"ქეცბაიამ რწმენა დაგვიბრუნა და აწი უნდა დავამტკიცოთ, რომ შარშანდელი წარმატება შემთხვევითი არ იყო"
დავით კვირკველია კარიერას ბერძნულ "პანიონიოსში" გააგრძელებს. საკითხი შეთანხმებულია და დათო საბერძნეთში მალე გაემგზავრება, თუ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ფეხბურთელს საბერძნეთის ვიზას დროულად მისცემენ.

შეგახსენებთ, კვირკველია 2010 წელს "რუბინიდან" მახაჩყალის "ანჟიში" გაანათხოვრეს, ზაფხულში კი დააბრუნეს და ერთხელაც არ ათამაშეს. ახალი კლუბის ძიება კი 30 წლის ფეხბურთელს დიდხანს არ დასჭირვებია.

- "პანიონიოსში" გადასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია?

- გადაწყვეტილი კი არის, მაგრამ როდის წავალ, წარმოდგენა არ მაქვს.

- რა გაფერხებს?

- ვიზას ველოდები და ჯერ ვერ მივდივარ. იმედია, პრობლემა მალე მოგვარდება.

- ევროკავშირში გამგზავრებისას სავიზო პრობლემა ფეხბურთელებსაც გექმნებათ?

- არა მგონია, შემაფერხონ, მაგრამ ევროკავშირში შესასვლელად გარკვეული პროცედურებია გასავლელი და ამ შემთხვევაში მნიშვენლობა არ აქვს, ფეხბურთელი ხარ თუ სხვა პროფესიის ადამიანი. წესი ყველასთვის წესია და ყველას საკითხს დეტალურად განიხილავენ. ერთ დღეში კი ვიზა არ კეთდება, მაგრამ იმდენი საბუთის შეგროვება მომთხოვეს, რამდენიმე დღე მჭირდება. ალბათ, ორშაბათამდე ყველაფერი მოგვარდება და ვიზას ავიღებ.

- "პანიონიოსი" შენით როდის დაინტერესდა?

- ეს არც ვიცი და არც მიკითხავს, მთავარია, რომ დაინტერესდნენ. დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ჩემი მიწვევა სურდათ.

- კონტრაქტის გასაფორმებლად მიდიხარ თუ გასინჯვას გთავაზობენ?

- კონტრაქტზეა ლაპარაკი, აბა, 30 წლის კაცი გასასინჯად წავალ?

- რამდენწლიან ხელშეკრულებას გთავაზობენ?

- ამაზე საბერძნეთში უნდა დავილაპარაკოთ. ჯერ ესეც არ ვიცი.

- "რუბინში" "ანჟიდან" რატომ დაგაბრუნეს, თუ არ გათამაშებდნენ?

- მაგათ რას გაუგებ. "ანჟიმ" ზაფხულამდე მინათხოვრა და წლის ბოლომდე სურდათ ჩემი დატოვება. ეს მეც მინდოდა, რადგან "ანჟიში" მათამაშებდნენ და ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ყაზანელები ხან რა თანხას ასახელებდნენ, ხან რას და, საბოლოოდ, კლუბები იჯარის საფასურზე ვერ შეთანხმდნენ. მეც ყაზანში დაბრუნება მომიხდა. მხოლოდ ის ვიცი, რომ "რუბინთან" კონტრაქტი წლის ბოლომდე მქონდა და ეს ნახევარი წელი სკამზე ჯდომა არ მსურდა.

- ანუ ახლა თავისუფალი აგენტი გახდი?

- დიახ, თავისუფალი აგენტი ვარ და ეს დიდი შეღავათია.

- საერთოდ, "რუბინს" რა ინტერესი ჰქონდა, თუ არ სჭირდებოდი და არ გათამაშებდა?

- რა გითხრათ. ეტყობა, რაც მეწერა, ისეც მოხდა და წარსულს ვეღარ შევცვლი.

- ფაქტია, რომ მომხდარმა ნაკრებშიც ხელი შეგიშალა.

- ეს ყველაზე საწყენია, კლუბში უთამაშებლად ფორმის შენარჩუნება ძნელი იყო და ხელი მართლაც მეშლებოდა.

- თუმცა თემურ ქეცბაია მაინც გიწვევდა. მან ნაკრები აშკარად შეცვალა, მაგრამ რამ შეცვალა თავად ფეხბურთელების დამოკიდებულება?

- რამ და, მან საკუთარი ძალებისა და მთლიანად ჩვენი შესაძლებლობების ვირწმუნეთ. 2010 წელს ჩატარებულ თამაშებში ცხადად გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს წარმატების მიღწევა შეუძლია.

მაგრამ გასული წელი და თამაშები უკვე წარსულია, ჩვენ წლეულსაც უნდა დავამტკიცოთ, რომ შარშან კარგად შემთხვევით არ გვითამაშია და ხალხიც უნდა დავარწმუნოთ, რომ უკეთესი ფეხბურთის ჩვენება შეგვიძლია. მოკლედ, ფეხბურთელებისთვის თუ რამ შეიცვალა, უპირველესად ის, რომ ქეცბაიამ რწმენა დაგვიბრუნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე