ეჭვქვეშ დადგა "ყველა ვარსკვლავის მატჩში" ჰოკეის ეროვნული ლიგის მთავარი ვარსკვლავის, სიდნი კროსბის თამაში. "პიტსბურგ პინგვინზის" კაპიტანი 5 იანვარის შემდეგ არ თამაშობს - მიზეზი ტვინის შერყევაა

ეჭვქვეშ დადგა "ყველა ვარსკვლავის მატჩში" ჰოკეის ეროვნული ლიგის მთავარი ვარსკვლავის, სიდნი კროსბის თამაში. "პიტსბურგ პინგვინზის" კაპიტანი 5 იანვარის შემდეგ არ თამაშობს - მიზეზი ტვინის შერყევაა. ექიმები ვარაუდობენ, რომ რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ვერ მოასწრებს 30 იანვრისთვის გამოჯანმრთელებას, როცა ქალაქ როლიში, "კაროლინა ჰარიკეინზის" მოედანზე ამ სეზონის "ყველა ვარსკვლავის მატჩი" გაიმართება.

კროსბიმ ტრავმა პირველ იანვარს "ვაშინგტონთან" მატჩში მიიღო, როცა მეტოქე ჰოკეისტმა დევიდ შტეკელმა მის წინააღმდეგ ძალისმიერი ილეთი გამოიყენა. ამის შემდეგ, მთავარმა "პინგვინმა" ტრავმა "ტამპა ბეის" წინაღმდეგ გაიმიზეზა. ამჯერად მის წინააღმდეგ ვიქტორ ჰედმანმა იუხეშა.

ორი დღის წინ, კანადურმა გაზეთმა Globe and Mail-მა დაწერა, რომ კროსბიმ, შესაძლოა, პროტესტის ნიშნად გამოტოვოს "ოლ სტარი". სიდნი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ არ გამოიყენა სანქციები შტეკელისა და ჰედმანის წინააღმდეგ. თუმცა კროსბიმ უარყო ეს ჭორი და განაცხადა, რომ ძალიან უნდა შოუზე გამოსვლა და ამის შანსი ჯერ კიდევ არსებობს.

"ჩემი მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება, - მოჰყავს ფორვარდის სიტყვები ჰოკეის ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებგვერდს. - თუმცა ჯერ გადაჭრით რაიმეს თქმა არ შეიძლება. თუ უკეთ გავხდები, აუცილებლად ვითამაშებ."

რამდენიმე თამაშის გამოტოვების მიუხედავად, კროსბი ისევ რჩება რეგულარულის საუკეთესო ბომბარდირად - მას 41 მატჩში 66 (32+34) ქულა აქვს. თუმცა პიტსბურგელს სნაიპერთა დავაში სტივ სტემკოსმა გაასწრო "ტამპას" ფორვარდს 35 შაიბა დაუგროვდა.

ამასობაში, "ყველა ვარსკვლავის მატჩის" ახალი ფორმატის თანახმად, წინასწარ არჩეულმა 42-მა ჰოკეისტმა გუნდების კაპიტნები ხმის მიცემის მიხედვით გამოავლინა. ესენი არიან - "დეტროიტ რედ უინგზის" მცველი ნიკლას ლიდსტრიომი და "კაროლინა ჰარიკეინზის" ფორვარდი ერიკ სტაალი.

ახლა ისინი ერთგვარ დრაფტს ჩაატარებენ - მორიგეობით აირჩევენ თავიანთი გუნდებისთვის ჰოკეისტებს. როგორც გითხარით, მოთამაშეების სია ლიგის ხელმძღვანელობამ წინასწარ გამოაქვეყნა. თითო გუნდში უნდა ირიცხებოდეს 3 მეკარე, 12 მცველი და 24 ფორვარდი. დრაფტის პროცედურა 28 იანვარს გაიმართება.

"ჩემთვის დიდი პატივია "ყველა ვარსკვლავის მატჩზე" კაპიტნობა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რა დონის ჰოკეისტები მიიღებენ მასში მონაწილეობას. ეს უნიკალური შემთხვევაა, რომ დრაფტში თავად მომიწევს ჩემი გუნდის დაკომპლექტება", - განაცხადა ნიკლას ლიდსტრიომმა. ლეგენდარული შვედი მცველი კარიერაში მეთორმეტედ ითამაშებს "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

NHL. რეგულარული ჩემპიონატი

ბაფალო-მონრეალი 2:1 (ო)

0:1, 1:0, 0:0, 1:0

გოლები: 0:1 დეშარნე-2 (ჰამრლიკი-16, ვიშნიევსკი-26), 1:1 ენისი-11 (ვანეკი-19, ტიმ კონოლი-13), 2:1 პომინვილი-9 (ვანეკი-20, ენისი-12).

კაროლინა-ბოსტონი 2:3

1:1, 0:0, 1:2

გოლები: 0:1 ბოიჩუკი-1 (რაიდერი-14, სავარი-7), 1:1 ი. იოკინენი-11 (ე. სტაალი-25, კორვო-15), 1:2 მარჩანდი-10 (ხარა-15, რეკი-19), 2:2 ლოროუზი-9 (ტ. რუუტუ-25, სკინერი-21), 2:3 ლუჩიჩი-17 (რეკი-20, კამპფერი-4).

ფილადელფია-ვაშინგტონი 3:2 (ო)

1:0, 1:0, 0:2, 1:0

გოლები: 1:0 ჯ. კარტერი-20, 2:0 ჟირუ-18 (ჯ. კარტერი-20, ტიმონენი-21), 2:1 ნუბლი-11 (მ. იოჰანსონი-5), 2:2 ოვეჩკინი-16 (ბექსტრიომი-31, ჩიმერა-9), 3:2 მეზაროში-2 (მ. კარლი-23, ბრიერი-17).

პიტსბურგი-დეტროიტი 4:1

2:0, 1:1, 1:0

გოლები: 1:0 ჯ. სტაალი-3 (ტაილერ კენედი-14), 2:0 კონერი-6 (ბულიტი), 2:1 ფრანცენი-20 (ივსი-4, ზეტერბერგი-35), 3:1 კუნიტცი-16 (დუპუი-11, მალკინი-22), 4:1 კუკი-9 (ტაილერ კენედი-15, ორპიკი-8).

ოტავა-ანაჰაიმი 1:2 (ბ)

0:1, 1:0, 0:0, 0:0

გოლები: 0:1 პერი-24 (რაიანი-16, ბელესკი-6), 1:1 ფიშერი-13 (მ. მიხალეკი-9, ე. კარლსონი-19).

ბულიტები გაიტანეს: რაიანი (ანაჰაიმი).

ტამპა ბეი-კოლამბუსი 3:2 (ბ)

1:1, 1:1, 0:0, 0:0

გოლები: 0:1 უმბურგერი-16 (ვერმეტი-16, გარონი-1), 1:1 სტემკოსი-34 (ჰედმანი-16), 251 სტემკოსი-35 (სენტ ლუისი-38, კუბინა-14), 2:2 ბრასარი-11 (ნეში-19, ვორაჩეკი-20).

ბულიტები გაიტანეს: მელოუნი (ტამპა ბეი).

სტ. ლუისი-ლოს ანჯელესი 2:1

1:0, 0:1, 1:0

გოლები: 1:0 ბერგლუნდი-9 (დ'აგოსტინი-14, პიეტრანჯელო-16), 1:1 კლიფორდი-4 (მ. გრინი-3, რიჩარდსონი-4), 2:1 ე. ჯონსონი-5 (სტინი-18, ბრიუერი-6).

კოლორადო-ვანკუვერი 4:3 (ო)

1:1, 2:2, 0:0, 1:0

გოლები: 0:1 ედლერი-6 (დ. სედინი-32, ჰ. სედინი-47), 1:1 ლაილსი-6 (ჰეიდუკი-24, პ. შჩასტნი-23), 1:2 კესლერი-25 (ერჰოფი-19, ედლერი-22), 2:2 დ. ჯონსი-15 (ჰეიდუკი-25, ლაილსი-27), 2:3 შიროკოვი-1 (კესლერი-19, ჰამჰუისი-10), 3:3 ჰეიდუკი-15 (პ. შჩასტნი-24, ლაილსი-28), 4:3 დ. ჯონსი-16 (ფლიშმანი-19, შატენკირკი-16).

ედმონტონი-მინესოტა 1:4

0:2, 0:0, 1:2

გოლები: 0:1 კულენი-10 (ნისტრიომი-4, ბუშარი-10), 0:2 ბერნსი-13 (ბროძიაკი-6, ჰავლატი-29), 0:3 ბუშარი-3 (ნისტრიომი-4, ბერნსი-15), 0:3 ბრუნეტი-12 (კულენი-18, მ. კოივუ-28), 1:4 პააიარვი-6 (კოლიანო-10, ჩორნი-2).

ფინიქსი-ნეშვილი 2:5

2:2, 0:2, 0:1

გოლები: 0:1 დუმონი-7 (მიულერი-2, ჰალიშჩუკი-1), 0:2 ჰორნკვისტი-14 (კ. უილსონი-12), 1:2 ვრბატა-10 (დოუნი-21, იენდლი-30), 2:2 სტემპნიაკი-11 (ა. ოკუანი-17, ლეპისტო-5), 2:3 დუმონი-8 (ჯ. უორდი-11, ერატი-13), 2:4 დუმონი-9 (ჰალიშჩუკი-2, მიულერი-3), 2:5 ჰორნკვისტი-15.

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს