საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ წყვილში, ორი პარტიის შემდეგ ეროვნული ოსტატი დავით ზარქუა ლიდერობს
ეროვნულმა ოსტატმა დავით ზარქუამ (2356) და საერთაშორისო ოსტატმა ლუკა პაიჭაძემ (2483) საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ეშელონში თამაშის უფლება პირველ ლიგაში წარმატებული გამოსვლით მოიპოვეს. მაშინ მათი ორთაბრძოლა ყაიმით დასრულდა. და აი, ახალგაზრდა მოჭადრაკეების გზები ჩემპიონატის ნახევარფინალში გადაიკვეთა.

მეტოქეები ოთხ კლასიკურ პარტიას ითამაშებენ. ორი უკვე მოილიეს. პირველ შეხვედრაში, რომელშიც ზარქუა თეთრებით თამაშობდა, ნიმცოვიჩის დაცვა გათამაშდა, რომელმაც დებიუტში ვერც ერთ მხარეს უპირატესობა ვერ მოუტანა. აი, 26-ე სვლაზე შავების ლაზიერის ჩ4 უჯრაზე გადაადგილება თეთრებს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარა. დათოს პარტიის სასურველ დასასრულამდე მიყვანა არ გასჭირვებია.

გუშინ მეტოქეები კვლავ მიუსხდნენ 64-უჯრიან დაფებს. ამჯერად თეთრებით პაიჭაძე იყო. მან ალიოხინის დაცვას მიმართა, მე-13 სვლაზე მცირე სადებიუტო უპირატესობა მიიღო, მაგრამ გასამარჯვებლად არ ეყო. 77-ე სვლაზე მოწინააღმდეგეები დაზავდნენ. ანგარიშია 1,5:0,5 ზარქუას სასარგებლოდ.

გუშინ, ასევე, ყაიმზე შეთანხმდნენ ეროვნული ოსტატი გიგა ყუფარაძე (2395) და დიდოსტატი ლევან ფანცულაია (2610). აქ კი წონასწორობა თანაბარია 1:1. დღეს მეტოქეები მესამე პარტიას ითამაშებენ.

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა