ARD-ის სკანდალური ფილმის ვერსიით, მედლების 80% დოპინგით არის მოპოვებული
The Sunday Times და ARD ამტკიცებენ, რომ ოლიმპიადებსა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე რუსული მედლების 80 პროცენტი დოპინგით არის მოპოვებული

უახლოეს პერიოდში, მსოფლიო სპორტში შეიძლება მასშტაბური დოპინგ-სკანდალი აგორდეს, რომლის დროსაც გაუფასურდება მსოფლიოს ჩემპიონატებისა და ოლიმპიური თამაშების მედლები, - წერს ბრიტანული გამოცემა The Sunday Times.

ამ გაზეთს გერმანულ ტელეარხ ARD/WRD-თან ერთად, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციიდან ინფორმაციის გაჟონვის წყალობით, ხელი მიუწვდებოდა 5 ათასი სპორტსმენის 12 ათას დოპინგ-სინჯზე. აღნიშნული ტესტების (2001-2010 წლების პერიოდში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებზე) შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათი მესამედი ნაწილი სერიოზულ ეჭვს აჩენს.

წყაროს ცნობით, შემოწმებული ათლეტებიდან 800 სპორტსმენი, სავარაუდოდ, დოპინგს იღებდა. მაგრამ, დოპინგ-სინჯების საეჭვო შედეგების მიუხედავად, არც ერთისთვის არ წაურთმევიათ მედალი და გამოძიებაც კი არ ჩატარებულა.

საბოლოოდ, 146 მედალი, მათ შორის, 55 ოქროსი, შეიძლება უკანონო გზით იყოს მოპოვებული. 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ეჭვს იწვევს 10 მედლის ბედი.

თუ გამოძიება დაიწყება, ყველაზე მეტად შეიძლება რუსი მძლეოსნები დაზარალდნენ. The Sunday Times-ის ინფორმაციით, რუსი სპორტსმენებს მედლების 80 პროცენტი საეჭვო დოპინგ-ტესტებით აქვთ მოპოვებული. ასევე სანქციები შეიძლება დაეკისროს 18 კენიელ და 7 ბრიტანელ ტოპ-ათლეტებს.

ისეთს ვარსკვლავებს, როგორებიც არიან იამაიკელი სპრინტერი უსაინ ბოლტი და ბრიტანელი მო ფარა, სუფთა დოპინგ-სინჯები აქვთ.

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო (WADA) გამეხმაურა ARD-ის მიერ გადაღებულ ფილმს და ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება გააკეთა.

"WADA ძალიან არის შეშფოთებული იმ განცხადებებით, რომელიც ტელეკომპანია ARD-ის ფილმშია წარმოდგენილი. ეს ყველაფერი ნეგატიურ გავლენას ახდენს მთელს მსოფლიოში პატიოსანი სპორტსმენების იმიჯზე. ეს ინფორმაციები აუცილებლად გადაეცემა სპეციალურ დამოუკიდებელ კომისიას დაწვრილებითი და ოპერატიული გამოძიებისთვის", - წერია მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 3 დეკემბერს, ARD-ის ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი მძლეოსნობაში რუსეთის ნაკრების წევრების მიერ დოპინგის გამოყენების შესახებ. ფილმში, ძირითადად, მოყვანილი იყო რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს ყოფილი წევრის ვიტალი სტეპანოვისა და მისი მეუღლის, მორბენალ იულია სტეპანოვას ჩვენებები. რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციამ ყველა ბრალდება უარყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე