უმერსედესო ფინიში უნგრეთში
სამკვირიანი პაუზის შემდეგ, გასულ უქმეებზე, უნგრეთში გაგრძელდა მსოფლიოს ჩემპიონატი ფორმულა 1-ში. "ჰუნგარორინგი" თავის ისტორიაში 30-ედ მასპინძლობდა "დიდი ცირკის" ეტაპს.

ვარჯიშებსა და კვალიფიკაციაზე დომინირებდა ლუის ჰემილტონი, რომელმაც შაბათს, სეზონში მეცხრე პოული მოიპოვა. ნიკო როსბერგმა, ამჯერად, ძალიან ბევრი - ნახევარ წამზე მეტი წააგო, მაგრამ მაინც დაიკავა მეორე ადგილი სასტარტო ბილიკზე. მეორე რიგიდან იწყებდნენ რბოლას სებასტიან ფეტელი და დანიელ რიკარდო, მესამედან - კიმი რაიკონენი და ვალტერი ბოტასი.

რბოლის წინ პილოტებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 18 ივლისს გარდაცვლილ ჟიულ ბიანკის.

უნგრეთში 2015 წლის სეზონის ყველაზე სანახაობრივი სტარტი და რბოლა ვიხილეთ. ლუის ჰემილტონმა და ნიკო როსბერგმა დააგვიანეს რეაგირება შუქნიშნის სიგნალზე, "ფერარის" პილოტებს კი, პირიქით, შესანიშნავი სტარტი გამოუვიდათ, რითაც სებასტიან ფეტელი პირველ ადგილზე გადავიდა, კიმი რაიკონენი - მეორეზე.

ჰემილტონი მთლად არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა: მან ჯერ თანაგუნდელ როსბერგთან წააგო დუელი და მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა, შემდეგ კი გასწრება სცადა, შეცდომა დაუშვა და ტრასის მიღმა გადავარდა.

შეცდომის შედეგად, ჩემპიონატის ლიდერი მხოლოდ მეათე დაბრუნდა ბრძოლაში - ფელიპე მასას უკან. და მხოლოდ მეათე წრეზე შეძლო ინგლისელმა ბრაზილიელის გასწრება. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის გმირული წინსვლა.

პიტსტოპების პირველი სერიისთვის ჰემილტონი უკვე მეხუთე იყო და კვალში ედგა რიკარდოს. "რედ ბულის" პილოტმა კარგა ხანი შეაყოვნა ლუისი, მაგრამ 29-ე წრეზე გასწრება მაინც შედგა. ჩემპიონი უკვე მეოთხე იყო!

სულ მალე კი "მერსედესის" პილოტებმა მოგებისთვის ბრძოლის შანსი მიიღეს. 41-ე წრეზე კიმი რაიკონენმა საკუთარ გუნდს აცნობა ძრავის სიმძლავრის დაცემის შესახებ. ამას მოჰყვა ნიკო ჰიულკენბერგის ავარია - მის მანქანას ანტიფრთა მოძვრა და "ლე მანის 24-საათიანი" რბოლის გამარჯვებული დიდი სიჩქარით შეეჯახა ბარიერს.

საბედნიეროდ, ჰიულკენბერგი არ დაზარალებულა, მაგრამ ტრასაზე ბევრი ნამსხვრევი დარჩა, ამიტომაც უსაფრთხოების მანქანის გამოსვლა გახდა საჭირო. ასე რომ, "ფერარის" უპირატესობა აღარ არსებობდა.

რესტარტის შემდეგ ნიკო როსბერგმა მაშინვე გაუსწრო რაიკონენს, ჰემილტონი კი რიკარდოს ზეწოლის ქვეშ მოექცა. ბრიტანელისა და ავსტრალიელის ბრძოლამ შეჯახება გამოიწვია, რომლის დროსაც უფრო მეტად ლუისის "მერსედესი" დაზარალდა.

ჰემილტონი იძულებული გახდა, ბოქსებში შესულიყო წინა ანტიფრთის შესაცვლელად, რის გამოც მე-13 ადგილზე დაბრუნდა ტრასაზე. თითქოს ეს არ კმაროდა და ჩემპიონატის ლიდერი რიკარდოს წინააღმდეგ აგრესიული მანევრის გამო პიტლეინზე შესვლით დასაჯეს, რითაც ბრიტანელმა, თითქოს, საბოლოოდ დაკარგა ქულათა ზონაში შესვლის შანსი.

62-ე წრისთვის ჰემილტონი ათეულს მიღმა იყო, პირველ სამეულში კი იმყოფებოდნენ ფეტელი, როსბერგი და რიკარდო, თან მათ შორის სხვაობა მხოლოდ ორ წამს შეადგენდა.

64-ე წრეზე რიკარდომ როსბერგს შეუტია, მოხდა კონტაქტი, რის შემდეგაც დანიელის მანქანაზე წინა ანტიფრთა დაზიანდა, როსბერგის ავტომობილს კი წინა საბურავი დაეშვა. ორივეს მოუწია ბოქსებში შესვლა. ნიკომ ძალიან ბევრი დრო დაკარგა და მხოლოდ მეცხრე ადგილზე დაბრუნდა, რიკარდო - მესამეზე.

სწორედ ამ და სხვა ინციდენტებით ისარგებლა ლუის ჰემილტონმა, რამდენიმე გასწრებაც განახორციელა, რითაც მეექვსე ადგილზე გადასვლა შეძლო. ასეთი უიღბლო რბოლის ფონზე, ბრიტანელისთვის ყველაფერი იდეალურად დასრულდა, რადგან თანაგუნდელზე წინ აღმოჩნდა და 21 ქულამდე გაზარდა მასთან უპირატესობა.

ერთადერთი, ვისაც ეს აურზაური არ შეხებია, სებასტიან ფეტელი იყო, რომელმაც იდეალური რბოლა ჩაატარა, რითაც სეზონში მეორე და კარიერაში 41-ე ეტაპი მოიგო. მეორეზე გავიდა დანიილ კვიატი - რუსი კარიერაში პირველად მოხვდა პოდიუმზე. მესამე იყო რიკარდო. ასევე საუკეთესო ადგილი (მეოთხე) მოიპოვა კარიერაში მაქს ფერსტაპენმა. გარდა ამისა, პირველად ამ სეზონში, ქულათა ზონაში მოხვდა ორივე "მაკლარენი".

"დაუჯერებელი დღეა, თუმცა ვფიქრობ, ეს გამარჯვება უნდა მივუძღვნათ ჟიულ ბიანკის ხსოვნას. გვესმის, რომ ეს ძალიან რთული კვირა იყო, ყველამ ძალიან განვიცადეთ მისი ტრაგიკული ამბავი. ეს გამარჯვება - მისთვისაა. "ფერარის" ყველა თანამშრომელმა და გულშემატკივარმა იცოდა, რომ ადრე თუ გვიან, ის ჩვენს გუნდში იქნებოდა.

რა თქმა უნდა, უსაფრთხოების მანქანის გამოჩენა ზედმეტი იყო ჩვენთვის, მაგრამ ამით რბოლა ბოლოში უფრო საინტერესო გახდა. ეტაპის სტარტმა ბრწყინვალედ ჩაიარა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირველი პოზიციის შენარჩუნება. და მართალია, მანქანა იდეალურად არ მოძრაობდა, პილოტირება ძალიან საინტერესო გამოვიდა. შესანიშნავი ტემპი ვაჩვენეთ. მადლობა უნდა გადავუხადო მთელ გუნდს. შევძელით რთული პარასკევის შემდეგ სიტუაციის შეცვლა. ჩემი აზრით, დღეს ყველაფერი ძალიან კარგად აეწყო და უსაფრთხოების მანქანის მიუხედავად, გამარჯვება შევძელით", - განაცხადა ეტაპის გამარჯვებულმა სებასტიან ფეტელმა.

ჰუნგარორინგი (69 წრე, 302.249 კმ)

1(3). სებასტიან ფეტელი (ფერარი, გერმანია) 1:46.09,985 (2 პიტსტოპი)

2(7). დანიილ კვიატი (რედ ბული, რუსეთი) +15,700 (2)

3(4). დანიელ რიკარდო (რედ ბული, ავსტრალია) +25,084 (3)

4(9). მაქს ფერსტაპენი (ტორო როსო, ჰოლანდია) +44,251 (3)

5(15). ფერნანდო ალონსო (მაკლარენი, იტალია) +49,079 (3)

6(1). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) +52,025 (3)

7(10). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) +58,578 (3)

8(16). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +58,876 (3)

9(18). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +1.07,028 (2)

10(17). მარკუს ერიქსონი (ზაუბერი, შვედეთი) +1.09,130 (3)

11(18). ფელიპე ნასრი (ზაუბერი, ბრაზილია) +1.13,458 (3)

12(8). ფელიპე მასა (უილიამსი, ბრაზილია) +1.14,278 (3)

13(6). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) +1.20,228 (3)

14(14). პასტორ მალდონადო (ლოტუსი, ვენესუელა) 1.25,142 (3)

15(19). რობერტო მერი (მანორი, ესპანეთი) 2 წრე (3)

16(20). უილ სტივენსი (მანორი, ბრიტანეთი) 4 წრე (3)

17(12). კარლოს საინსი (ტორო როსო, ესპანეთი) 8 წრე

18(5). კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) 13 წრე

19(13). სერხიო პერესი (ფორს ინდია, მექსიკა) 15 წრე

20(11). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) 27 წრე

საერთო ჩათვლა

1. ლუის ჰემილტონი - 202 (5 მოგება); 2. ნიკო როსბერგი - 181 (3); 3. სებასტიან ფეტელი - 160 (2); 4. ვალტერი ბოტასი - 77; 5. კიმი რაიკონენი - 76; 6. ფელიპე მასა - 74; 7. დანიელ რიკარდო - 51; 8. დანიილ კვიატი - 45; 9. ნიკო ჰიულკენბერგი - 24; 10. რომენ გროსჟანი - 23; 11. მაქს ფერსტაპენი - 22; 12. ფელიპე ნასრი - 16; 13. სერხიო პერესი - 15; 14. პასტორ მალდონადო - 12; 15. ფერნანდო ალონსო - 11; 16. კარლოს საინსი - 9; 17. მარკუს ერიქსონი - 6; 17. ჯენსონ ბატონი - 6.

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 383; 2. ფერარი - 236; 3. უილიამსი - 151; 4. რედ ბული - 96; 5. ფორს ინდია - 39; 6. ლოტუსი - 35; 7. ტორო როსო - 31; 8. ზაუბერი - 22; 9. მაკლარენი - 17.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
კვიპროსში კლუბის პრეზიდენტი მოკლეს, რომელიც მატჩების "ჩაწყობაში" ფიგურირებდა
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
მონაკოში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს
რა უნდა ვიცოდეთ ფორმულა 1-ის ახალი სეზონის შესახებ
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
"ფერარის" უკანასკნელი ჩემპიონი ფორმულა 1-ს ტოვებს
"ფერარი" შემადგენლობას არ შეცვლის
ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!
რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
არავინ დაისჯება - სინგაპურის გრანპრის სტარტზე მომხდარი სარბოლო ინციდენტად შეფასდა
ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
კიმი რაიკონენი "ფერარიში" კიდევ ერთი წლით დარჩა
"სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის, რომ ასეთი ტექნოლოგიები უკვე არსებობს" - ინტერვიუ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონთან
ფორმულა 1: 2016 წლის სეზონი ციფრებში
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია
ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]
დარჩება ფორმულა 1-ის ჩემპიონი "მერსედესთან" შემდეგ სეზონში?
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
ფორმულა 1: ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტები