ძველი ჯადოქრობის გამეორების დრო დადგა?
უნგრეთის გრანპრიზე გამარჯვების შემდეგ, "ფერარის" პილოტი სებასტიან ფეტელი "სკუდერიას" აღორძინებაზე ალაპარაკდა.

"მეორე მოგება, რამდენიმე პოდიუმი - და ეს იმ მრავალრიცხოვანი ცვლილებების შემდეგ, რაც გუნდში სეზონის დაწყების წინ მოხდა, - განაცახადა ფეტელმა. - დარწმუნებული ვართ, რომ დასახულ მიზანს მივაღწევთ.

გვინდა ძველი დროის ჯადოქრობა გავიმეოროთ. ეს ამბიციური ამოცანაა, მაგრამ უდიდესი პოტენციალი გაგვაჩნია".

მაგრამ ფეტელი იმასაც აღიარებს, რომ "ფერარის", სავარაუდოდ, მომავალ სეზონამდე მოუწევს მოცდა, რათა ჩემპიონატში კონკურენცია გაუწიოს "მერსედესს". თუმცა პირდება გულშემატკივრებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, გუნდი ეცდება, რაც შეიძლება სწრაფად შეამციროს ჩამორჩენა გერმანელებთან.

"რა თქმა უნდა, გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად დავეწიოთ მათ, - ამბობს გერმანელი პილოტი. - ვიცით, რომ ეს არც ისე იოლი იქნება, რადგან მათ ძლიერი ძრავა, სწრაფი მანქანა და ორი მაღალი დონის პილოტი ჰყავთ. მაგრამ სულ უფრო და უფრო ახლოს ვართ მათთან და რაღაც ეტაპზე შევცვლით სიტუაციას".

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მონცაში საშინაო ეტაპის წინ, რომელიც სექტემბრის დასაწყისში გაიმართება, "ფერარი" განაახლებს ძალისმიერ აგრეგატს.

იმ დროს, როცა "ფერარი" ცდილობს "მერსედესის" დაწევას, "უილიამსში" ურჩევენ იტალიურ გუნდს - უკან მოხედვა არ დაავიწყდეს. ბრიტანული საჯინიბოს ტექნიკურ დირექტორს პეტ სიმონდსს მიაჩნია, რომ "სკუდერიამ" უკან მყოფი სხვა კონკურნტები არ უნდა დაივიწყოს.

"შეგვიძლია თუ არა "ფერარის" გასწრება? ამასთან დაკავშირებით, გარკვეული ოპტიმიზმი გამაჩნია, - განაცხადა სიმონდსმა. - მე ვიტყოდი, რომ ამ მომენტისთვის "ფერარი" და "უილიამსი" დაახლოებით ერთ დონეზე არიან.

სიტუაცია, შესაძლოა, უმნიშვნელოდ შეიცვალოს სხვადასხვა ტრასის მახასიათებლებიდან გამომდინარე, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ "უილიამსი" არ აპირებს სეზონის მეორე ნახევარში მესამე ადგილით დაკმაყოფილებას.

ჩვენი მიზანია - ჩემპიონატი "ფერარიზე" ზემოთ, მეორე ადგილზე დავასრულოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]