ანაკლიაში მიმდინარე საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ეროვნული ჩემპიონატის მე-9 ტურის შემდეგ, გათამაშების ცხრილის სათავეში ნინო ხურციძე მოექცა
ანაკლიაში გუშინ საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ეროვნული ჩემპიონატის მე-9 ტურის პარტიები გაიმართა. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ერთპიროვნული ლიდერის, ბელა ხოტენაშვილისა (2440) და საქართველოს შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორის, მაია ლომინეიშვილის (2345) პარტია. ეს უკანასკნელი მეტოქეს ქულით ჩამორჩებოდა, თანაც შავი ფიგურებით თამაშობდა. ამის მიუხედავად, გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება შეძლო და 86-ე სვლაზე წარმატებასაც მიაღწია.

ხოტენაშვილის მარცხით ისარგებლა ნინო ხურციძემ (2436), რომელმაც, ასევე, შავებით აუტსაიდერ მერი არაბიძეს (2315) აჯობა და 6 ქულით თავად მოექცა გათამაშების ცხრილის სათავეში. ყველაზე დიდხანს მაკა ფურცელაძისა (2323) და სოფიკო ხუხაშვილის (2437) პარტია გაგრძელდა. ეტლების ენდშპილში, მართალია, ფურცელაძეს ზედმეტი პაიკი ჰყავდა, მაგრამ მისი რეალიზება ვერ შეძლო და მეტოქეები 98-ე სვლაზე დაზავდნენ. დანარჩენი პაექრობები ასე დამთავრდა: ლელა ჯავახიშვილი (2438)-ნინო ბაციაშვილი (2396) 0:1, სოფიო ნიკოლაძე (2254)-ნაზი პაიკიძე (2455) 0:1, სალომე მელია (2449)-მირანდა მიქაძე (2362) 0:1.

9 ტურის შემდეგ: ხურციძე - 6, ლომინეიშვილი, ხოტენაშვილი - 5,5-5,5, მელია - 4,5, ბაციაშვილი, ხუხაშვილი, ნიკოლაძე, ჯავახიშვილი, ფურცელაძე, დანელია - 4-4, პაიკიძე, მიქაძე - 3,5-3,5, არაბიძე - 1,5 ქულა.

დღეს მე-10 ტურში ითამაშებენ: ხურციძე-მელია, ლომინეიშვილი-არაბიძე, ხუხაშვილი-ხოტენაშვილი, პაიკიძე-ფურცელაძე, ბაციაშვილი-ნიკოლაძე, დანელია-ჯავახიშვილი, მიქაძე ისვენებს.

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა