„მანჩესტერ სიტი“ შთამბეჭდავ საზაფხულო ვაჭრობას განაგრძობს: მან „ლაციოს“ ალექსანდრ კოლაროვში 17 მილიონი ფუნტი ანუ 20,3 მილიონი ევრო შესთავაზა და...

„მანჩესტერ სიტი“ შთამბეჭდავ საზაფხულო ვაჭრობას განაგრძობს: მან „ლაციოს“ ალექსანდრ კოლაროვში 17 მილიონი ფუნტი ანუ 20,3 მილიონი ევრო შესთავაზა და იტალიიდან თანხმობა მიიღო. ასე და ამგვარად, სერბი მცველი ისტლენდელთა თავკაცის რობერტო მანჩინის მეოთხე შენაძენი გახდება. მანამდე მანჩინიმ ზუსტად ერთსა და იმავე ფასად შეიძინა დავიდ სილვა და იაია ტურე (28,7 მილიონი ევრო) და ჯერომ ბოატენგი (11,9 მილიონი ევრო). და სანამ „სიტი“ ხარჯავს და ხარჯავს არაბ მეპატრონეთა მილიონებს, იმავ ქალაქის მეორე გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედი“ კოლაროვის თანამემამულისა და ნაკრებში თანაგუნდელის ნემანია ვიდიჩის დაკარგვის პირასაა — ვიდიჩით სერიოზულად გახლავთ დაინტერესებული მადრიდის „რეალი“.

„ლელოს“ მკითხველს კარგად ეხსომება, რომ ვიდიჩის „ოლდ ტრეფორდიდან“ წასვლაზე ჯერ კიდევ შარშანდლიდან ლაპარაკობდნენ. ამბობდნენ, რომ სერბი ფეხბურთელის მეუღლე მანჩესტერულ ცხოვრებასა და ზოგადად ქალაქს ვერანაირად ვერ შეჰგუებია და თვალი გაქცევაზე უჭირავს. და ვიდიჩების ოჯახს სწორედ ამ დროს მოუსწრო მადრიდულმა წინადადებამ — „რეალის“ ახალ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს ვიდიჩი სასურველ ფეხბურთელთა სიაში ერთ-ერთ პირველ ნომრად ჰყოლია შეყვანილი. მადრიდელთა პორტუგალიელ თავკაცს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უპირველეს ყოვლისა დაცვის გაძლიერება აქვს განზრახული და ამ გეგმაში ვიდიჩმა, შესაძლოა, დიდი ადგილი დაიკავოს.

ნიშანდობლივია, რომ ვიდიჩის აგენტმა პაოლო ფაბრიმ თავი შეიკავა იმის განცხადებისგან, რომ ვიდიჩი მომავალ სეზონშიც „მანჩესტერ იუნაიტედში“ ითამაშებს. მან, ჟურნალისტებთან ლაპარაკისას ერთი ხნის წინ თქვა, რომ ყველაფერი მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაირკვევა. ფაბრი: „ჩვენ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დრო ვთხოვეთ, ბევრი რამ გვაქვს მოსაფიქრებელი. ნემანიას დასვენება უნდა. ის ვარაუდობს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ყველაფერი გაირკვევა“

და, აჰა, ჩემპიონატიც დასრულდა.

რეალი და მანჩესტერის გუნდები კიდევ ასე ებმიან ერთმანეთს: „სიტის“ გაუმართლა, რომ „რეალს“ „ჩელსიდან“ ეშლი კოული მიჰყავს. კოულის ტრანსფერი რომ არა, მადრიდელები კოლაროვის ყიდვას შეეცდებოდნენ და სერბი მაინც ისტლენდზე გადასვლას აირჩევდა თუ არა, კაცმა არ იცის.

მართლალია, სერბეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფში გერმანიის, განისა და ავსტრალიის შემდეგ ბოლო ადგილი დაიკავა, კოლაროვმა მაინც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დასტოვა. ის გახლავთ მაღალი და მძლავრი მცველი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ნახევარმცველობაც შეუძლია და შორეული დარტყმებითაც იპყრობს ყურადღებას — სერბი რობერტო კარლოსიც კი შეარქვეს. კოლაროვს შეტევაში ჩართვა უყვარს. იგი საერთაშორისო ასპარეზზე 2007 წლიდან გამოჩნდა, როდესაც 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა