ინტერვიუ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულთან
"ამერიკასთან" გამარჯვების მერე, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ამერიკულ "სან ხოსეს" მოუგო. "წითელმა ეშმაკებმა" 3:1 იმარჯვეს. ანგარიში ხუან მატამ გახსნა, გაიტანა მის ნაცვლად შესულმა ახალგაზრდა ბრაზილიელმა ანდრეას პერეირამაც.

შუალედში კი "წითელი ეშმაკების" მაისურით თავისი სადებიუტო გოლი მემფის დეპაიმ შეაგდო.

პსვ-დან 31 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ, "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგებულმა დეპაიმ კი თამაშის მერე ჟურნალისტებთან ისაუბრა, საკუთარ მომავალზე, გეგმებზე, მიზნებზე...

მისი თქმით, "იუნაიტედში" გადასვლის მთავარი მიზეზი ვან გაალის ფაქტორი იყო. ექსეინდჰოვენელი 63 წლის სპეციალისტთან ერთად 2014 წლის მუნდიალზე ჰოლანდიის ნაკრებში მუშაობდა. დეპაის ბევრი მსურველი ჰყავდა, განსაკუთრებულად "პარი სენ-ჟერმენი" აქტიურობდა, რომელმაც პსვ-ს ასევე სარფიანი წინადადებით მიმართა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა "ოლდ ტრაფორდზე" წასვლა არჩია.

გარდა ამისა, 21 წლის მემფისიგან გავიგეთ, რომ მას სურს "მანჩესტერის" ლეგენდა გახდეს და ფანებს კარგ თამაშს ჰპირდება.

ვან გაალზე

"არ მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის მამასავითაა, მაგრამ ის დიდებული მწვრთნელია და შეუძლია ფეხბურთელი უკეთესი გახადოს. როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გავემგზავრე დიდი გამოცდილება მივიღე და ვხედავდი, რომ ვან გაალთან თითოეული მატჩის მერე, უკეთესი მოთამაშე ვხდებოდი. თავს ძლიერად ვგრძნობდი და სრულ მზადყოფნაში ვიყავი. ძალიან მოტივირებული ვარ, წარმატებას მოწყურებული და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ უფრო და უფრო მოვუმატო და გავუმჯობესდე, როგორც ფეხბურთელი"

მიზნებზე

"მინდა, ერთ დღესაც გუნდის ლეგენდად ვიქცე, მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანია ყოველი კონკრეტული შემდეგი მატჩისთვის მომზადება და კონცენტრაცია. ჩემი საქმე თითოეულ შეხვედრაში კარგად უნდა გავაკეთო".

სხვა გუნდების ინტერესზე

"როდესაც "იუნაიტედი" გამოჩნდა, გადაწყვეტილება ფაქტობრივად უმალვე მივიღე. სხვა შემოთავაზებებიც იყო. თუმცა მწვრთნელს გავესაუბრე და ყველაფერი ნათელი გახდა".

ვან ნისტელროიზე

"ჩვენ ვისაუბრეთ და მან მითხრა, თუ რა დიდი გუნდია "მანჩესტერი". იმაზეც თუ, რა შესანიშნავი ფანები ჰყავს ამ კლუბს. სხვა საკითხებზე მომავალში ვილაპარაკებთ. იგი "იუნაიტედის" ლეგენდაა" - თქვა ახალგაზრდა შემტევმა.

საკუთარ თავზე

აღსანიშნავია, რომ დეპაის მამა 4 წლის ასაკში გარდაეცვალა. იგი ამჯობინებს, რომ მაისურზე მემფისი ეწეროს და არა გვარი. სხეული მას სულ სვირინგებში აქვს და ერთ-ერთი ტატუ ბაბუის პატივსაცემად გაიკეთა, რომელიც მემფისის მე-15 დაბადების დღის მეორე დღეს გარდაიცვალა. მას საუბარი ამ თემებზეც ჩამოუგდეს.

"ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილია და ფეხბურთთან საერთო არ აქვს. ეს სხვა რამ არის, ფეხბურთის გარეთ ცხოვრება მაქვს. ბევრი სირთულე გამოვიარე და გადავლახე, ეს მაძლიერებს. როგორც ხედავთ, ჩემი სვირინგები მომწონს. ვარ ისეთი, როგორიც ვარ. ამას ყველამ პატივი უნდა სცეს" - ამბობს დეპაი.

გოლების რაოდენობაზე

"წინასწარ ამაზე არასდროს ვსაუბრობ და არანაირ რიცხვებს არ ვასახელებ. მთავარია, კარგად ვითამაშო და სასარგებლო ვიყო. თუ გოლს გავიტან ან სხვას გავატანინებ, ძალიან კარგი. საკუთარ თავს კარგ თამაშს მოვთხოვ, კლუბს ყველა შეხვედრაში უნდა დავეხმარო. ვიცი, რომ უნდა მოვუმატო, რადგან პრემიერლიგა განსხვავებული ჩემპიონატია" - განაცხადა დეპაიმ. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ჩემპიონატის ბოლო ბომბარდირი სწორედ დეპაია.

რას მიაღწევს მანჩესტერი

"ჩვენ ძალიან ძლიერი, ხარისხიანი შემადგენლობა გვყავს. თუმცა გუნდმა შესაძლებლობები მინდორზე უნდა გამოავლინოს. კრეატიულებაა საჭირო, დაცვა კი ძლიერი უნდა იყოს და მატჩებს მოვიგებთ, შესაბამისად, ტიტულებისთვის ბრძოლაც შეგვეძლება".

შეუძლია იუნაიტედს პრემიერლიგის მოგება?

"ეს რეალურია. ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მემფის დეპაი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
მოურინიომ "რომას" დეპაით გაძლიერება მოისურვა
"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია
ვან გაალი: მესი შეიძლება ჩვენთან ყველაზე სუსტი რგოლი გახდეს - ბრაზილია მხოლოდ კონტრშეტევის გუნდია
"ეკვადორის ნაკრები ნიდერლანდებთან გამარჯვებას იმსახურებდა" - ლუი ვან გაალი
მემფის დეპაი, შესაძლოა, "მანჩესტერში" დაბრუნდეს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
დეპაი "ბარსელონადან" "ატლეტიკოში" გადაბარგდა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"მე და დეპაი ერთმანეთს ტუჩებში ვკოცნით" - ვან გაალმა დი მარიას უპასუხა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ბარსელონა" დეპაის ლა ლიგის გუნდში გაანათხოვრებს
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
"ნიუკასლს" კვარაცხელიას დამატება არ გამოსდის და "ბარსელონას" შემტევის ტრანსფერს შეეცდება
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
გერმანიის ნაკრები შესაძლოა ვან გაალმა გაწვრთნას