ანუ როგორ არეკლამებენ ტოტალიზატორებს ევროპაში
ფეხბურთის შემოსავლის დიდ წყაროდ იქცა საბუკმეკერო კანტორებისა და ტოტალიზატორების რეკლამა. ვნახოთ, როგორი პრაქტიკაა ამ მხრივ მოწინავე ევროპულ ქვეყნებში.

ინგლისი

ინგლისში უკვე კარგა ხანია, რაც ონლაინ-ბუკმეკერები კლუბების შემოსავლების წყაროს წარმოადგენენ. პრაქტიკულად, პრემიერლიგის ყოველ კლუბს სპონსორად ჰყავს Betvictor.

"ლივერპულმა" ამ რამდენიმე დღის წინათ გააფორმა ხელშეკრულება სთპთფრნ-თან, რუსეთში ყველაზე მსხვილ კანტორასთან. ადრე ეს ფირმა "ფულჰემის" სპონსორი იყო. ონლაინ პოკერის Mansion-ის სარეკლამო ლოგო ინგლისის პრემიერლიგის ერთბაშად ორ კლუბს ექნება მაისურის მკერდზე - "კრისტალ პალასს" და "ბორნმუთს". ადრე Mansion 4 წლის განმავლობაში იყო "ტოტენჰემის" სპონსორი და "დეზებს" წელიწადში 13,5 მილიონ ევროს უხდიდა.

არ არის გასაკვირი, რომ ასეთი ტიპის სპონსორულ ხელშეკრულებებში დიდძალი ფული ტრიალებს. ამბობენ, რომ "ლივერპული" სთპთფრნ-ისგან ყოველ სეზონში 5 მილიონ გირვანქას მიიღებს.

ცოტა ნაკლები შემოსავლები აქვთ ისეთ კლუბებს, როგორიც "ვესტ ჰემი" და "ტოტენჰემი" არიან. ტოპკლუბებისთვის დიდ მოგებასთან ერთად ტოტალიზატოტებთან ურთიერთობა პრესტიჟის საქმეცაა - ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი კლუბები არ ერევიან სკანდალებში, თამაშების ჩაწყობებში, ისინი უფრთხილდებიან იმიჯს.

ხანდახან, ბუკმეკერები კლუბებთან ერთად, არასტანდარტულ გზებს ნახულობენ, რომ ახალი ფანები და კლიენტები მიიზიდონ. მაგალითად, ონლაინ ტოტალიზატორმა 32Red-მა, როცა "სუონსის" სპონსორი იყო, გამოაცხადა კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც პრემიერლიგის მატჩის განაცხადში მოხვდა 32-ნომრიანი მაისურით. მისი მატჩში მონაწილეობა გამორიცხული იყო, მაგრამ ამით გამარჯვებულის ემოცია ნაკლები არ ყოფილა.

გერმანია

გერმანიაში საქმე სხვაგვარადაა - ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთი კლუბი იყო (2006/07 წლების სეზონში), რომლის ტიტულური სპონსორი გახლდათ ტოტალიზატორი - Bwin. თუმცა საქსონიის მთავრობამ მათი ლიცენზია გააუქმა. მიზეზი? ამით მთავრობამ დაიცვა ტოტალიზატორი Oddset, რომელიც გერმანული სპორტის ოფიციალური სპონსორია.

მაშინ "ვერდერს" ყოველი გამოსვლა მინდორზე 60 ათასი ევროს ჯარიმად უჯდებოდა. კლუბის ხელმძღვანელობამ კრეატიული გამოსავალი იპოვნა - მაისურებზე დაწერეს We win! და ეს გააკეთეს Bwin -ის სტილიზირებული შრიფტით.

აღქმა იყო ისეთი, როგორც რეკლამის, თუმცა კლუბს ვერავინ მოედავებოდა.

არიან სხვა ტოტალიზატორებიც, რომლებიც თანამშრომლობენ კლუბებთან - მაგალითად, Bet-at-Home "შალკესთან" და "გლადბახთან" თანამშრომლობს.

იტალია

2010 წელს ტურინის "იუვენტუსმა" ფრანგულ კანტორა Betclic-თან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ტოტალიზატორმა სერიოზული ფული ჩადო ამ კამპანიაში - 10 მილიონი ევრო. ეს მაშინ, როცა "იუვეს" მხოლოდ საშინაო ფორმებზე იყო განთავსებული ლოგო. ეს სპონსორობა წარმატებული აღმოჩნდა, სწორედ ამ ლოგოთი დაიბრუნა "ბებერმა ქალბატონმა" სკუდეტო.

უფრო ადრე "მილანის" მაისურებს ამშვენებდა Bwin. 2006 წელს ამ ავსტრიულმა კანტორამ "მილანთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. "მილანს" წელიწადში 16 მილიონი დოლარი შემოსდიოდა. გულმკერდზე ამ ლოგოტიპით მოიგეს მილანელებმა ჩემპიონთა ლიგა, როცა "ლივერპული" დაამარცხეს ფინალში.

ესპანეთი

2007 წელს Bwin-მა მადრიდის "რეალთან" გააფორმა ხელშეკრულება. თავიდან ტოტალიზატორი წელიწადში 18 მილიონ დოლარს იხდიდა, მაგრამ, როცა ორი წლის მერე, "რეალში" ახალი ვარსკვლავები მივიდნენ, "სამეფო კლუბმა" მეტი მოითხოვა და მიიღო კიდევაც - 29 მილიონი ყოველწლიურად! არასოდეს არ გადაუხდია არც ერთ საბუკმეკერო კანტორას მეტი რომელიმე კლუბისთვის, ეს რეკორდია.

ესპანურ ფეხბურთში ამასთან დაკავშირებით კაზუსებიც ყოფილა - "სევილიას" სპონსორი იყო ონლაინ-კაზინო 888.com. მალელმა ფორვარდმა ფრედერიკ კანუტემ კი სპნსორის ლოგოტიპიანი მაისურის ჩაცმაზე უარი განაცხადა, ყურანი მიკრძალავსო. კანუტეს შემთხვევაში, ციფრები (სწორედ ეს ციფრები არ მოსწონდა ფეხბურთელს) "სკოჩით" დამალეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის