ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

თბილისი 2015. 30 ივლისი. მედლები და მიმოხილვა: ქართველი გოგონების ოქროები

თბილისი 2015. 30 ივლისი. მედლები და მიმოხილვა: ქართველი გოგონების ოქროები

"თბილისი 2015"-ის მეოთხე საშეჯიბრებო დღეს ძიუდოისტებმა საქართველოს ორი ოქროს მედალი მოუტანეს

ძიუდო

ძიუდოში IV დღე ქართველი გოგონების ტრიუმფით დასრულდა. 52 კგ წონითი კატეგორიის ფინალში მზია ბებოშვილმა ჰოლანდიელ ილსე ბურენს (ilse buren) იპონით მოუგო. ბებოშვილი წონის მთავარ ფავორიტად ითვლებოდა და ქართველ გულშემატკივარს იმედები არ გაუცრუა.

ყველა მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა ეთერ ლიპარტელიანმაც. 57 კგ წონით კატეგორიაში ლიპარტელიანს ბადალი არ ჰყოლია. ქართველმა სპორტსმენმა ფინალი პოლონელ ანნა დაბროვსკისთან (anna dabrowska) იპონით მოიგო და საქართველოს მესამე ოქროს მედალი მოუტანა. სულ მასპინძელ ქვეყანას სხვადასხვა სინჯის შვიდი მედალი აქვს.

ძიუდოში 73 კგ წონით კატეგორიაში მედლებისთვის ბრძოლამ ქართველი სპორტსმენის გარეშე ჩაიარა. ჩემპიონი აზერბაიჯანელი ჰასილ ჯაფაროვი hasil jafarov გახდა. ფინალურ შეხვედრაში მან რუმინელი რზვან ჩიოლანი (razvan ciolan) იუკოთი დაამარცხა.

-  ოქროს ბავშვები - "ქართული დინამიტი" თბილისი 2015-ზეც აფეთქდა [VIDEO]

ჩოგბურთი

საჩოგბურთო ტურნირზე მედლებისთვის ბრძოლას საქართველო გამოეთიშა. ვაჟთა შორის ჭელიძე-დავლიანიძის წყვილმა მატჩი მესამე ნომრად განთესილ იტალიელებთან, გაბრიელე ბოსიოსა (Gabriele Bosio) და რიკარდო პერინისთან დათმო. იტალიელებმა ორ სეტში ანგარიშით 7:5 6:3 გაიმარჯვეს.

იტალიელები ½-ფინალში დანიელ მიხალსკის და ტომაშ დუდეკის პირველ ნომრად განთესილ პოლონურ დუეტს შეხვდებიან.

ნიკოლოზ დავლიანიძე ერთეულთა თანრიგში ასპარეზობასაც გამოეთიშა. ის პოლონელმა დანიელ მიხალსკიმ (Daniel Michalski) ორ სეტში ანგარიშით 6:3 6:1 დაამარცხა.

IV სათამაშო დღე ქართველ გოგონათა წყვილისთვისაც წარუმატებელი გამოდგა.

მეოთხედფინალში მესამე ნომრად განთესილ მაქაცარია-შანიძის ქართულ წყვილს სლოვენიელებმა კაია იუვანმა (Kaja Juvan) და ნიკა რადიშიჩმა (NikaRadisic) მოუგეს.

ნახევარფინალში სლოვენიელები პირველ ნომრად განთესილ რუსულ დუეტს შეხვდებიან.

ცურვა

შვედეთის ცურვის ნაკრებისთვის პირველი მედალი გოგონებს შორის 100 მეტრ ბრასით ცურვაში ჰანა ბრუნზელმა (Hannah Brunzell) მოიპოვა. ჩემპიონის დრო 1:10:66 იყო. მეორე ადგილზე სლოვენიელი ტინა ჩელიკი (Tina Celik) გავიდა. ბრინჯაოს მედალი კი ბრიტანელმა კეტი ენ რობერტსონმა (Katie Ann Robertson) მოიპოვა.

უნგრეთის მოცურავეთა ნაკრებს მორიგი ოქრო მარტონ ბარტამ (Marton Barta) შემატა. ვაჟებს შორის 400 მეტრ კომპლექსურ ცურვაში ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად უნგრელს 4:24:73 ეყო. მეორე ადგილზე ესპანელი უგო გონსალეს დე ოლივეირა გავიდა, ფინიშთან მესამე კი ფრანგი ტანგი ლასპერე (Tanguy Lesparre) მივიდა. უნგრელი მოცურავეების მონაგარი ამ დროისთვის 5 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაოა.

4x100 მეტრზე შერეულ თავისუფალი ყაიდით ცურვაში საუკეთესო ესპანელთა კოლექტივი აღმოჩნდა. მორიგი მედლები, შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოსი, გერმანიამ და რუსეთმა დაიმსახურეს.

მძლეოსნობა

"თბილისი 2015"-ზე 400 მეტრზე თარჯრბენის ჩემპიონების ვინაობა ცნობილია. ფინელმა მძლეოსანმა ვივი ლეჰიკნენმა (Viivi Lehikanen) ამ დისციპლინაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის რეკორდი დაამყარა. ფინელმა სპორტსმენმა დისტანცია 57.74 წამში დაფარა და რუსი ვერა რუდკოვას (Vera Rudkova) რეკორდი 0.25 წამით გააუმჯობესა. ვერცხლის მედალი ფრანგმა ჟანა იმანმა (Jean Iman) მოიპოვა, ბრინჯაოს მედალი კი ნორვეგიელ მარი სკიეგესტადს (Marie Skjeggestad) ერგო.

ვაჟთა შორის საუკეთესო კი ესპანელი ალექს კანტონსი (Aleix Salvador Porras Cantons) გახდა. ესპანელმა მძლეოსანმა 400-მეტრიანი დისტანცია 52.52 წამში დაფარა. ვერცხლის მედალი ბელგიელ ტუუს ვიქტორ ბრასს (Tuus Victor Bras) ერგო, რომელმაც თავისი პერსონალური რეკორდი დაამყარა - 53.63 წამი. ბრინჯაოს მედალი კი ფრანგმა მარკ ანტიან საბანმა (Marc-Antoine Saban) მოიპოვა.

გოგონათა შორის ბირთვის კვრაში ოქროს მედლის მფლობელი უკრაინელი მარგარიტა ლუკაშენკო (Marharyta Lukashenko) გახდა. ჰოლანდიელი ჯესიკა შილდერი (Jessica Schilder) ვერცხლისმედალოსანი გახდა, ბრინჯაო კი გერმანელ ემილი გროსს ერგო.

უნგრელი ფერენც არანი (Ferenc Aranyi) კი ბადროს ტყორცნის ოქროსმედალოსანი გახდა. უნგრელმა მძლეოსანმა პერსონალური რეკორდი - 57.45 მეტრი მეორე ცდაზე დააფიქსირა. ვერცხლის მედალი კვიპროსელ გიორგოს კონიარაკისს (Giorgos Koniarakis) ერგო, ბრინჯაოსპრიზიორი პოლონელი მარკო კაცპერ ვარშავსკი (Marco Kacper Warszawski) გახდა.

ქართველთაგან ჯილდოს მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა უროს მტყორცნელ ნინო წიქვაძეს, რომელმაც ბოლო ცდაზე იარაღი 59 მეტრსა და 43 სანტიმეტრზე გაგზავნა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ თურქი ეზგი დუნია საიანის ბოლო ცდა უფრო შედეგიანი აღმოჩნდა - 61.61 მეტრი და ბრინჯაოს მედალიც მას ერგო. ქართველი სპორტსმენი მეოთხე ადგილით დაკმაყოფილდა. 65.85 მეტრით ოქროს მედალი ბელორუსმა ტატსიანა რამანოვიჩმა დაიმსახურა.

400 მეტრზე თარჯრბენში დავით ლუკავა საკვალიფიკაციო ეტაპზე თავის გარბენში მეორე იყო, საერთო ჩათვლაში კი მესამე შედეგი ჰქონდა და სპეციალისტები მას მედლის რეალურ კანდიდატად მიიჩნევდნენ, მაგრამ გუშინ დათომ მოთელვისას კუნთის ტრავმა მიიღო და ფინალში ასპარეზობა ვერ შეძლო. ფინიშთან პირველი ესპანელი სალვადორ პორას კანტონსი მიიჭრა - 52,52 წამი.

ბადროს ტყორცნაში გია დავითაშვილი 50.50 მეტრით პირველი ცდის შემდეგ მესამე იყო. ჩვენებურს უნგრელი ფერენც არანი (55.70) და კვიპროსელი გიორგოს კონიარაკისი (55.38) უსწრებდნენ. დავითაშვილს მომდევნო ხუთი ცდა გაუცუდდა და საბოლოოდ მე-5 ადგილზე გავიდა.

ტანვარჯიში

სპორტულ ტანვარჯიშში, "თბილისი 2015"-ის ფარგლებში, გოგონათა შორის მრავალჭიდის ჩემპიონი 55.750 ქულით რუსი სპორტსმენი დარია სკრიპნიკი (Daria Skrypnik) გახდა და ქვეყანას მე-6 ოქროს მედალი მოუტანა.

მრავალჭიდის ფინალში 24-მა სპორტსმენმა ექვს იარაღზე ივარჯიშა. გამოკვეთილი ლიდერები რუსი და ბელორუსი სპორტსმენები იყვნენ და მედლების კომპლექტიც მათ გაინაწილეს. ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ასევე რუსი სპორტსმენი ანასტასია ილიანკოვა (Anastasia Iliankova) გახდა.

ვაჟთა შორის საუკეთესო კი ჯო კონორ ფრეიზერი (JOE CONNOR FRASER) გახდა, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები კი რუსმა ათლეტებმა დაიმსახურეს. მეორეზე მაქსიმ სინიჩკინი (MAKSIM SINICHKIN), ხოლო მესამეზე არტიონ არნო (ARTEM ARNAUT) გავიდნენ.

ველორბოლა

გამარჯვებული გამოვლინდა ველორბოლაში ვაჟთა ჯგუფურ რბოლაში. შვეიცარიელმა სამუელ შტეიგერმა (Samuel Steiger) დისტანცია 1:39:57.217-ში დაფარა და ოქროს მედალი მოიპოვა. საბოლოოდ საპრიზო სამეული შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. სამუელ შტეიგერი (Samuel Steiger) შვეიცარია - 1:39:57.217

2. მათეუს სტოკი (Mateus Stocke) სლოვაკეთი - 1:39:58.277

3. რაიტ ბროკველი (Wright Alfred Brockwell) დიდი ბრიტანეთი - 1:39:58.356

გოგონათა შორის საუკეთესო კი ლეტიცია პატერნოსტერი (Letizia Paternoster) გახდა. მან 47.400-კილომეტრიანი დისტანცია 1:18:21.106 საათში გაიარა და იტალიის ველოსპორტის გოგონათა გუნდს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

გოგონათა შორის საბოლოო სამეული კი ასე გამოიყურება:

1. ლეტიცია პატერნოსტერი (Letizia Paternoster) იტალია 1:18:21.106

2. სესილია იორგენსენი დანიიდან 1:18:21.297

3. კლარა კოპონი (Clara Copponi) საფრანგეთიდან 1:18:21.499

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი

[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში

Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!

მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს

"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს

პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა

ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა

ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება

[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს

18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე

კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს

ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს

დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა

"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა

"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე

"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე

"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის

საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის

ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს

ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა

რა აშენდა და რამდენი დაიხარჯა თბილისი 2015-ის ჩასატარებლად [VIDEO]

თბილისი 2015. 27 ივლისი. მედლები და მიმოხილვა: რუსეთი პირველზეა

თბილისი 2015: ქართველი ძიუდოისტები ბრძოლას კიდევ 2 მედლისთვის აგრძელებენ

თბილისი 2015: ონისე სანებლიძემ საქართველოს მეოთხე ოქრო მოუტანა! [VIDEO]

თბილისის 2015: საქართველოს ბრინჯაოს მედალი გელა ზაალიშვილმა მოუტანა

ოლიმპიური ცეცხლი ჩაქრა - "თბილისი 2015" დასრულდა [VIDEO]

თბილისი 2015: ძიუდოისტების ბოლო გაბრწყინება [VIDEO]

თბილისი 2015. 28 ივლისი. მედლები და მიმოხილვა: ქართველების პირველი მედლები [VIDEO]

თბილისი 2015. 29 ივლისი. მედლები და მიმოხილვა: საქართველოს ანგარიშზე 5 მედალია