თბილისის "ლოკომოტივი" გულშემატკივრებს განსჯისთვის 7 ფაქტს სთავაზობს
თბილისის "ლოკომოტივი" საინტერესო იდეებისა და მიმართულებების გენერატორია. კლუბის პრეზიდენტი ლექსო თოფურია ქართულ ფეხბურთში რეფორმებს ყოველთვის ითხოვდა და დღესაც ითხოვს.

ამჯერად კლუბმა გულშემატკივრებს განსჯისთვის საინტერესო რამ შესთავაზა.

ფაქტი 1. 100-დან 100 ფეხბურთის გულშემატკივარს ბავშვთა ფეხბურთის განვითარება პრიორიტეტად მიაჩნია - როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

ფაქტი 2. ბოლო მონაცემებით, სახელმწიფო ფეხბურთის განვითარებაზე ყოველწლიურად 44 მილიონ ლარს ხარჯავს.

ფაქტი 3. 44 მილიონი ლარიდან ფეხბურთის ფედერაციას 7 მილიონი ერიცხება. დარჩენილ თანხას ადგილობრივი თვითმმართველობები განკარგავენ.

ფაქტი 4. ადგილობრივი თვითმმართველობებიდან დღეისთვის უმაღლესის 12 და პირველი ლიგის 18 კლუბი ფინანსდება.

ფაქტი 5. ადგილობრივ თვითმმართველობებს არ გააჩნიათ ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და თანხას მთავარ კლუბებს ახმარენ.

ფაქტი 6. სახელმწიფო კლუბებში, ძირითადად, მოკლევადიან მიზანს ემსახურებიან. ეს ამოცანაა ევროსაგზურის მოპოვება ან უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება.

ფაქტი 7. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხიდან ბავშვთა ფეხბურთში თითქმის არ იხარჯება ფული.

ეს ყველაფერი მთავრდება მოწოდებით - "მეტი ფინანსური მხარდაჭერა ბავშვთა ფეხბურთს!"

შეუძლებელია, ამ მოსაზრებას არ დაეთანხმო. ქართული ფეხბურთის დღევანდელობა გვაფიქრებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებაში მიდგომა რადიკალურად თუ არ შეიცვალა, უარესი დღეც დაგვიდგება.

სამარცხვინო ფაქტია, რომ 44 მილიონი ლარიდან ბავშვთა ფეხბურთს თითქმის არაფერი ხმარდება. შედეგიც ლოგიკურია - წლები გადის და სახელმწიფო კლუბები ასაკობრივ ნაკრებებს მოთამაშეებს ვერ უზრდიან.

დიდი ხანია, რაც თოფურია ითხოვს: ქართული ფეხბურთით ბიზნესი რომ დაინტერესდეს, რამდენიმე თანმიმდევრული და გაწერილი ნაბიჯი უნდა გადაიდგას; ბიზნესმენს უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ ამ ყველაფერს შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება.

პირველი მათგანი სახელმწიფო კლუბების კერძო მართვაში გადასვლა უნდა იყოს ან კლუბების მენეჯმენტზე ტენდერი გამოცხადდეს, ხოლო სახსრების ნაწილი მომავალი თაობების გაზრდას უნდა მოხმარდეს.

მაგრამ გადის წლები და არაფერი იცვლება. სამაგიეროდ, ფიფა-უეფას რეიტინგში ჩვენი ადგილი უფრო და უფრო ეცემა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lsd
მომკალით და ვერაფრით გამიგია რატომ ვაფინანსებატ ჩვენი ფულით კერძო კლუბებს როცა სოციალური სპორტი არ არსებობს არცერთ რაიონში. გამართული აუზი ან სხვადასხვა სახეობის სამოყვარულო კლუბი ამ ქვეყანას რა ეშველება ასეთ ელემენტარულს რომ ვერ ვხვდებით
Goga
კარგი სტატიაა,ყოჩაღ ლოკომოტივს... ეს ყველაფერი დასტყრია იმის რო სახელმწიფოს ფულს განკარგავენ არაკომპენტენტური (სამწუხაროდ არა მარტო სპორტში) ადამიანები.ცემი აზრით სახელმწიფო ფული მიმმარტული უნდა იყოს ინფრასტრუქტურის განვითარებისვის ან შექმნისთვის..თორე ბიუჯეტით 100% კლუბების დაფინანსება ფულის ცკალში გადაკრაა და მეტი არაფერი
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს