ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე საწყისი ორი ტურის შემდეგ ერთი ფინალისტიც ვერ გამოვლინდა

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის კალენდარი მეტად საინტერესოდ შედგა:

საწყისი ორი ტურის შემდეგ ერთი ფინალისტიც ვერ გამოვლინდა. შესაბამისად ტურნირის ფინალში მოასპარეზეთა ვინაობა დღეს გადაწყდება - A ჯგუფში ერთმანეთს აქამდე დაუმარცხებელი შსს და თსუ (18 საათზე) დაუპირისპირდებიან, ხოლო B ჯგუფში ასევე უძლეველები, "სოხუმი" და "ენერჯი" (16:00) ითამაშებენ. ამ წყვილებში გამარჯვებულები კვირას 16 საათზე ერთმანეთს ფინალში შეერკინებიან.

გუშინ, შსს-მ თავისი სიძლიერე ”სამედიცინოსთან” დაამტკიცა - მეორე პერიოდი 22:5 მოიგო და მატჩი მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე.

ამავე ჯგუფში თსუ-მ "აგრარულს" სძლია. გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს მიხეილ ბერიშვილმა და რიჩარდ მათიაშვილმა. პირველმა 21 ქულა ჩააგდო, ხოლო რიჩარდს სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა - 22 ქულა, 11 მოხსნა, 9 პასი.

მეორე ტურში ყველაზე დაძაბული "ენერჯისა" და სტუ-ს შეხვედრა გამოდგა. გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. რუსთაველები პირველი მეოთხედის ბოლოს მოპოვებულ უპირატესობას, მთელი თამაშის მანძილზე ინარჩუნებდნენ. მასპინძლები მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 69:60 იგებდნენ, მაგრამ სტუ-მ ბოლომდე ღირსეულად იბრძოლა და მატჩის მოგების შანსიც ჰქონდა, თუმცა ამ შანსის გამოყენებაში ტექნიკოსებს ხელი მასპინძლებმა სამუელ ლამუმა და ქაქუცა აბაიშვილმა შეუშალეს.

დღის ბოლოს "სოხუმი" "დინამოს" შეეჭიდა. სოხუმელთა შემადგენლობაში არ უთამაშია გუნდის ლიდერ ლაშა ფარღალავას, მოედანზე მხოლოდ 5 წუთი გაატარა ამერიკელმა რიჩარდ დამუსმა. მიუხედავად ამისა, ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილმა გუნდმა ''დინამოს'' შანსი არ დაუტოვა - 91:63.

მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალი

20 იანვარი, რუსთავი, ქიმიკოსების დარბაზი

აგრარული-თსუ 80:100

20:30, 21:24, 22:24, 17:22

თსუ: ხიზანიშვილი, გაფრინდაშვილი (6ქ), კოხრეიძე (9ქ, 9მ, 6ჩ), ლონდარიძე (19ქ), კორკოტაძე (14ქ), ჩიტაშვილი (7ქ), მათიაშვილი (22ქ, 11მ, 9პ), დეკანოიძე, მ. ბერიშვილი (21ქ, 8მ, 5პ), ჩქარეული (2ქ)

აგრარული: ტეტელაშვილი (9ქ), ბააკაშვილი, ნანიტაშვილი (3ქ), სიგუა (7ქ), ჩაჩანიძე (12ქ), ხანიაშვილი (10ქ), გემაზაშვილი (7ქ), ჯავახიშვილი (9ქ), მუმლაძე (15ქ, 9მ), არწივიძე (8ქ, 5პ)

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. სადღობელაშვილი

კომისარი: გ. სანაძე

შსს-სამედიცინო 89:57

20:14, 22:5, 25:19, 22:19

შსს: ლაფანაშვილი (6), ბ. ლეჟავა (9), ნიკოლაძე (7), კოტონი (11), მარკოიშვილი (8), ტუჯანი (5), ბარბაქაძე (15ქ, 7მ), იმნაძე (9), შერმადინი (2), წივწივაძე (6ქ, 5პ), ტომარაძე 11), სუხიშვილი

სამედიცინო: გულისაბედაშვილი, ი. ლეჟავა (7ქ), თავართქილაძე, ბექაური (8ქ), გაბისონია (2ქ), ნინიაშვილი (3ქ), კეიდია (7ქ), როდუმტა (5ქ), ჭოჭუა (11ქ, 8მ), დვალიშვილი (13ქ), თენიეშვილი (1ქ)

მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, მ. ანდღულაძე

კომისარი: რ. გელოვანი

A ჯგუფი

1. შსს 2 2 0 182:119 4

2. თსუ 2 2 0 185:147 4

3. სამედიცინო 2 0 2 124:174 2

4. აგრარული 2 0 2 142:193 2

ენერჯი-სტუ 76:74

18:16, 17:16, 20:24, 21:18

ენერჯი: მაჭავარიანი (15ქ), ბერუაშვილი, მებურიშვილი (4ქ), აბაიშვილი (15ქ, 8პ), გუგავა (5ქ, 9მ), ლამუ (25ქ, 10მ), თვარაძე (7ქ), გ. არაბული (3ქ), ობგაიძე (2ქ)

სტუ: ჭოხონელიძე (1ქ), ვ. ბერუაშვილი (17ქ), ჩიკვილაძე (22ქ), გასიტაშვილი (3ქ), თევზაძე (3ქ), კობიძე, ჯანგველაძე (14ქ), ლაშქარაძე (2ქ), ძიძიგური (5ქ), ახალკაცი (7ქ)

მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, მ. ანდღულაძე

კომისარი: რ. ხომერიკი

დინამო-სოხუმი 63:91

15:24 13:18 17:32 18:17

დინამო: ივანეიშვილი (11ქ), ეძგვერაძე (11ქ), პატარაია (6ქ), თვაური (7ქ), გლუნჩაძე (2ქ), შალიკიანი, ცაგარეიშვილი, ალხანაიძე (11ქ), თავამაიშვილი (4ქ), გულდედავა (2ქ), ჩაველაშვილი (9ქ)

სოხუმი: ჰარისი (21ქ), ჩლაიძე (4ქ), კვეტენაძე (7ქ), შანიძე (22ქ, 8 მ), სორდია (10ქ, 10მ), კანკია (8მ), კოპალიანი (9ქ), რ. დამუსი, ანთაძე (12ქ), კვარაცხელია (6)

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, კ. კუპატაძე

კომისარი: რ. ხომერიკი

B ჯგუფი

1. სოხუმი 2 2 0 195:138 4

2. ენერჯი 2 2 0 150:117 4

3. სტუ 2 0 2 159:180 2

4. დინამო 2 0 2 106:165 2

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა