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა ბელგრადში "პარტიზანთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა
გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა ბელგრადში "პარტიზანთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

14 ივლისს გამართულ ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "პარტიზანმა" "დილა" ანგარიშით 1:0 დაამარცხა. გაშვებულ გოლამდე მსაჯმა მოედნიდან გუგა ფალავანდიშვილი გააძევა.

პარტიზანი-დილა 1:0 - მაგრამ ეს არ იყო ღირსეული მარცხი [VIDEO]

მარცხის მიუხედავად, გორის "დილას" მთავარ მწვრთნელს სჯერა, რომ მისი გუნდი გორში საპასუხო შეხვედრაში გამარჯვებას შეძლებს და შემდეგ ეტაპზე გავა.

"თამაშამდეც აღვნიშნე, რომ "პარტიზანი" ძალზე კარგი, სწრაფი და ტექნიკური გუნდია. ველოდებოდით, რომ ასეთი სურათი იქნებოდა. შეგპირდით, რომ ძალზე საინტერესო და დაძაბული თამაში იქნებოდა და ასეც მოხდა.

რაც შეეხება ჩემი გუნდის თამაშს, მას დადებითად ვაფასებ იმის გათვალისწინებით, რომ ვეთამაშებოდით ძალიან ძლიერ მეტოქეს.

მინდა თითოეულ ჩემს ფეხბურთელს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. მათ მთელი 90 წუთის განმავლობაში მაქსიმუმი გააკეთეს, რათა ჩვენ აქედან დამარცხებულები არ წავსულიყავით.

მაგრამ ვიცით, რომ ეს დაპირისპირება ორი მატჩისგან შედგება. დიდი იმედი გვაქვს, გორში გავიმარჯვებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ.

რაც შეეხებათ მსაჯებს, მათ თავიანთი საქმე აქვთ და მე არ შემიძლია ჩავერიო მათ კომპეტენციაში, თუმცა, ჩემი შეფასებით, რაც მე დავინახე, ჩემი ფეხბურთელი არ იმსახურებდა გაგდებას, მაგრამ მსაჯმა, რომელიც უფრო ახლოს იყო იმ კონკრეტულ ეპიზოდთან, ასე გადაწყვიტა და საბოლოოდ მივიღეთ წითელი ბარათი", - თქვა სოსიაშვილმა.

გორში "დილასა" და "პარტიზანის" საპასუხო დაპირისპირება 21 ივლისს გაიმართება.

ZVIADI
ძალიან სამწუხაროა ,რომ კომენტარის გაკეთება სულ წაგებულ თამაშებზე გვიწევს. ამ კომენტარებშიც ნერვები აღარ გვყოფნის და უკვე აგრესიის გარეშე არ გამოგვდის რამის დაწერა.ნუთუ რამოდენიმე გონიერი ადამიანი არ შემორჩა ქართულ ფეხბურთში,რომ გაანალიზოს რა გვჭირს და ამის გამოსწორებაზე იზრუნოს?!სულ ბოლო 5-10 წუთში როგორ უნდა ვაგებდეთ თამაშს?
fani
მერაბი, სრულად გეთანხმები დილას გოლის გატანა შეეძლო ვერც მარცვალაძე და ვერც ილურიძე ჩანს ფორმაში,დროულად მარცვალაძე,რომ შეეცვალა მოდებაძით ან ერისთავით ვფიქრობ მომენტს გამოიყენებდნენ სისხარტის ხარჯზე და ერთ გოლს მაინც შევაგდებდით.
irakli apkhaidze
გორელებო დაწერეთ ბილეთები სად იყიდება, როდიდან და რა ღირს. კი ვიჩალიჩებ მარა პატიოსნად მინდა ვიყიდო :)
მერაბი
მარცვალაძე ძალიან ზანტად ირჯებოდა,იქმნებოდა შთაბეჭდილება თითქოს შეგნებულად არ ურტყამდა კარში.მის მაგივრად მოდებაძის გამოყვანა ალბათ უფრო გამართლებული იქნებოდა.ფეხბურთს ფეხბურთელები თამაშობენ და არა გვარ-სახელები. ფალავანდიშვილი არ იმსახურებდა გაძევებას/მსაჯიარაობიექტურად მსაჯობდა/. მაგრამ მაინც მჯერა,რომ "დილა"გორში უკეთესად ითამაშებს, მოიგებს სასურველი შედეგით და შემდგომ ეტაპზეც გავა.
irakli apkhaidze
გუნდს შეთაამაშება აკლდა, არ ვიცი ეს რამდენად გამოსწორდება 1 კვირაში, მაგრამ ფატია გორში მეორე ნომრად არ ვითამაშებთ და იმედია მარცვალაძეს მოდებაძეც შეუწყვილდება. წარმატებები ბიჭებო
status quo
დილას კარში დამრტყმელი არავინ ჰყავს,ისევე როგორც დინამოს და სხვა ქართულ გუნდებს,თუმცა არც პარტიზანი იყო სნაიპერი,ალხანა-ჩალხანა, თუმცა კლასი დილას უფრო ეტყობა ვიდრე დინამოს.დინამო ფსკერზეა....
vaxvax
მარცვალაძე აშკარად არაა ფორმაში და სამწუხაროდ ამდენი გუნდი, უცხოური აქვს მოვლილი და კლასი ვერ აუმაღლებია.გუნდში იმიტომ მიიწვიეს,რომ გამოცდილება აქვს და საგარეო თამაშებზე ლიდერობა და მატჩის მთელი სიმძიმე მან უნდა იტვირთოს,მაგრამ...
svani_7
mtavaria dila gavides evropis ligaze mainc da chemtvis ar aq mnishvneloba upiratesobas an burtebis shefardeba 20:1 iqneba tu ufro katastrofuli tqven gverdit vart warmatebebi da imedia ar dagvagalateben bichebo! unda gaxvidet shemdeg etapze
giorgi
მე ვუყურე თამაშს. მეკარე და მცველები კარგად თამაშობდნენ, თორემ ანგარიში უფრო დიდი უნდა ყოფილიყო. სულ რამდენჯერმე გვქონდა კარში დარტყმის შანსი, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, მხოლოდ ერტხელ შევძელით. მარცვალაძე ძალიან ზანტი იყო ხოლმე ბოლო მომენტში. ჩემი აზრით გორში სზვა თამაში იქნება, თუ ერთი გავიტანეთ მერე შეძლება რამდენიმე მიყვეს. მგონია რომ პარტიზანი იოლად ტყდება. ჩემი აზრით ჩვენი ფეხბურთელი გასაგდები არ იყო.
თემური
პირდაპირ ვთქვათ, მდგომარეობა საკმაოდ რთულია, მაგრამ არა უიმედო. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება დიდი რაოდენობით ყვითელ ბარათებს და კიდევ ერთ გაძევებას. ეს იმ დროს, როდესაც გორელები არ უხეშობდნენ - უბრალოდ იბრძოდნენ ყველა ეპიზოდში. ასეთ ხასიათის მატჩში მსაჯის სანქციები მხოლოდ ერთ მხარეს საკმაოდ არაბუნებრივია. სხვა ქართული გუნდების გამოსვლის ფონზე აშკარად საპასუხო ზომებია გასატარებელი ფედერაციის დონეზე. ან ევროპაში მიღებულ რაღაც წესებს ვერ ვითვალისწინებთ და ეროვნულ ჩემპიონატზე მსაჯობის სტილი უნდა შევცვალოთ, ან უბრალოდ გვჩაგრავენ და ფედერაციამ ოფიციალური საპროტესტო წერილით უნდა მიმართოს უეფას. გასაანალიზებელია თამაშის ხასიათის ჩვენთვის უარესობისკენ შეცვლა მეორე ნახევარში. ყურადღება უნდა მიექცეს მოთამაშეთა შებოჭილობას გადამწყვეტ მომენტებში...
chicharito
რეზი ვერ მიგიხვდი ზუსტად რისი თქმა გინდა და იქნებ უფრო გარკვევით დაწერო??
goreli gulshematkivari
rezi, მადლობა, ასეთი "კარგი" სურვილებისათვის. გეპატიჯები გორში, თან დინამოს ფეხბურთელებიც წამოიყვანე და თუ გინდა შენი "საყვარელი" არველაძეები. ერთად ვნახოთ რა შეუძლია გორს და გორელებს.
ლაშა
მე ვუყურე თამაშს პირველი ტაიმში არა გვიშავდა, მეორეში კი ცალკარა იყო. ეს მსაჯები ხომ მთლად გვირგვინს გვადგამენ, ალბათ ლოგიკა ასეთია სუსტ და არაცნობად გუნდებს არ წყალობენ. წარმატებას ვუსურვებ გორელებს.
gori
მიდით ლომკაცებო მოუწყოთ პარტიზანს გორში ჯოჯოხეთი და გავანადგუროთ...
rezi
არველაძეები დაიმატეთ თასს მოიგებთ..
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ბაჩანა არაბულმა თავის ბერძნულ გუნდს გამარჯვება მოუპოვა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
დილა-პარტიზანი 0:2 - აგვისტომდეც ვერ მივაღწიეთ... [VIDEO]
ევროპა ლიგა: ვაკომ და "ლეგიამ" გოლის გატანა დაივიწყეს, "გენტმა" კი - ქართველები
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
მონტენეგროში დამარცხებული კორონავირუსი ბელგრადულმა დერბიმ გააცოცხლა
სიურპრიზი გორელ ქომაგს: თუ "დილა" "პარტიზანის" ბარიერს დაძლევს...
ევროპა ლიგა. ანონსი: "ატრომიტოსიდან" "ესპანიოლამდე" - რა შანსები აქვს ქართულ ლეგიონს?
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
"დილა" გორში ბელგრადის "პარტიზანთან" მარცხდება
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ნახვამდის, ევროპავ - "დილა" ბელგრადის "პარტიზანთან" გორშიც დამარცხდა
ბათუმის "დინამომ" გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
ოფიციალურად: საბერძნეთის სუპერლიგაში მეორე ქართველი ითამაშებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ამის უთამაშებლობა იქნება? - ნინუამ კოხტა გოლი გაიტანა [VIDEO]
რათა არ გაეძევებინათ, ბორდალასმა საზონოვი შეცვალა - "ხეტაფემ" "პარტიზანის" ბარიერი გადალახა და კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს