ქართველი კალათბურთელი, რომელიც მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას იცავდა, კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს
ქართველი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას იცავდა, კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს, - იტყობინება რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

მარკოიშვილი ცსკა-ში "გალათასარაიდან" გასულ ზაფხულს გადავიდა. ამ ხნის განმავლობაში მან რუსული გუნდის რიგებში 42 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 10 სასტარტო.

ქართველი ფორვარდის სტატისტიკა საშუალოდ მატჩში ასე გამოიყურება: 15 წუთი, 5.7 ქულა, 1.9 მოხსნა, 1.1 გადაცემა, 0.7 ჩაჭრა.

ცსკა-ს რიგებში მარკოიშვილი ვითიბი ლიგისა და რუსეთის ჩემპიონი გახდა.

მანუჩარ მარკოიშვილი:

"მადლიერი ვარ ცსკა-ს ხელმძღვანელობის და სამწვრთელო შტაბის, რომ მომცეს შესაძლებლობა, ევროპის საუკეთესო კალათბურთელებთან მეთამაშა და საუკეთესო ორგანიზაციის ნაწილი გავმხდარიყავი.

უკმაყოფილო მხოლოდ ერთი რამის გამო ვარ - ევროლიგის მოგება ვერ შევძელით, თუმცა მჯერა, რომ გუნდს ყველაფერი წინ აქვს. ცსკა მოიგებს და მას წარმატებას ვუსურვებ.

მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს და თითოეულ ადამიანს კლუბში - მწვრთნელებს, მოთამაშეებს, სამედიცინო შტაბსა და პერსონალს. ისინი მეხმარებოდნენ, რომ ბოლომდე მებრძოლა.

ანდრეი ვატუტინი (ცსკა-ს პრეზიდენტი):

"მანუსთან დაშორება მხოლოდ ერთი მიზეზით არის განპირობებული - ლეგიონერებზე ლიმიტის პირობებში უკანა და წინა ხაზის ბალანსის დაცვა.

სათამაშო ასპექტში მანუჩარმა სრულად გაამართლა ჩვენი მოლოდინი და ერთი წამითაც არ ვნანობ, რომ 2014 წელს ის გუნდში მოვიწვიეთ. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მანუმ თავი წარმოაჩინა, როგორც შესანიშნავმა ადამიანმა - გულწრფელმა, პასუხისმგებლობის მქონემ, კეთილსინდისიერმა და ამავე დროს, მოედანზე ის მტკიცე და სანდო მებრძოლი იყო.

ძალიან რთულია, რომ ჩვენს მეგობარს ვემშვიდობებით. განსაკუთრებით სამწუხარო კი ის არის, რომ ცსკა-ს ვიზიტი თბილისში მარკოიშვილის გარეშე ჩაივლის, მაგრამ მას წარმატებას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, რომ მას კარიერაში არაერთი დიდი გამარჯვება ელის".

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
ბულგარულ კლუბს წიტაიშვილის დამატება სურს
“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
"რუსეთის ჩემპიონატში გადასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, კრიტიკა? საერთოდ არ მაღელვებს" - პიანიჩი
შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს
პიანიჩი მოსკოვის ცსკ-ში გადასვლასთანაა ახლოს - რუსულმა მედიამ ეს მწვავედ მიიღო და ბოსნიელს 2022 წელს ნათქვამი სიტყვები გაუხსენა
"ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვიან" - პიანიჩმა ცსკა-ში გადასვლის მიზეზი განმარტა
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა
პიანიჩმა რუსეთის მიმართ შეხედულება შეიცვალა? - ბოსნიელი ამბობს, რომ ცსკ-ში გადასვლით ბედნიერია, მისმა მეგობარმა კი ტრანსფერის შესახებ განმარტება გააკეთა