მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ჰამბურგის ტურნირს შემართებით ხვდება
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ მისი ფიზიკური მდგომარეობა ხელს არ შეუშლის ჰამბურგის ტურნირზე მონაწილეობაში.

ნადალმა, რომელმაც ჰამბურგში განთესვის პირველი ნომერი მიიღო, ახსნა თუ რატომ გადაწყვიტა გერმანიაში თამაში.

"ჩვეულებრივ, ივლისში მცირე პაუზას ვიღებ დასასვენებლად და შემდეგ ვემზადები ამერიკის საჰარდო სეზონისთვის. მაგრამ, ბოლო ნახევარ წელიწადში უფრო მეტი თამაში წავაგე, ვიდრე წინა ათი წლის განმავლობაში. ეს ჩემთვის უჩვეულო სიტუაციაა. ამიტომაც, რაღაც უნდა მოვიმოქმედო და პრობლემა გადავწყვიტო.

სატურნირო პრაქტიკის მცირე დეფიციტს განვიცდი, სხეული თამაშს მთხოვს. ამასთან, სარეიტინგო ქულები უნდა დავაგროვო, რათა წლის შემაჯამებელ ტურნირზე მონაწილეობის უფლება მივიღო. ამ მომენტისთვის ეს არის ჩემი მთავარი მიზანი. მოხარული ვარ იმის გამო, რომ კვლავ ჩამოვედი ჰამბურგში და აქ ჩემს საყვარელ საფარზე ვითამაშებ. ამასთან, დღეისთვის ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემა არ მაქვს და ეს დადებითი მომენტია", - განაცხადა ნადალმა.

რაფა ჰამბურგის ტურნირში სამშაბათიდან ჩაებმება. მისი პირველი მეტოქე ესპანელი ფერნანდო ვერდასკო იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის