დენილსონმა გასაოცარი რამ თქვა - სესკ ფაბრეგასი კაპიტნად არ ვარგაო და ამ ნათქვამით "არსენალში" დიდი შეშფოთება გამოიწვია. კერძოდ, 22 წლის ბრაზილიელმა ასე განაცხადა...

დენილსონმა გასაოცარი რამ თქვა - სესკ ფაბრეგასი კაპიტნად არ ვარგაო და ამ ნათქვამით "არსენალში" დიდი შეშფოთება გამოიწვია. კერძოდ, 22 წლის ბრაზილიელმა ასე განაცხადა:

`ფაბრეგასი ჩვენი გუნდის კაპიტანია, მაგრამ ლიდერი ნამდვილად არ არის. ლიდერობა თანდაყოლილი თვისებაა, ის ასაკზე არ არის დამოკიდებული. ლიდერი შეიძლება ძალიან ახალგაზრდაც იყოს, რადგან ასეთად დაიბადა და მორჩა. დღევანდელი `არსენალი~ უფრო კოლექტიური სულის მქონე გუნდია. ჩვენთან სიტყვა ყველას ეთქმის, მაგრამ ვფიქრობ, გუნდში გამოკვეთილი ლიდერი მაინც უნდა იყოს~.

საინტერესოა, რომ ახალგაზრდა ცენტრალურ ნახევარმცველს ჩრდილოლონდონელთა მეკარეებზეც თავისი ჩამოყალიბებული შეხედულება აღმოაჩნდა. მოგეხსენებათ, მანუელ ალმუნია დიდი ხანია დაშავებულია და მის არყოფნაში `მეთოფეთა~ კარს ლუკაშ ფაბიანსკი იცავს, მაგრამ დღეს, როდესაც ფაბიანსკიც დაშავდა ძელებს შორის ვოიცეხ შჩესნი ჩადგა. დენილსონმა თქვა:

`ჩვენს გუნდს, სამწუხაროდ, მეკარის პრობლემა აქვს. საუკეთესო ალმუნიაა, ფაბიანსკი და შჩესნი კი არ არიან იმ დონის, `არსენალის~ ბედი რომ ანდო~.

არსენ ვენგერს კი დენილსონი, თურმე, ბრმად ენდობა: `ის საოცრად მუშაობს. ვენგერის ყველა ნაბიჯი აღმაფრთოვანებს. აღტაცებული ვარ იმითაც, რომ ის ახალგაზრდებს დიდ ფეხბურთში თავის გამოჩენის შანსს აძლევს~.

20 წლის ჯეი ემანუელ-ტომასს ვენგერმა, მაისამდე, თავის გამოჩენის შანსი `კარდიფში~ მისცა. სენტ ლუსიელი დედისა და დომინიკელი მამის `ინგლისელი~ ვაჟი მიმდინარე სეზონში ჩრდილოლონდონელთა შემადგენლობაში ოთხჯერ გამოჩნდა. შემტევი ნახევარმცველი ვენგერმა სულ ცოტა ხნით შეიყვანა `ჩელსისთან~ შეხვედრაში, რომელიც `მეთოფეებმა~ 2:0 წააგეს. მწვრთნელმა ამავე სეზონში აზიარა ის ჩემპიონთა ლიგასაც, როდესაც 10 წუთით დონეცკის `შახტართან~ ათამაშა. დარჩენილი ორი შეხვედრა კი `ქარლინგის~ თასისა იყო, `ნიუკასლისა~ და `უიგანის~ წინააღმდეგ.

ემანუელ-ტომასს `ჩემპიონშიპში~ თამაშის გამოცდილება აქვს - გასული სეზონის პირველი ნახევარი `ბლექპულში~ გაატარა, მეორე კი `დონკასტერში~. `ბლექპულში~ იან ჰოლოუეიმ ახალგაზრდა კაცი 12 შეხვედრაში ათამაშა, რომელთაგან ერთში მან გოლიც შეაგდო. დინკასტერელები ემანუელ-ტომასს 14-ჯერ ენდნენ და მანაც 5 გოლი გაიტანა.

საინტერესოა, რომ `არსენალს~ უკვე 14 ახალგაზრდა ჰყავს სხვადასხვა გუნდებში გაქირავებული, მათ რიცხვში მეკარე ვიტო მანონე `ჰალ სიტიში~ და არმანდ ტრაორე `იუვენტუსში~.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა