ასოციაციის სიახლეები
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში პირველად გამოვლინდა სეზონის ლაურეატები მოთამაშეთა პროფკავშირის ვერსიით. შეგახსენებთ, რომ NBA-ის ოფიციალური პრიზების მფლობელები სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად ვლინდება, ამჯერად კი საუკეთესოები თავად კალათბურთელებმა დაასახელეს.

2014-15 წლების რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა "ჰიუსტონ როკეტსის" მცველი ჯეიმს ჰარადენი, რომელმაც 75 ქულით გაუსწრო "გოლდენ სტეიტ უორიორზის" გამთამაშებელს სტივენ კარის (ლიგის ვერსიით MVP-ს). მესამე ადგილი დაიკავა "კლივლენდ კავალიერზის" ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა. ამ უკანასკნელმა კიდევ ერთი ნომინაცია მოიგო - კალათბურთელი, რომელიც სურთ საკუთარ გუნდში იხილონ.

საუკეთესო მწვრთნელის პრიზი დაიმსახურა "სან ანტონიო სპურსის" დამრიგებელმა გრეგ პოპოვიჩმა. სტივენ კარი აღიარეს მოთამაშედ, რომლის წინააღმდეგ ყველაზე რთულია თავდაცვა. "გოლდენ სტეიტის" ლიდერი ასევე საუკეთესო შემსრულებელია მატჩების დასკვნით ნაწილში. "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ცენტრი დეანდრე ჯორდანი საუკეთესო დამცველი გახდა.

ჯორდანის თანაგუნდელმა კრის პოლმა მიიღო ოსკარ რობერტსონის სახელობის პრიზი მოედანზე და მის მიღმა მიღწევებისთვის. რეი ალენი წლის ადამიანად აღიარეს, ხოლო ალენ აივერსონი გახდა კალათბურთელი, ვინც თამაში შეცვალა.

საუკეთესო საშინაო მხარდაჭერის პრიზი "გოლდენ სტეიტს" მიანიჭეს.

გასულ სეზონში ჰარდენმა 81 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 27.4 ქულა, 7.0 შედეგიანი პასი და 5.7 მოხსნა დააგროვა. პლეი ოფის 17 მატჩში კი მისი სტატისტიკა 27.2 ქულა, 7.5 პასი და 5.7 მოხსნა იყო.

- ვეტერანი ფორვარდი რიჩარდ ჯეფერსონი მეორე კალათბურთელი გახდა დეანდრე ჯორდანის შემდეგ, ვინც ამ ზაფხულს ბოლო მომენტში უარი უთხრა "დალას მავერიქსს" და სხვაგან თამაში არჩია.

35 წლის ვეტერანი კარიერას "კლივლენდში" გააგრძელებს, რომელთანაც ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გასული სეზონი ჯეფერსონმა "დალასში" ჩაატარა და საშუალოდ 5.8 ქულა და 2.5 მოხსნა დააგროვა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ჯეფერსონმა პრინციპული თანხმობა მისცა "მავერიქსს" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე, მაგრამ უკანასკნელ მომენტში გადაიფიქრა და "კლივლენდთან" დადო გარიგება.

- "დენვერ ნაგეტსის" ფორვარდი დანილო გალინარი დათანხმდა კლუბთან ახალი ორწლიანი ხელშეკრულების გაფორმებას, რომლის ღირებულება 30 მილიონი დოლარი იქნება, - იტყობინება Yahoo! Sports.

ხელშეკრულების პირობების თანახმად, იტალიელი მომავალ სეზონში 14 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, 2016-17 წლების სეზონში კი 15.5 მილიონს. გარდა ამისა, გალინარის კონტრაქტში არსებობს პუნქტი თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ.

გასულ სეზონში დანილომ მონაწილეობა მიიღო 59 მატჩში. მისი საშუალო სტატისტიკა 12.4 ქულა და 3.7 მოხსნა იყო 12 წუთი სათამაშო დროის განმავლობაში.

- ვეტერანმა გამთამაშებელმა ბაირონ დევისმა განაცხადა, რომ ახალი სეზონისთვის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დაბრუნებას შეეცდება.

"კარიერაში პირველად ვაპირებ გავიარო შემოწმება ლიგის რამდენიმე კლუბში", - დაწერა საკუთარ "ტვიტერზე" დევისმა.

36 წლის მცველმა NBA-ში 14 წელი გაატარა და ასეთი საშუალო კარიერული მონაგარი ჰქონდა - 16.1 ქულა და 7.2 შედეგიანი პასი. 2011-12 წლების სეზონის პლეი ოფში, როცა "ნიუ იორკ ნიქსში" თამაშობდა, მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მას შემდეგ მოედანზე არ გასულა.

- "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ფორვარდმა პოლ პირსმა მომავალ სეზონში საკუთარი გეგმების შესახებ მოუყვა ჟურნალისტებს და სათამაშო კარიერის დასრულებაც ახსენა.

"დიდი ალბათობით, ეს სეზონი ბოლო იქნება ჩემს კარიერაში. ვფიქრობ, თამაშს სწორედ "კლიპერსში" დავასრულებ. და ვაპირებ, ფსონად ყველაფერს ჩავიდე.

მინდა ჩემპიონის ტიტულის მოპოვების კიდევ ერთი შანსი მივიღო. ვფიქრობ, კარგად ვერგები ახალ გუნდს", - განაცხადა ვეტერანმა ფორვარდმა, რომელიც კარიერაში ერთხელ იყო ჩემპიონი "ბოსტონის" რიგებში.

- 2015-16 წლების რეგულარულ ჩემპიონატში "ტორონტო" და "ორლანდო" ერთ შეხვედრას ლონდონში გამართავენ. ეს მოხდება 2016 წლის 14 იანვარს.

ისტორიაში მეექვსედ ჩატარდება NBA-ის შეხვედრა ლონდონის O2 არენაზე. "ტორონტო" ერთხელ უკვე სტუმრობდა ბრიტანეთის დედაქალაქს, როცა 2011 წელს შეხვდა "ნიუ ჯერსის". "ორლანდო" კი 1993 წელს იყო ლონდონში და საჩვენებელი მატჩი ჩაატარა "ატლანტას" წინააღმდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ლებრონმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა! [VIDEO]
სანდროს ოფიციალური დებიუტი! "ბაქსმა" "ბრუკლინი" გაანადგურა [VIDEO]
"ბოსტონის" ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ახალი სეზონი 70 ქულით გახსნეს [VIDEO]
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
გოგა მცირე დროით, ოლდრიჯის ისტორიული მიღწევა [VIDEO]