FORMULA E ოლიმპიურ თამაშებზე შეიძლება ვიხილოთ
გერმანული ვებგვერდი F1-Insider წერს იმის შესახებ, რომ ავტოსპორტი, შესაძლოა, ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეიტანონ. ამ საკითხით დაკავებულია ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, დღეს კი ავტოსპორტის მსოფლიო საბჭოს წევრი ლარს ოსტერლინდი.

იმის გამო, რომ 2013 წელს, საერთაშორისო ფედერაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან სრულფასოვანი აღიარება მოიპოვა, ფედერაციას უფლება აქვს მოითხოვოს ავტოსპორტის ამა თუ იმ სახეობის ოლიმპიურ პროგრამაში შეტანა.

როგორც ჩანს, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია აპირებს ოლიმპიური კომიტეტის ყურადღება მიაპყროს ფორმულა E-ს, რადგან ელექტრომობილებით რბოლაში მსოფლიოს ჩემპიონატის ფორმატი ერთნაირი მანქანებით ასპარეზობას ითვალისწინებს. თუ ავტოსპორტს შეიტანენ ოლიმპიურ პროგრამაში, პირველი რბოლა, შესაძლოა, ტოკიოში 2020 წლის ოლიმპიადაზე გაიმართოს. ამ იდეას მხარს უჭერს ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი ჟაკ ვილნევი.

"მაშინვე დავთანხმდებოდი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას. მიმაჩნია, რომ სხვებიც ასევე ფიქრობენ. ამაში შეუძლებელი არაფერია. 30 წლის წინ ვინ იფიქრებდა, რომ საუკეთესო ჩოგბურთელები ოლიმპიადაზე გამოვიდოდნენ? დღეს კი ჩოგბურთი სპორტის ოლიმპიური სახეობა გახდა, რომლის გარეშეც ზაფხულის თამაშები წარმოუდგენელია", - განაცხადა კანადელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა