"იბერპროექსი": "მგონი, კარგად არ აქვთ გათავისებული, რა პროექტს მოჰკიდეს ხელი"
ისევ ბათუმის სტადიონზე უნდა დავწეროთ. საკითხი კვლავ ღიადაა. 2006 წლის შემდეგ აჭარის მთავარ ქალაქს სტადიონი არ აქვს. რამდენჯერმე გაჩნდა იმედი და მაშინვე ჩაქრა.
გეხსომებათ, 17 მარტს, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 22-კაციანმა კომისიამ კონკურსში გამარჯვება ესპანურ კომპანია "იბერპროექსს" მიანიჭა...
აჭარის მთავრობამ ხსენებულ კომპანიასთან კონტრაქტი ოფიციალურად 30 მარტს გააფორმა და საქმეც, წესით, ნულიდან უნდა დაძრულიყო.
კომპანიას 5 თვეში უნდა მოემზადებინა პროექტი, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 650 ათას ლარს მიიღებდა. სტადიონის მშენებლობა კი 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, რის შემდეგაც ბათუმის მრავალფუნქციური არენა უეფას მე-4 კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. ტრიბუნები 20 ათას ქომაგზე უნდა იყოს გათვლილი, შემდგომში მომატების პერსპექტივით...
მაგრამ ამას წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის სტადიონის კონკურსში გამარჯვებულმა ესპანურმა კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა და სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაშლილად გამოცხადდა.
ამ გადაწყვეტილების მიზეზად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გელა ცინცაძემ ესპანური კომპანიის მიერ პირობების შეუსრულებლობა დაასახელა:
"იბერპროექსს" უნდა შეესწავლა სამშენებლო ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური მდგომარეობა და სამინისტროში შესაბამისი დასკვნა ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღეში წარმოედგინა. ვალდებულების შესასრულებლად მათ დამატებით 20-დღიანი ვადა მიეცათ, მაგრამ დოკუმენტაციის წარმოდგენა ვერც ამ დროში მოახერეს. ამიტომ 26 ივნისს სამინისტრომ გამოსცა შესაბამისი ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, ეს ხელშეკრულება გაუქმდა".
სკანდალი: ბათუმის სტადიონი ტენდერში გამარჯვებული პროექტით აღარ აშენდება!
"ბათუმის არენა ორჯერ ძვირი დაჯდება და არც ფიფა-უეფას მოთხოვნების იქნება"
"რატომ ჰგონია პოლონელს, რომ ბათუმის სტადიონის კონკურსში აუცილებლად უნდა მოეგო?!."
გუშინ, 15 ივლისს, "იბერპროექსის" სახელით "პრაიმტაიმის" პრესცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა. აი, რას ამბობს კომპანიის დირექტორის მინდობილი პირი მამუკა ლობჟანიძე:
უნდა განვმარტო, რომ ჩვენ არ ვართ სამშენებლო კომპანია, "იბერპროექსი" საპროექტო კომპანიაა...
...ამის შემდეგაც ყოველთვის თავის მართლება გვიწევდა, ხოლო საბოლოოდ პროცესმა სამართალდამცავ უწყებებში გადაინაცვლა. იქ და სამინისტროში დამატებით საბუთებს ითხოვდნენ, მაგალითად - რეგისტრაციისა და გამოცდილების დამამტკიცებელ დოკუმენტებს...
...ჩვენ ვადების გახანგრძლივება მოვითხოვეთ. სამინისტროსგან სიტყვიერი თანხმობა კი იყო, მაგრამ ოფიციალურად უარი გვითხრეს. კონტრაქტით, თანხები მშენებლობის დასრულების შემდეგ უნდა ანაზღაურებულიყო. გეოლოგიური კვლევები კი 14 ათას ლარამდე გვიჯდებოდა და სწორედ ამ კვლევისთვის გვინდოდა ვადის დამატება. პროექტი კი 1 სექტემბერს, ანუ დათქმულ დროში დამზადდებოდა...
...კონტრაქტი 26 ივნისს გაგვიწყვიტეს, მაგრამ ეს ოფიციალურად მხოლოდ 3 ივლისს გვაცნობეს. ჯერჯერობით, გვაქვს დრო, რათა ადმინისტრაციულად გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება და ასეც მოვიქცევით. შემდეგ პასუხს დაველოდებით, მაგრამ თუ პასუხი იქნება უარყოფითი ან ჩვენთვის მიუღებელი, აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს...
...სტადიონის მშენებლობა სამინისტრომ კიდევ ერთი წლით გადადო - ისევ ტენდერი უნდა გამოცხადდეს, შემდეგ დაპროექტდეს, ხოლო მერე ცალკე დრო მშენებლობას დასჭირდება.
შესაძლოა, რომ საქმიდან ვიღაცის ინტერესის გამო ჩამოგვაშორეს. პოლიტიკური ნიშნით ზემოქმედებას გამოვრიცხავ. ხელს ვერავის დავადებ...
...მეოთხე კატეგორიის სტადიონის აშენებას გვთხოვდნენ. მგონი, კარგად არ აქვთ გათავისებული, რა პროექტს მოჰკიდეს ხელი. მეოთხე კატეგორიის სტადიონი "უემბლია", ბათუმის სტადიონის აშენებას კი 200 ათას დოლარად ფიქრობდნენ, რაც უბრალოდ, წარმოუდგენელია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
dave
"დინამო არენას" რემონტი დაჯდა 20 მილიონი, რასაც აცხადებენ კიდეც ოფიციალურად და ახალი სტადიონი 200 ათასად როგორ უნდა აშენებულიყო ? რაღაც გაურკვევლობაა ! ავოიეე ჟურნალიტებო და საქმის მცოდენეებო, დაწერეთ ნორმალურად პროექტის რუირებულება, გაარკვიეთ ფედერაციაში სამინისტროში და ასე შემდეგ და ისე დაწერეთ ინფორმაცია !!!
lasha
დედას გეფიცები მეტირება.
ბათუმელი
XULO-ს. თუ 13 000 ქალაქ გაბალას 15 000 სტადიონი აქვს,200 000 ბათუმს 20 000 სტადიონი არ უნდა ჰქონდეს? თქვენი მტკიცება ლოგიკას სცილდება.
XULO
200 000- იან ქალაქს 20 000-იანი სტადიონი?! ან არითმეტიკა ვინ გასწავლათ, ან ეკონომიკა, ან ფეხბურთი?!
qutaiseli
მოკლედ ეს პოლიტიკა როარ გამოჩხირონ ყველგან როგორ იქნება შე დალოცვილო წინა მთავრობა თუ იყო პროფესიონალები და გენიოსები ეს დედააფეთქებული სტადიონი ვერ ააშენეს თუ ფული არ ქონდათ და 6 წელი არიყო საკმარისი დრო ეუუუ.ესენი კიდე თუ მშენებლობის თავი არქონდა რას კიდებდენ ხელს ამ საქმეს და რის ხელშეკრულებაზე აწერდენ ხელს მომინდომენ აქ ფულის შოვა.უემბლის კიარა საქათმის აშენება გაუჭირდებათ ამათ ისე საუბრობენ..
ეეეხ
რა დღეშია ქვეყანა, სადაც გაიხედავ, ყველგან არაპროფესიონალი ზის. რა მთავრობა უშველის ამას? ან 20 ათასიანი სტადიონი რათ უნდა ბათუმს? 4 წელიწადში ერთხელ რომ აივსოს? თან მომატების პერსპექტივითო ))) 4-5 ათასიანი ააშენეთ და ნორმალური, ეს უაზრო ამბიციები გვღუპავს ქართველებს :/
giga
ბიჭებმა ფილის მოტეხვა ვერ მოახერხეს:) კონტრაქტი საერთოდ წაკითხულიც არ ქონიათ))) ეგონათ, რომ რახან ტენდერი მოიგეს ეგ უკვე ფულია. კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ვერ გადაყიდეს კონტრაქტი. თავისი ფული კი 14000 ვერ გაიმეტეს;) ან არ ჰქონდათ))) ვის აბოლებს ას არშემდგარი ოსტაპ ბენდერი?!))))
vasia
უემბლი არ ვიცი მაგრამ ნორმალური სტადიონი უნდა ააშენოთ, კარს უკან არ უნდა იყოს გახსნილი ტრიბუნა!!
vaxvax
ვის ხელში ვართ,რა მთავრობაა გინდ ცენტრალური,გინდ... აჭარისაზე ხო ლაპარაკიც კი არ ღირს.სტადიონი აღარ აშენდება (დროზე უნდა ქაუქმდეს ავტონომია).საკითხი უფრო ღრმაა,ფეხბურთი არ სჭირდება სახელმწიფოს,მაგისთვის არ სცალია. საერთოდ რისთვის სცალია?
antokeli
და თუ იცოდით რომ მე-4 კატეგორიის სტადიონს გთხოვდნენ მაგ ფასად, რაღას მონაწილეობდით ტენდერში? ან პროექტირება 650 ათასი ჯდება და მშენებლობა 200 ათასი? რაღაცას ვირეშმაკობთ და ვერ გაიყავით თანხები. თან პოლონელებიც მოგაწვნენ და შეგეშინდათ რამე არ ამოტივტივებულიყო! საქმის კეთება არავის უნდა თორემ მართლა ღირსეულ კომპანიას შეარჩევდნენ
Sarlatanebi
აი ესეთი .... მე თუ მკითხავ არც უნდა დაბეჭდო, რა 650 000 მარტო პროექტირება ში უხდიან და 200 000 რო უნდათ აშენება საიდან ასკვნის და თან სათაურად რო არი გამოტანილი. ზოგი ხო მარტო სათაურს კითხულობს. გეოლოგია 14000 გვიკდებოდაო და ამ ტანხაზე რო დაიწყებს ლაპარაკს ამხელა საქმეს შეჭიდებული კომპანია რაღაც საეჭვოა უკვე
guruli
ბოლოს და ბოლოს როდის დაწყება მშენებლობა!
გულშემატკივარი
თუ პროექტის მომზადება 650 ათას ლარს ითვალისწინებდა ეს კაცი რას მიედ მოედება რომ მეოთხე კატეგორიის სტადიონის აშენებას 200 ათას ლარად აპირებდნენ?
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"ნაპოლისთვის" მზად არ არის" - მარადონა უმცროსმა "კვარას" შემცვლელი გააკრიტიკა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
კორონავირუსის მიუხედავად ბათუმის სტადიონის მშენებლობა გრძელდება
ლამაზი სანახაობა, ღირსეული ჟესტი - ბათუმის ახალი სტადიონი მეგობარი ქვეყნების დროშებით განათდა [VIDEO]
ბათუმის სტადიონზე გარე პერიმეტრს აწესრიგებენ [VIDEO]
ბათუმის ახალი სტადიონი პირველ თოვლს შეხვდა [PHOTO]
ძალიან ლამაზი კადრები - ბათუმის სტადიონი ლამაზ ფერებში განათდა [PHOTO]
ბათუმის სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება