ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დროგბას ორობითი სისტემა

დროგბას ორობითი სისტემა

ჩელსის ამბები

„ჩელსის“ კოტ დ’ივუარელი ვარსკვლავი დიდიე დროგბა აღიარებს, რომ მისი გუნდი დღეისათვის ბევრი ვერაფრის შემძლეა და ერთადერთი, რაც შეიძლება მიზნად დაისახოს, ზედიზედ ორი შეხვედრის მოგება გახლავთ. არც თავად დროგბაა ისეთ ფორმაში, წინა წლებში რომ იყო. მას მერე, რაც მალარია მოიხადა, ვერა და ვერ ათამაშდა ძველებურად. სხვა მრავალ მიზეზთან ერთად მისი ცუდად თამაშის ბრალიც არის ის, რომ დღეისათვის ინგლისის ჩემპიონი პრემიერლიგის ცხრილში მეოთხე ადგილზეა, თუმცა, ადგილზე უფრო მთავარი ის არის, რომ ლიდერ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 7 ქულით ჩამორჩება. მეტიც, „იუნაიტედს“ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ცნობისათვის: ბოლო 30 შესაძლებლიდან „ლურჯემა“ მხოლოდ 10 ქულა მოიპოვეს.

დროგბამ თქვა: „დღეს ჩვენ არ ვართ ისეთ ფორმაში, როდესაც გუნდები ტიტულისთვის ბრძოლას გეგმავენ. ყველაზე მეტი, რაც ახლა შეგვიძლია ზედიზედ ორი მატჩის მოგებაა და მიზნად სწორედ ამის დასახვა იქნება სწორი. თუ მოვიგებთ, მერე ვნახავთ. არ ვხუმრობ, მართლა გეუბნებით“.

პრემიერლიგაში ზედიზედ ორი თამაში „ჩელსიმ“ ბოლოს ოქტომბერში მოიგო. დღეისათვის კი მგომარეობა ასეთია: „ლურჯები“, რომელთაც წინა ტურში „სტემფორდ ბრიჯზე“ „ბლექბერნს“ 2:0 მოუგეს, ორშაბათს ბოლტონში თამაშობენ. 32 წლის ფორვარდმა დასძინა:

„დიახ, თუ გვინდა რეალისტები ვიყოთ, ჯერჯერობით, ზედიზედ ორ გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ და სხვა არაფერზე. ასეთია სინამდვილე, რომელიც გვაჩვენებს რა ცუდად ვთამაშობდით ბოლო პერიოდში. დაახლოებით თვენახევარი კოშმარული გვქონდა. ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს და ჩვენ ამასთან შორს არ ვართ.

როდესაც გუნდი ვერ იგებს, საკუთარი შესაძლებლობების რწმენას ჰკარგავს, ხოლო დაკარგული რწმენის აღდგენის ერთადერთი გზა ზედიზედ რამდენიმე შეხვედრაში გამარჯვებაა. როდესაც ზედიზედ სამჯერ მოიგებ, იგრძნობ, რომ კვლავ საჩემპიონო მარათონის წევრი ხარ“.

მოგეხსენებათ, ამ სეზონში „ჩელსის“ ტრავმებმაც დარია ხელი. კარგა ხნის განმავლობაში „ლურჯებს“ არ ჰყავდათ ფრენკ ლემპარდი, ალექსი, მიკაელ ესიენი, ჯონ ტერი და თავად დროგბა. თავდამსხმელმა დასძინა:

„გარდა იმისა, რომ ბევრი ფეხბურთელი დაშავებული გვყავდა, ბოლო წლებში გუნდი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ხუმრობა ხომ არ არის, ხუთი დიდი ფეხბურთელი სხვაგან გადავიდა: მიხაელ ბალაკი, ჟულიანო ბელეტი, დეკუ, რიკარდო კარვალიუ და ჯო კოული. მათ ნაცვლად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას ცდილობენ ახალგაზრდები ჯეფრი ბრუმა, გაელ კაკუტა, ჯოშ მაკეჩრანი, პატრიკ ვან ანჰოლტი. ისინი ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ადაპტაციისთვის დრო სჭირდებათ.

დიდიე დროგბას მიმდინარე სეზონში, ჯერჯერობით, მხოლოდ 10 გოლი აქვს გატანილი. შედარებისთვის, მან გასული ჩემპიონატი 37 გოლით დაასრულა, თუმცა თავად ამას მსუბუქად უყურებს:

„ოღონდ კი ჩემპიონები გავხდეთ და მერე რა 10 გოლზე მეტი თუ არ მექნება გატანილი“.

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს