"ბენფიკამ" ვარსკვლავების გაყიდვით უკვე 76 მილიონი იშოვა
რომელმა კლუბებმა გამოიმუშავეს ყველაზე მეტი თანხა ამ ზაფხულს განხორციელებული ტრანსფერებით? ჩვენი წერილი სწორედ ამ საინტერესო თემას ეძღვნება. გთავაზობთ ამ მხრივ გამორჩეული გუნდების ჩამონათვალს.

შემთხვევითი არ არის, რომ ლიდერებში პორტუგალიური კლუბები, "ბენფიკა" და "პორტუ" არიან. წლების განმავლობაში ამ კლუბებმა ყველაზე მომგებიანი გუნდების სახელი მოიხვეჭეს.

11. ფრაიბურგი (გერმანია)

ფეხბურთელების ყიდვაში ამ ზაფხულს 4,13 მილიონი ევრო დახარჯეს. ტრანსფერებით კი 25,8 მილიონი ევრო იშოვეს. გუნდი გასულ სეზონში გავარდა გერმანული ბუნდესლიგიდან. "ფრაის" ლიდერებმა მეორე ბუნდესლიგაში თამაში აღარ ინდომეს.

გუნდიდან წავიდნენ მეკარე რომან ბურკი, ფორვარდი ადმირ მეჰმედი, ნახევარმცველები - დარიდა, შმიდტი და კლაუსი. სხვა საქმეა, რამდენად შეძლებს "ფრაიბურგი" ბუნდესლიგაში დაბრუნებას განახლებული შემადგენლობით.

10. ლილი (საფრანგეთი)

დახარჯეს 9,9 მილიონი ევრო და კლუბის შემოსავალმა 35,25 მილიონი ევრო შეადგინა. გუნდმა სარფიანად გაყიდა 20 წლის მალელი ტალანტი, ადამა ტრაორე. "ასტონ ვილაში" გადავიდა ნახევარმცველი იდრისა გეიე.

განსაკუთრებით იმოქმედებს გუნდის სათამაშო პოტენციალზე გამოცდილი დანიელი მცველის, სიმონ კიაერის გადასვლა თურქულ "ფენერბაჰჩეში", რომელიც გასულ სეზონში "ლილის" დაცვის ბურჯი იყო.

9. საუთჰემპტონი (ინგლისი)

გასავალი - 27 მილიონი ევრო, შემოსავალი 52,7 მილიონი. გასულ სეზონში, ზუსტად ამ დროს "საუთჰემპტონს" მეტი მოგება ჰქონდა, მაგრამ საქმე ცუდად არც ახლაა. ნათანიელ კლაინი "ლივერპულში" წავიდა, მორგან შნედერლინი კი - "მანჩესტერში".

ამან თითქოს, გუნდი უნდა დაასუსტოს, თუმცა წინა სეზონში "წმინდანებმა" უდიდესი დანაკლისი განიცადეს და ამის მიუხედავად, მაინც ძალიან კარგად ჩაატარეს პრემიერლიგა.

8. პალერმო (იტალია)

დახარჯეს 6,9 მილიონი ევრო და შემოუვიდათ 33 მილიონი. "პალერმოსათვის" სარფიანზე სარფიანი იყო "იუვენტუსთან" გარიგება. "ბებერმა ქალბატონმა" არგენტინელი ფორვარდი, პაულო დიბალა წაიყვანა.

არა უშავს - "პალერმო" კვლავ იპოვის უნიჭიერეს სამხრეთამერიკელს და მერე სარფიანად გაყიდის მას რომელიმე გრანდში. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ გუნდში აღიზარდა "სენ ჟერმენის" არგენტინელი ვარსკვლავი ხავიერ პასტორე.

7. პსვ (ჰოლანდია)

ჰოლანდიელებმა 18,1 მილიონი ევრო დახარჯეს. შემოსავალს კი ნუღა იკითხავთ - 51 მილიონი ევრო!. "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა მემფის დეპაი, ჯორჯინიო ვეინალდუმი კი მომავალ სეზონში "ნიუკასლისათვის" გაირჯება.

ეჭვგარეშეა - ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელის დაკარგვა "ეინდჰოვენს" მნიშვნელოვნად დაასუსტებს. არადა, ჰოლანდიურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ითამაშოს.

6. ჰოფენჰაიმი (გერმანია)

დახარჯეს 16,1 მილიონი ევრო და მიიღეს 53,05 მილიონი. თან გერმანელებმა ეს ისე მოახერხეს, რომ შემადგენლობა არ დაუსუსტებიათ. მართალია, მათ ლივერპულში გაყიდეს მთავარი ვარსკვლავი, ბრაზილიის ნაკრების წევრი რობერტო ფირმინო, მაგრამ სამაგიეროდ, გუნდმა გადაიბირა რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელი - შერი, კარადაბეკი, უტი, შმიდტი...

"ჰოფე", სავარაუდოდ, არც მომდევნო სეზონში უღალატებს თავის სათამაშო სტილს და ერთ-ერთი ყველაზე შემტევი გუნდი იქნება ბუნდესლიგაში.

5. უდინეზე (იტალია)

გასავალმა 5,7 მილიონი ევრო შეადგინა, შემოსავალმა კი - 46 მილიონი. ამ გუნდის მთავარი საქმიანობა ფეხბურთელების სარფიანად გაყიდვაა. "უდენეზემ" საბოლოოდ გაასხვისა "იუვენტუსში" აქამდე იჯარით გაშვებული რობერტო პერეირა. "ნაპოლიში" ითამაშებს ფორვარდი ალანი, ხოლო მურიელი - "სამპდორიაში".

უდინელები დანაკლისს ჩვეულებისამებრ შეავსებენ - იმ ფეხბურთელებისგან, რომლებიც მათ სხვადასხვა გუნდში ჰყავთ განათხოვრებული. მათი რიცხვი კი მცირე ნამდვილად არ არის.

4. ასტონ ვილა (ინგლისი)

დახარჯეს 23,5 მილიონი და იშოვეს 64,7 მილიონი. ინგლისურ ლიგაში ჯერჯერობით სწორედ ბირმინგემელებმა მოიგეს ყველაზე მეტი თანხა. მათ "ლივერპულში" გაყიდეს ნახევარდაცვის ლიდერი რაიან დელფი. ამავე გზას დაადგა ფორვარდი კრისტიან ბენტეკე.

წესით, "ასტონ ვილა" მომავალ სეზონში გაცილებით სუსტი უნდა იყოს, ვიდრე ადრე.

3. შახტარი (უკრაინა)

46 მილიონი ევრო ისე გამოიმუშავეს, რომ ცენტიც კი არ დაუხარჯავთ. სარფიანად გაყიდეს ბრაზილიელი ლიდერები და მხოლოდ ახალგაზრდა უკრაინელები შეიმატეს. ამასთან ერთად, იჯარიდან დაიბრუნეს ხორვატი ბრაზილიელი ედუარდო.

წასულებზე ერთხელაც ვთქვათ: დუგლაშ კოშტა "ბაიერნში" ითამაშებს, ლუის ადრიანო "მილანისათვის" გაიტანს, ფერნანდო კი "სამპდორიაში" იჩაუქებს.

ამის მიუხედავად, დონეცკურ კლუბში მაინც დარჩა კვალიფიციურ ფეხბურთელთა მთელი ჯგუფი, მათ შორის, ბრაზილიელები.

2. პორტუ (პორტუგალია)

დახარჯეს 26,5 მილიონი, მიიღეს 90,7 მილიონი. ორი მთავარი ტრანსფერი - მადრიდის "რეალში" წავიდა დანილო, ჯექსონ მარტინესი კი - მადრიდის "ატლეტიკოში". მთავარი შენაძენი იკერ კასილიასია. საკითხავი ისაა, ვინ შეცვლის მარტინესს თავდასხმაში.

ბენფიკა (პორტუგალია)

9,2 მილიონი დახარჯეს და სალარო 85,2 მილიონი ევროთი შეავსეს. კლუბმა კანსელო, როდრიგო და გომეში საბოლოოდ გაასხვისა "ვალენსიაში". ასევე, 15 მილიონი მიიღო ივან კავალეროში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ იუნაიტედი" ორ ფეხბურთელს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
ქოჩორაშვილი ისევ ტრავმირებულია - "სპორტინგმა" "პორტუს" მოუგო
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "ფრაიბურგთან" დამარცხდა
შახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს
ჯონ ტერის მწვრთნელი სთავაზობს, "ჩელსის" წინააღმდეგ არ ითამაშოს
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ჯონ ტერი და ენტონი ჯოშუა კატარში ისვენებენ
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
მხოლოდ ნახევარი სეზონი გუნდში? - "უდინეზემ" გოგლიჩიძე ტრანსფერზე დააყენა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
ოფიციალურად - გოგლიჩიძე ზაფხულამდე "უოტფორდში" ითამაშებს
"ბაიერნი" გერმანიის თასის მეოთხედფინალში "ფრაიბურგთან" დამარცხდა [VIDEO]
ჯონ ტერიმ აზრი შეიცვალა - "ჩელსის" ლეგენდარული მცველი ყოფილი გუნდის წინააღმდეგაც ითამაშებს
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
"ბარსელონამ" 16 წლის გერმანელი ნახევარმცველი შეიძინა
"ღირსეული" საქციელი - "ასტონ ვილას" კაპიტანმა ყველას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და ცოტა ხანში...
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"უდინეზემ" კოლუმბიელი შემტევი შეიძინა
ჯონ ტერი: კონტეს ვარჯიშები ძალიან დამღლელია
საზონოვის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზემ" "ტორინოს" მოუგო
რუსებს ოკუპირებულ დონეცკში ახალი "შახტარის" შექმნა უნდათ
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ისევ მარცხი განიცადა [VIDEO]
გოგლიჩიძე დიდი ალბათობით, კარიერას ინგლისში გააგრძელებს
თბილისის "დინამომ" "პორტუს" გარემარბი დაიმატა
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა ინგლისში გააგრძელოს