მარტვილის გამგებელი: ფეხბურთს ერთჯერადი დახმარებებით არ ეშველება

მარტვილის "მერანს" მძიმე დღეები დაუდგა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდს დიდი მიღწევები არ ჰქონია, სიმპათიური კრებულია და ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაც გამოაჩინა. გუნდი, რომელსაც ფრიდონ ინჯია წლების განმავლობაში ინახავდა, ახლა გაურკვევლობაშია - მეპატრონე კლუბიდან წასვლაზე დაფიქრდა, რასაც წამყვანი მოთამაშეების გადინება მოჰყვა.

პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია მარტვილის "მერანში" ფინანსური კრიზისის შესახებ და ისიც, რომ რაიონის მუნიციპალიტეტი კლუბის დასახმარებლად არაფერს აკეთებს.

მარტვილის გამგებელი ქუთაისის "აიას" ყოფილი მორაგბე ალექსანდრე გრიგალავაა, რომლის ვაჟიც, გია გრიგალავა, საქართველოს ნაკრების მცველია. "ლელოსთან" ინტერვიუში ბატონი ალექსანდრე ამბობს, რომ მარტვილში ფეხბურთის განვითარება სურს, თუმცა - სხვებისგან განსხვავებული ხედვით...

- ფეხბურთის მოყვარულსა და ფეხბურთელის მამას ამ სახეობისადმი გულგრილობაში გადანაშაულებენ. რა ხდება, რაიონს ისე გაუჭირდა, რომ კლუბს ვერ ეხმარებით?

- ეს არაფერ შუაშია და მცდარი შეხედულებაა. ჩემი პოზიციაა, რომ ფეხბურთი ერთჯერადი დახმარებებით ვერ განვითარდება. მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს კარგად გვაქვს გაცნობიერებული, თუ რა როლი ითამაშა ბატონმა ფრიდონ ინჯიამ "მერანის" წარმატებაში. მაგრამ საფეხბურთო სფეროში კრიზისი მარტო მარტვილის პრობლემა არ არის, ეს ზოგადად, სახელმწიფოებრივადაა, მოსაგვარებელი. მომავალ წლებს ძალიან იმედიანად ვუყურებთ და ვფიქრობთ, სახელმწიფოს დახმარებით შემუშავდება ფეხბურთის განვითარების ერთიანი პროგრამა და ვითარება საგრძნობლად გამოსწორდება.

- ეს გასაგებია, მაგრამ სანამ ფეხბურთის პრობლემა სახელმწიფო დონეზე მოგვარდება, კლუბს არ დაეხმარებით?

- ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ბრალდებები ისმის. მუნიციპალიტეტის მხრიდან "მერანის" მიმართ გულგრილობაზე ლაპარაკი მაკვირვებს.

- გამოდის, რომ ეხმარებით და არ გიფასებენ?

- ბოლო წლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტმა ფეხბურთისთვის ბევრი რამ გააკეთა. წლებია, არსებობს მარტვილში ფეხბურთის განვითარების პროგრამა, რომელიც ეხება ინფრასტრუქტურას, ბავშვთა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას და ზოგიერთ შემთხვევაში, მარტვილის "მერანს" პრემიებითაც დახმარებია, მაგალითად - რეგიონული განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროების ძალისხმევით. ცხადია, ეს მუნიციპალიტეტის ჩარევის გარეშე ვერ მოხდებოდა. 2014 წელს 621 ათასი ლარი გამოიყო, რითიც "მერანის", ანუ კერძო კლუბის სტადიონზე უმაღლესი დონის ხელოვნურსაფრიანი მოედანი დაიგო. მოგეხსენებათ თუ რა პრობლემები იქმნება სხვადასხვა რაიონში სტადიონების მშენებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ იმდენი მოახერხა, რომ მშენებლობის პროცესი არ შეჩერებულა და სამუშაოები დროულად დასრულდა. ამით კი მარტვილის "მერანის"პრობლემას წერტილი დაესვა და უმაღლესი ლიგის საშინაო თამაშების ჩატარება რაიონის ფარგლებს გარეთ აღარ უწევს.

- ახლახან იყო ინფორმაცია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებიდან, სხვადასხვა ლიგის კლუბებს, 44 მილიონი ლარი ერიცხებათ და აქედან ბავშვთა ფეხბურთს ბევრი არაფერი ხმარდება. ამ კუთხით მარტვილში რა ხდება?

- როგორ არ ხმარდება?! მუნიციპალიტეტის ბალანსზეა საფეხბურთო სკოლა, სადაც 12 ასაკობრივი გუნდია. მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, სკოლას პრიორიტეტად მხოლოდ მარტვილის "მერანთან" თანამშრომლობა აქვს და ფეხბურთელებს აწვდის. ყოველწლიურად ჩვენი სკოლის ასაკობრივი გუნდები სრულიად უსასყიდლოდ ხვდებიან "მერანის" საკუთრებაში და შემდეგ უმაღლეს და ჭაბუკთა ლიგებში თამაშობენ. აქაც, როგორც ყველასათვის ცნობილია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და უეფას დახმარებით, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის უმაღლესი ლიგის ყველა კლუბს თანხა ერიცხება. გამოდის, რომ ჯერ მუნიციპალიტეტის და შემდეგ ფედერაციის დახმარებით, "მერანს" ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე თანხა არ ეხარჯება.

- ზოგადად, რაიონებში ფეხბურთისთვის განკუთვნილ სახსრებს მხოლოდ გუნდებს ახმარენ - თქვენ სხვა გზა აგირჩევიათ...

- ბავშვთა ფეხბურთისა და ინფრასტრუქტურის განვითარება იმიტომ ავირჩიეთ, რომ აქ ვხედავთ ჩვენი რაიონის, ქვეყნის და საერთოდ ქართული ფეხბურთის მომავალს. ესაა ჩვენი გზა და დახმარება. მუნიციპალიტეტის ბალანსზე ჩვენთან შექმნილია ის სტრუქტურა, რომელიც პირდაპირ ეხმარება მარტვილის "მერანს". ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის, მარტვილის საფეხბურთო სკოლას 2015 წელს 191-ათასლარიანი ბიუჯეტი დაუმტკიცდა. წელსვე, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მარტვილის საფეხბურთო სკოლისთვის განკუთვნილი საფეხბურთო ბაზა 186 ათასი ლარით დაფინანსდა და გადაიხურა. ის ინფრასტრუქტურის სტანდარტების შესაბამისად არის დაპროექტებული და იქვე ინტერნატის ტიპის საფეხბურთო აკადემიის მოწყობაც გვსურს. ამ პროექტის განსახორციელებლად, სახელმწიფო უწყებებთან ვთანამშრომლობთ და ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში მარტვილს უმაღლესი დონის საფეხბურთო აკადემია ექნება, რომელიც, უპირველესად, ისევ მარტვილის "მერანს" წაადგება. ბოლო დროს, ფეხბურთმა მასობრიობა დაკარგა. ამ კუთხითაც, მუნიციპალიტეტი მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ატარებს და სრულად აფინანსებს.

- გუნდზე გაცემული პრემიები ახსენეთ...

- შესაძლებლობის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტი "მერანის" ფეხბურთელებს მნიშვნელოვანი გამარჯვებების შემდეგ პრემიალურებით ყოველთვის ეხმარებოდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რაიონი კლუბის მეპატრონის, ფრიდონ ინჯიას მადლიერები ვართ, რომელმაც მარტვილში ეს მშვენიერი გუნდი ფეხზე დააყენა. მაგრამ 2014-15 წლებში, სახელმწიფოსა და ადგილობრივი ბიუჯეტის მხრიდან მარტვილში ფეხბურთის, ინფრასტრუქტურისა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებიისთვის მილიონ ლარზე ოდნავ მეტი დაიხარჯა. მიგვაჩნია, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან ზუსტად ასეთი თანადგომა უნდა იყოს მასტიმულირებელი კერძო კლუბების ხელმძღვანელებისთვის, რომლებიც წარმატებას გრძელვადიან განვითარებაში ხედავენ. ფეხბურთი ერთჯერადი დახმარებებით, ერთთვიანი, ორთვიანი ან ერთწლიანი სახელფასო დაფინანსებებით ვერ განვითარდება. წლებია, მსგავსი მაგალითები ბევრ მუნიციპალიტეტში ყოფილა და დღეს ქართული ფეხბურთი რა მდგომარეობაშიცაა, ყველას კარგად მოგეხსენებათ. ის მხოლოდ მიზანმიმართული და მრავალწლიანი მუშაობით განვითარდება.

- რაც შეეხება კლუბის დღევანდელ მდგომარეობას...

- "მერანი" კერძო კლუბია და მის სახელფასო პოლიტიკაში ვერ ჩავერევით. ძალიან სამწუხაროა, გუნდი გამოცდილმა ფეხბურთელებმა რომ დატოვეს, მაგრამ გაახალგაზრდავებაც მისასალმებელია. კარგია, უმაღლეს ლიგაში თამაშის საშუალება უფრო მეტ ახალგაზრდას რომ მიეცემა. იმედია, მარტვილის "მერანი" სწორედ ახალგაზრდული და ბრძოლისუნარიანი გუნდი იქნება და უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს. იმის დიდი იმედიც გვაქვს, რომ ინჯია კლუბს არ მიატოვებს. "მერანის" მიმართ მის დიდ ამაგს დაფასება სჭირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა