ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული რობინზონ ბეგლარაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია
ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული რობინზონ ბეგლარაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა განუცხადა.

ბეგლარაშვილს თვალზე სისხლჩაქცევა აქვს, რაც ძიუდოსთვის დამახასიათებელი ტრავმაა. მისი ინფორმაციით, ოლიმპიურ ჩემპიონს "ნიუ ჰოსპიტალში" გამოკვლევები ჩაუტარდა და სერიოზული პრობლემა არ აქვს. ამჟამად ბეგლარაშვილი ოლიმპიურ სოფელშია გადაყვანილი და გამოკვლევებს ხვალ გააგრძელებს.

ძიუდოისტმა რობინზონ ბეგლარაშვილმა, რომელმაც დღეს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა, თვალის ტრავმა მიიღო. მას თვალი სწორედ 29 ივლისს გამართული ასპარეზობის დროს დაუზიანდა, მოგვიანებით კი ტკივილი უფრო გაუძლიერდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნათია გედენიძემ განუცხადა, იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ "ნიუ ჰოსპიტლის" ოფთალმოლოგიურ განყოფილებაში შემდგომი დაკვირვებისა და კვლევებისთვის გადაიყვანა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა ოფთალმოლოგიის კუთხით დამატებით კვლევებს საჭიროებს.

ასევე იხილეთ:

თბილისი 2015. ძიუდო: პირველი ოქრო საქართველოს [VIDEO]

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რა აშენდა და რამდენი დაიხარჯა თბილისი 2015-ის ჩასატარებლად [VIDEO]
თბილისი 2015: ქართველი ძიუდოისტები ბრძოლას კიდევ 2 მედლისთვის აგრძელებენ
თბილისი 2015: ონისე სანებლიძემ საქართველოს მეოთხე ოქრო მოუტანა! [VIDEO]
თბილისის 2015: საქართველოს ბრინჯაოს მედალი გელა ზაალიშვილმა მოუტანა
ოლიმპიური ცეცხლი ჩაქრა - "თბილისი 2015" დასრულდა [VIDEO]
თბილისი 2015: ძიუდოისტების ბოლო გაბრწყინება [VIDEO]