ყველაფერი 2017 წელს გადაწყდება
ბოსტონის მერმა მარტი უოლშმა უარი თქვა ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომელიც ამ ქალაქში ზაფხულის 2024 წლის თამაშების ჩატარებას ითვალისწინებს.

"მე ხელს არ მოვაწერ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, თუ გადახარჯვა მოხდება, ზედმეტი თანხის დაფარვა ჩვენ გადამხდელებს მოუწევთ", - განაცხადა უოლშმა სააგენტო AP-თან კომენტარში.

მერის უარი, შესაძლოა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან ბოსტონის განაცხადის გამოწვევით დასრულდეს. არადა, ამერიკელთა შანსებს სოლიდურს უწოდებდა კომიტეტის პრეზიდენტი ტომაშ ბახი.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ზაფხულის თამაშები 1996 წელს ჩატარდა. მაშინ ოლიმპიადას ატლანტამ უმასპინძლა.

2024 წლის ოლიმპიადის მასპინძელს 2017 წელს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 130-ე სესიაზე აირჩევენ, რომელიც პერუს დედაქალაქ ლიმაში გაიმართება.

ბოსტონის გარდა, ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადები შეტანილი აქვთ: რომს (იტალია), ჰამბურგსა (გერმანია) და პარიზს (საფრანგეთი). განაცხადების მიღება 2015 წლის 15 სექტემბერს დასრულდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა