ამ დღეებში "სიონში" სამ ბრაზილიელ ფეხბურთელს ელოდებიან, თუმცა არ არის გამორიცხული სხვა ახალწვეულთა გამოჩენაც
ბოლო წლების განმავლობაში ბოლნისის "სიონი" მართლაც არაერთგვაროვნად ასპარეზობდა: წარმატებულ სეზონს წარუმატებელი მოჰყვებოდა ხოლმე ან - პირიქით. ასეთი არასტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ "სიონს" საშინაო მატჩების ჩატარება სხვადასხვა ქალაქში (რუსთავში, თბილისში, გორში) უწევდა, ანუ, ფაქტობრივად, თითქმის ყველგან, გარდა ბოლნისისა...

თუმცა, დღესდღეობით, ისეთი სიტუაციაა, რომ ძალიან დიდი ალბათობით, ახალი სეზონიდან "სიონი" თავის მეტოქეებს ბოლნისში მიიღებს; ოღონდ წინა ჩემპიონატთან შედარებით, გადახალისებული შემადგენლობითა და, რაც მთავარია, ახალი მთავარი მწვრთნელით: ჯერ თვეც არ არის გასული, რაც "სიონის" მთავარ მწვრთნელად ვარლამ კილასონია დაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით უკვე არარსებული კლუბის, რუსთავის "მეტალურგის" აწ უკვე ყოფილი თავკაცი ვარლამ კილასონია ადრეც წვრთნიდა "სიონს" (2004-05 წლების სეზონის დასაწყისში) და აი, 11-წლიანი პაუზის მერე ქვემო ქართლის ერთი გუნდიდან მეორეში გადაინაცვლა.

ახალი სეზონისათვის მზადება "სიონმა" 29 ივნისს დაიწყო და თბილისში, "მერანის" სტადიონზე ვარჯიშობს. დღემდე "სიონმა" სამი საკონტროლო მატჩიც ჩაატარა: "საბურთალოსთან" 0:4 წააგო, "გურიასთან" ფრედ (1:1) ითამაშა; ორი დღის წინათ კი ქვემოქართლური დერბიც შედგა: "სიონი" ახალჩამოყალიბებულ "რუსთავს" დაუზავდა (2:2).

ბოლნისელთა გუნდის ახალი თავკაცის თქმით, ჩემპიონატის დაწყებამდე "სიონი" კიდევ რამდენიმე საკონტროლო მატჩს ჩაატარებს: 25 ივლისს "ვიტ ჯორჯიას" დაუპირისპირდება, 2 აგვისტოს - თბილისის "ლოკომოტივს", კიდევ ორ სპარინგ-პარტნიორთან გასამართი შეხვედრების ვადები კი მალე დაზუსტდება.

ახლა კი "სიონში" მომხდარ საკადრო ცვლილებებზეც; სხვა გუნდებში გააგრძელებენ კარიერას დაჩი ცნობილაძე, დათა სიჭინავა, ზვიად ლობჯანიძე, გიორგი ჭანკოტაძე და არაუჟო; სავარაუდოდ, ბათუმის "დინამოში" გადავა 23 წლის პორტუგალიელი შემტევი ლუის ალბერტო ვიეირა მედინა, რომელიც წინა სეზონის დასრულების შემდეგ "ლელომ" ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერად დაასახელა.

კარიერის დასრულება გადაწყვიტა გამოცდილმა მეკარემ, ზურაბ ბათიაშვილმა, რომელსაც "სიონის" გარდა, არაერთ ქართულ გუნდში (თსუ, თბილისის "დინამო", "თბილისი", "გორდა", "ლოკომოტივი", "კოლხეთი", "მესხეთი", ცხინვალის "სპარტაკი", "მეტალურგი") უთამაშია.

რაც შეეხება შევსებას, ხანმოკლე პაუზის მერე მშობლიური ქალაქის გუნდს დაუბრუნდა ფორვარდი ვილი ისიანი; "ზესტაფონიდან" გადმოვიდა 26 წლის ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი ვასაძე, რომელიც ერთი წლის წინათ რუსთავის "მეტალურგში" ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით თამაშობდა, ისე, როგორც კილასონიების საფეხბურთო დინასტიის წარმომადგენლები: 22 წლის უნივერსალი ვარლამ კილასონია-უმცროსი და 19 წლის საყრდენი ნახევარმცველი გიორგი კილასონია.

აქვე, დავაზუსტებთ, რომ ვარლამ კილასონია (უმცროსი) წინა სეზონის მეორე წრეში "ცხინვალში" გამოდიოდა, ამ გუნდთან ერთად სულ ახლახან ევროპალიგაზეც ითამაშა (1 გოლიც გაიტანა), თუმცა ამიერიდან "სიონის" ღირსებას დაიცავს.

და ბოლოს, კიდევ ერთი სატრანსფერო ინფორმაციაც: ამ დღეებში "სიონში" სამ ბრაზილიელ ფეხბურთელს (მცველს, ნახევარმცველს, თავდამსხმელს) ელოდებიან, თუმცა არ არის გამორიცხული სხვა ახალწვეულთა გამოჩენაც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
პრო ლიგა 2. "რუსთავი": გამოცდილი ახალწვეულები
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ვარლამ კილასონიას პირველი
ვილი ისიანის გამორჩეული მატჩი NCAA-ში
ტრიბუნალმა კილასონიას დისკვალიფიკაცია პირობითი სასჯელით შეუცვალა, გოგონაიას - არა
ეროვნული ლიგის VII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]
უმაღლესი ლიგა. გადადებული მატჩი: "სიონმა" ზუგდიდში მოგებით მეორე ადგილზე აინაცვლა [VIDEO]
ვილი ისიანის 3 ქულა - ქართველის "დეტროიტი" 2-ქულიანი სხვაობით დამარცხდა
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
"რუსთავს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამჯერად უჩა სოსიაშვილი
ფოთის "კოლხეთის" დირექტორი: მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით...
ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესოები დასახელდა
Sportall.ge-ს სათვალე: ნუკრის პროგრესი, +18 კადრი და ტურის გოლი შესვენებაზე
[ლელოს სტუმარი] ვერ მოვისვენებ, სანამ "რუსთავი" უმაღლეს ლიგაში არ დაბრუნდება
ვილი ისიანმა რეგულარული ჩემპიონატი 14 ქულით დახურა და პლეი-ოფისთვის ემზადება
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
"რუსთავს" ვარლამ კილასონია გაწვრთნის
სიონი-ტორპედო 6:2 - სიო(ნი) კი არა, ქარიშხალი! [VIDEO]
ბოლნისის "სიონი" ვარლამ კილასონიამ ჩაიბარა
"ვიტ ჯორჯიას" გიორგი ვასაძე დაუბრუნდა
მამუკელაშვილმა და ბეჟანიშვილმა NCAA 11-11 ქულით და მოგებებით დაიწყეს [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "სიონმა" "დილას" 2:1 მოუგო [VIDEO]
ეროვნული რადარი – ქართველი კალათბურთელების ოკეანგაღმური ამბები
დინამო (თბ)-სიონი 5:2 - "დინამო" სრული სვლით [VIDEO]
სიონი-შუქურა 4:3 - შვიდგოლიანი თრილერი [VIDEO]
შედეგზე მანიპულირება - სფფ-მ "კოლხეთი" და გუნდის 5 ფეხბურთელი დასაჯა