საქართველოს პირველმა ჩოგანმა შევენინგენის საერთაშორისო ტურნირის მოგებით 90 სარეიტინგო ქულა და 6.150 ევრო გამოიმუშავა
ბოლო დროს შესანიშნავად ასპარეზობს თბილისელი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც ჯერ უიმბლდონის ტურნირზე გამოიჩინა თავი, მერე დევისის თასზე იყოჩაღა, სადაც თანაგუნდელებთან ერთად მეორე ევროპული ჯგუფის საგზური მოიპოვა.

სან მარინოდან ბასილაშვილი ჰოლანდიაში გაემგზავრა და შევენინგენის საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 42.500 ევრო) მოიგო, რითაც 90 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა და ჯილდოდ 6.150 ევროც მიიღო.

შედეგად, ATP-ს განახლებულ ოფიალურ რეიტინგში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ბასილაშვილი კარიერაში პირველად, ტოპ-ასეულშია - ნიკოლოზი 90-ეა.

ერთეულთა თანრიგის სტარტზე მე-6 ნომრად განთესილმა ჩვენებურმა რუსი ფილიპ დავიდენკო ჩამოიშორა გზიდან - 4:6, 6:3, 6:3, მერე გერმანელ ფლორიან მაიერს აჯობა - 6:2, 5:7, 6:4, მეოთხედფინალში ანდრეი მარტინის (სლოვაკეთი) სძლია - 6:1, 1:6, 6:3, ნახევარფინალში მასპინძელ თიემო დე ბაკერს მოუგო - 3:6, 7:5, 6:2.

გადამწყვეტ პაექრობაში ასპარეზობის მე-7 ნომერს, მსოფლიო რეიტინგით 122-ე ადგილზე მყოფ ანდრეი კუზნეცოვს (რუსეთი) დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში ტურნირის რეიტინგფავორიტი რობინ ჰაასი (ჰოლანდია) გაისტუმრა მაყურებლებში - 2:6, 6:4, 6:2.

ქართულ-რუსული პაექრობის პირველი ხელი დაძაბულად წარიმართა და ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა ტაიბრეიკით მიაღწია წარმატებას - 7:3. მეორე სეტიც ანალოგიური სცენარით წარიმართა - მეტოქეებმა თავიანთი მოწოდებები უნაკლოდ გამოიყენეს. 6:6-ზე წვიმის გამო ორთაბრძოლა კარგა ხნით შეწყდა. შეხვედრის განახლების შემდეგ ბასილაშვილმა ტაიბრეიკი 7:4 მოიგო და წონასწორობა აღადგინა. მესამე სეტში ქართველი ჩოგბურთელის უპირატესობა აშკარა იყო და გაიმარჯვა კიდეც - 6:3. საბოლოოდ შეხვედრა 2:1 მოიგო.

წყვილებში მასპინძელ რომანო ფრანტზენთან შეამხანაგებულმა ბასილაშვილმა პირველ წრეში სანდერ გროენსა (ჰოლანდია) და გრეგ ოულეტეს (აშშ) აჯობა - 6:3, 3:6, 10:7, მაგრამ მეოთხედფინალი მესამე ნომრად განთესილ ასლან კარატცევისა და ანდრეი კუზნეცოვის ტანდემთან დათმო - 6:3, 3:6, 7:10.

ამ კვირას ბასილაშვილი იტალიაში ბიელას საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 42.500 ევრო) პირველ ნომრად ჩაებმება. სტარტზე პორტუგალიელ პედრო სოუზასთან გაარკვევს ურთიერთობას.

ბაქოში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი), რომლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცდის ძალებს თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა. პირველ წრეში მან ავსტრიელი პატრისია მაიერ-ახლეიტნერი დაამარცხა - 2:6, 6:3, 6:2. დღეს რუმინელ პატრისის-მარია ტიგს გაუწევს მეტოქეობას.

წყვილებში კალაშნიკოვა ჩერნოგორიელ დანკა კოვინიჩთან ერთად სტარტზე რუსების - ვალენტინა ივახნენკოს და ანა მორგინას ტანდემს შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩოგანა გორელი
ცოტა ხნის წინ ვწერდი ,,კარგი ხარ" და კარგი კი არა ძალიან ძალინ მაგარი ხარ. წინსვლა, წინსვლა და კვლავ წინსვლა.
დათო
ნიკა გილოცავ!!!!! ყოჩაღ!!!!
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის მეოთხედფინალში დამარცხდა
ფედერაციის თასი - საქართველო სერბეთთან და ხორვატიასთან დამარცხდა, წინ თურქეთია
დანაშაულის ტოლი შეცდომა - საქართველოს ოლიმპიადაზე 1 კუთვნილი ადგილი დააკლდება
ქართველი სპორტსმენი "კრემლის თასის" მეოთხედფინალშია
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
გადამწყვეტი მატჩი ფინეთთან ფედერაციის თასზე - ქართველ ჩოგბურთელებს დაწინაურების შანსი აქვთ
4 ქართველი უიმბლდონზე, მაგრამ რამდენი ძირითადში? - ჩვენებურები წლის მესამე დიდ სლემს იწყებენ
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის