გარეთ ბეილმა "ტოტენჰემის" კარში გოლი არ აღნიშნა
მიუნხენი მეოთხედ მასპინძლობს "აუდის თასს", ოთხთა ტურნირს, რომელიც ორი დღის განმავლობაში იმართება. წლეულს შეჯიბრებაში მასპინძელი "ბაიერნი", მადრიდის "რეალი", "მილანი" და "ტოტენჰემი" მონაწილეობენ.

პირველ ნახევარფინალურ მატჩში რაფაელ ბენიტესის "სამეფო კლუბმა" 2:0 მოუგო "ტოტენჰემს" და ფინალში გააღწია. გოლები ტაიმებში ხამეს როდრიგესმა და გარეთ ბეილმა გაიტანეს. ესპანურმა გრანდმა ქარიმ ბენზემასა და კრიშტიანო რონალდოს გარეშე შეძლო გამარჯვება.

გარეთ ბეილს შეტევის ხაზში ვარსკვლავური ტრიოდან მარტოს უწევდა ბრძოლა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, ბენზემასა და რონალდოს ნაცვლად, მას პარტნიორობას ხამესი და ხესე უწევდნენ. ბენზემას არყოფნის მიზეზი ტრავმაა, თუმცა ფრანგის არყოფნამ კიდევ უფრო გააძლიერა ხმები, რომელთა მიხედვითაც, ის "არსენალში" გადადის. თამაშამდე ბევრს ლაპარაკობდნენ, თუ როგორ შეხვდებოდა "ალიანც არენა" ტონი კროოსს, ვერ გამოიცნეს - "ბაიერნის" ყოფილ ფეხბურთელს გერმანელი ფანები აპლოდისმენტებით დახვდნენ.

ანგარიში ისკოსა და ხამესის მონდომებით გაიხსნა, ისკომ ბურთი მიიღო, დაელოდა კოლუმბიელის მოძრაობას და ჩაუწოდა მას, ხამესის თავური კი ახლო მანძილიდან უნაკლო იყო. 79-ე წუთზე ბეილმა ყოფილ გუნდს გაუტანა - უელსელმა სისწრაფეში დაჯაბნა ვერტონგენი და ცაციით ყუმბარისებურად დაარტყა საჯარიმოს გარედან. ბუნებრივია, ბეილს გოლი არ უზეიმია.

საერთოდ, "რეალის" უპირატესობა აშკარა იყო და ეს პირველ ტაიმში უფრო იგრძნობოდა.

რეალი-ტოტენჰემი 2:0

გოლები: 1:0 ხ. როდრიგესი (36), 2:0 ბეილი (79)

რეალი (4-3-3): კასილია - დანილო, ვარანი, ს. რამოსი (69. ნაჩო), მარსელო (59. არბელოა) - მოდრიჩი (60. ილიარამენდი), კროოსი (46. კასემირო), ისკო (68. ასენსიო) - ხ. როდრიგესი (46. ლ. ვასკესი), ხესე (61. ჩერიშევი), ბეილი (82. ბ. გარსია)

ტოტენჰემი (4-2-3-1): ვორმი - უოლკერი, ალდერვეირელდი (46. ვერტონგენი), ვიმერი (46. შადლი), როუზი - დაიერი, ალი (69. კეროლი) - ლამელა (46. ბენტალები), ერიქსენი (69. ვინკსი), დემბელე - კეინი (86. ონომა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს
ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება
ესპანეთის ნაკრები: ცხოვრება ჩავისა და ინიესტას შემდეგ
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: და მაინც ნომერ პირველი მესია...
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
მოიესს კიდევ ერთი შანსი მისცეს - ბენიტესი მოლოდინის რეჟიმშია
"ფეხბურთელები არაფერს იკლებენ, მე კი გაკოტრების მეშინოდა და სხვაგვარად მოვიქეცი" - გარეთ ბეილი
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
კვარაცხელიას ბენიტესი გაწვრთნის? - იტალიური პრესა ესპანელის "ნაპოლიში" შესაძლო დაბრუნებაზე წერს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
ჟორდი ალბა - ლუის ენრიკეს სქემებს შეწირული
ისკომ "რეალს" გაუტანა და აღნიშნა - "ბეტისმა" "ბლანკოსი" დაამარცხა [VIDEO]
"აი, ასეთი საშინელებები ხდებოდა კატარში" - ხამეს როდრიგესი
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"სანამ "რეალში" გადავიდოდი, "სიტიმ" და პსჟ-მ დიდი ფული შემომთავაზეს, პერესმა კი ასეთი რამ მითხრა..." - ხამეს როდრიგესმა "ბლანკოსში" გადასვლის ისტორია გაიხსენა
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
"მთხოვა, ეს მეორედ აღარ მეთქვა" - ბენიტესმა სპალეტისა და "ნაპოლიზე" ისაუბრა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
ისკოს შეძენა კიდევ ერთ იგნლისურ გუნდს სურს
ისკომ ტურინის "იუვენტუსი" და "მილანი" უარით გაისტუმრა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ისტორიაში - ბენიტესმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
ხამესი გუნდს კვლავ გამოიცვლის - როდრიგსესთვის "რაიო ვალეკანოში" თავგადასავალი ხანმოკლე აღმოჩნდა