ბაქოს "ინტერის" თავკაცმა სამწვრთნელო კარიერასა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა
რუსულმა სპორტულმა საიტმა "ჩემპიონატ.რუ"-მ რუსეთში, "თანამეგობრობის თასზე" წარმატებულად მოასპარეზე ბაქოს "ინტერის" მთავარ მწვრთნელთან, კახაბერ ცხადაძესთან ინტერვიუს ჩაწერის შანსი ხელიდან არ გაუშვა. ჩვენმა თანამემამულემ ინტერვიუში, ძირითადად, თავის სამწვრთნელო კარიერაზე ისაუბრა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობასაც შეეხო. ამ ინტერვიუს მცირე შემოკლებით გთავაზობთ.

კახაბერ ცხადაძემ ფეხბურთელის კარიერა 2004 წელს დაასრულა და ამრიგად, მისი სამწვრთნელო სტაჟი ჯერ სულ 6 წელიწადს ითვლის (თუ არ ჩავთვლით იმ დროს, როცა ის თბილისის "ლოკომოტივში" თამაშისას მწვრთნელის ფუნქციასაც ითავსებდა).

მიუხედავად ხანმოკლე პერიოდისა, მწვრთნელმა ცხადაძემ უკვე სამი საჩემპიონო ტიტულის მოგება მოასწრო: ორი სამშობლოში - თბილისის "დინამოსთან" და ბოლნისის "სიონთან", ერთი კი აზერბაიჯანში - "ინტერთან" ერთად. 42 წლის სპეციალისტი თავის წარმატების საიდუმლოსა და გუნდზე გვესაუბრება.

"კოლეგებისგან ვსწავლობ"

- ასე სწრაფად როგორ აუღეთ ალღო სამწვრთნელო საქმეს? როგორია თქვენი მუშაობის პრინციპი?

- ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ მსურდა გამეგო, რამდენად შევძლებდი მწვრთნელობას. მოგეხსენებათ, ყველა ფეხბურთელისგან კარგი სპეციალისტი არ დგება. გამიმართლა, რომ ჩემი პირველი გუნდი ქართული ფეხბურთის ლეგენდა - თბილისის "დინამო" იყო. მანამდე გარკვეული გამოცდილება კი თბილისის "ლოკომოტივში" მივიღე, სადაც მოთამაშე-მწვრთნელი ვიყავი.

"ლოკომოტივში" ერთწლიანი მუშაობის შემდეგ გუნდი მეორე ადგილზე გავიყვანე. მაშინ მივხვდი, რომ მწვრთნელობა მსურდა და თან მქონდა საამისო პოტენციალი, მაგრამ ამავდროულად ისიც ვიცოდი, რომ სასწავლი ძალიან ბევრი მქონდა. მანამ, სანამ "დინამოს" სათავეში ჩავუდგებოდი, რუსეთში დავბრუნდი და "ანჟიში" ვითამაშე, სადაც ბრწყინვალე სპეციალისტ გაჯი გაჯიევისგან ბევრი რამ ვისწავლე.

საერთოდაც, მწვრთნელებში ყოველთვის მიმართლებდა. მახსოვს, როცა "ლოკომოტივი" ჩავიბარე, პირველი, რაც გავაკეთე, ვალერი გაზაევს დავურეკე. შემდეგ შევხვდით და ვისაუბრეთ...

რაც შეეხება მუშაობის ჩემეულ მეთოდს, ვცდილობ, გუნდს ის ფეხბურთი ვათამაშო, რომლის მოტრფიალეც ვარ. ჩემამდე "ინტერი" სულ სხვა სტილში ირჯებოდა - უპირატესობას გაცილებით ათლეტურ და მარტივ თამაშს ანიჭებდა. ახლა ვცდილობთ, დავიჭიროთ ბურთი, გამოვიყენოთ მოკლე პასი და მეტი კომბინაცია გავაკეთოთ. ამასთან, სათამაშო დისციპლინა ყველა ფეხბურთელს ავალდებულებს, აქტიურად დაეხმაროს დაცვას.

- "ინტერს" მრავლად ჰყავს რუსეთში ნათამაშები ფეხბურთელი. ეს უბრალო დამთხვევის ბრალია თუ თქვენი სელექციის პრინციპის?

- კომპლიმენტს არ გეუბნებით და მართლა ვფიქრობ, რომ რუსული ფეხბურთისა და მისი ეროვნული გუნდის დონე, ბოლო წლების განმავლობაში, საგრძნობლად ამაღლდა. თქვენი პრემიერლიგა ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი ხდება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთის ჩემპიონატში, მათ შორის პირველ ლიგაში მოთამაშეებითაც ვინტერესდებით.

- აქ ყოფნისას ძველ თანაგუნდელებთან ან მწვრთნელებთან კონტაქტს თუ ახერხებთ?

- სამწუხაროდ, ურთიერთობას იმ სიხშირით ვერ ვახერხებთ, როგორის სურვილიც გვაქვს, მაგრამ როცა ვხვდებით, რა თქმა უნდა, გულთბილად ვსაუბრობთ და წარსულს ვიხსენებთ. ახლა "თანამეგობრობის თასზე" ანატოლი ბიშოვეცს შევხვდი და ძალიან გამეხარდა მისი ნახვა - ჩემს კარიერაზე მასაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის და მადლიერი ვარ.

ცოტა ხნის წინ ბაქოში სტუმრად მყოფ სტანისლავ ჩერჩესოვს შევხდი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მწვრთნელების რაგნშიც ვურთიერთობთ, ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ. კოლეგებისგან თავად ბევრს ვსწავლობ.

"შინ სინთეტიკაზე ვთამაშობთ"

- ზოგიერთმა გუნდმა "თანამეგობრობის თასზე" თამაში არ ისურვა. შეიძლებოდა მათ რიცხვში "ინტერიც" ყოფილიყო?

- ნამდვილად. ამ საკითხზე აზერბაიჯანში დისკუსია გაიმართა. გამოითქვა მოსაზრება, რომ "თანამეგობრობის თასზე" თამაში ჩემპიონატისთვის გუნდის სამზადისზე უარყოფითად იმოქმედებდა. ერთი მხრივ, ეს მართალია - თუკი ფეხბურთელი არათანაბრად დაიტვირთება, ოთხ დღეში სამ სრულ შეხვედრას ჩაატარებს, კარგს არაფერს უნდა მოელოდეს. ამიტომ როტაციას მივმართავთ, რათა დატვირთვა გადავანაწილოთ. ამ ტურნირის შემდეგ ჩემპიონატის დაწყებამდე სამი კვირა გვრჩება და ვფიქრობ, საჭირო ფიზიკური ფორმის მიღწევას მოვახერხებთ.

- ცნობილია, რომ "თანამეგობრობის თასის" სამზადისის დროს თურქულ შეკრებაზე ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაშს აპირებდით...

- ჩვენ კარგი სპარინგ-პარტნიორები კი შევარჩიეთ, მაგრამ ამ დონის გუნდები მხოლოდ ბუნებრივ გაზონზე თამაშს თანხმდებიან. ჩვენ აზერბაიჯანის ჩემპიონატში საშინაო მატჩებს "სინთეტიკაზე" ვმართავთ და ამრიგად, ერთი ტიპის მოედნიდან მეორეზე გადასვლა არ გვეხამუშება.

- გასაგებ მიზეზთა გამო ტურნირზე არ იმყოფება საქართველოს გუნდი. რა ხდება ქართულ ფეხბურთში დღეს? გჯერათ, რომ მოვა დრო და "თანამეგობრობის თასზე" ისევ ვიხილავთ თბილისის "დინამოს" თამაშს?

- ფეხბურთის განვითარებისთვის ბევრი რამ ქვეყნის ეკონომიკაზეა დამოკიდებული. ახლა ამ მხრივ საქართველოში უკეთესობა შეიმჩნევა - ქვეყანა სწრაფი ტემპით ვითარდება. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ფეხბურთში ფულს დებენ, რაც მანამდე თითქმის არ ხდებოდა.

საქართველოში ნიჭიერი მოზარდები ყოველთვის იყვნენ, არიან და მომავალშიც იქნებიან. უბრალოდ, მათთან სწორად მუშაობა და შესაბამისი სავარჯიშო პირობების, ინფრასტრუქტურის შექმნაა საჭირო. გამოჩნდნენ ახალგაზრდა, ამბიციური მწვრთნელებიც და წესით, ამ ყველაფერმა თავისი ნაყოფი უნდა გამოიღოს.

რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ყველა კონფლიქტი მოგვარდება. თვით ჩვენი პრეზიდენტიც აღნიშნავს, რომ რუსეთთან კავშირები ძალიან მნიშვნელოვანია. თავად შორს ვარ პოლიტიკისგან, მაგრამ ძალიან მინდა, რომ ჩვენმა ქვეყნებმა თავიანთი ძველი, მეგობრული ურთიერთობები აღადგინონ - თუნდაც სხვა სტატუსით. ჩვენ შორის მშვიდობა აუცილებელია.

ანატოლი რომანოვი

championat.ru

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა