სად ითამაშებს დონეცკის "შახტარიდან" წასული ბექა ვაჩიბერაძე?
იუნიორების ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების ფინალში გასული დონეცკის "შახტარი" ლონდონის "ჩელსისთან" 2:3 დამარცხდა. მაგრამ უკრაინელები ამ გუნდის გამოსვლამ ძალიან დააიმედა. საუკეთესოებში კი ქართველი ბექა ვაჩიბერაძე სახელდებოდა - ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელის, ზაზა ვაჩიბერაძის ვაჟი.

უკრაინელები 19 წლის ქართველზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ. ინტერნეტგამოცემა "ფუტბოლის" ჟურნალისტი ვაჩიბერაძეს, თამაშის მანერით, ჩილეს ნაკრებისა და "ფიორენტინას" ფეხბურთელს დავიდ პისაროს ადარებდა, ხოლო ზაფხულში "შახტარის" ძირითად შემადგენლობაში მოხვედრასაც უწინასწარმეტყველებდა - ფერნანდინიოს წასვლის შემდეგ, "შახტარი" მოედნის ცენტრში შემოქმედი ნახევარმცველების დეფიციტს განიცდის, ვაჩიბერაძე კი პოტენციალით ფერნანდინიოს შემცვლელ ფრედზე უკეთესიაო...

პარალელურად, ორმაგი მოქალაქეობის (საქართველო-უკრაინა) მქონე ვაჩიბერაძე უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ და წლეულს, საბერძნეთში, ამ ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა.

...მაგრამ ვაჩიბერაძემ "შახტარი" დატოვა. კლუბთან კონტრაქტი რომ ეწურებოდა და წასვლას აპირებდა, ეს ცნობილი იყო და დონეცკელები კარგ პირობებსაც სთავაზობდნენ. თუმცა მხარეები ახალ კონტრაქტზე მაინც ვერ შეთანხმდნენ.

ცხადია, როცა წინ ვიხედებით, სხვა ქვეყნის სახელით მოთამაშე ქართველებსაც თვალყურს ვადევნებთ. ვაჩიბერაძე კი ერთ-ერთი მათგანია. მისი ახალი კლუბისადმი ინტერესიც ამითაა გამოწვეული.

ბექამ "ლელოს" ინტერვიუ მისცა...

- "შახტარი" ისეთი გუნდია, იქ მოხვედრას ბევრი ახალგაზრდა ისურვებდა. თქვენ კი გუნდი დატოვეთ. ასეთი რა მოხდა?

- არაფერი, მთელი ცხოვრება ამ ხალხის მადლიერი ვიქნები. მაგრამ ევროპაში მინდოდა თამაში და ძალების მოსინჯვა.

- კონკრეტული მიწვევა თუ გაქვთ?

- შემოთავაზებები მაქვს, მაგრამ დაკონკრეტება არ მსურს.

- "შახტარმა" მისაღები პირობები ვერ შემოგთავაზათ?

- საქმეც ისაა, რომ დონეცკელებს კარგად დავშორდი. იქ ბევრი სასიამოვნო შეხვედრა ჩამიტარებია და ახალი კონტრაქტიც კარგი პირობებით შემომთავაზეს. მე უმადური კი არ ვარ, მაგრამ მათაც ავუხსენი, რომ ამ გუნდში უკვე მეოთხე წელია ვარ და გარემოს შეცვლა მიჯობს-მეთქი.

ბავშვობიდან ევროპაზე ვოცნებობდი და ახლა ეს აზრი კიდევ უფრო გამიძლიერდა, რადგან იქ მეტი პერსპექტივაა. ფეხბურთელს განვითარება თუ სურს, ამაზე უნდა იფიქროს.

- იმანაც იმოქმედა, რომ "შახტარი" დონეცკში ვეღარ ვარჯიშობს?

- ესეც ერთ-ერთი დეტალი იყო. ხან კიევში ვვარჯიშობდით და ხან - პოლტავაში... ფეხბურთელის კარიერაში მგზავრობა ისედაც ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ როცა ამას ახალი სირთულე ემატება, ასე ცხოვრება ძნელია.

- ის მაინც გვითხარით, რომელ ქვეყანაში გადადიხართ?

- მიწვევები ესპანეთიდანაც მაქვს და გერმანიიდანაც. მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

- პრიმერა დივიზიონისა და ბუნდესლიგის კლუბები გიწვევენ თუ დაბალი ლიგების?

- მენეჯერისგან ვიცი, რომ უმაღლესი დივიზიონების საკმაოდ კარგი გუნდები დაინტერესდნენ. ჩემი საკითხი მალე გაირკვევა. სატრანსფერო "ფანჯარა" 1-ელ სექტემბერს იხურება.

- თქვენთვის უფრო რეალური და სასურველი რომელ ქვეყანაში თამაშია?

- არც ერთ ამ ქვეყანას ჩემი დასაწუნი არაფერი აქვს. გერმანიაშიც სიამოვნებით ვითამაშებ და ესპანეთშიც.

- როცა "შახტარმა" იუნიორთა ლიგაზე ფინალში ითამაშა, ბევრმა ჩათვალა, რომ უკრაინის 19-წლამდელები, რომლის ბირთვსაც თქვენი გუნდის ლიდერები წარმოადგენენ, ევროპის ჩემპიონატზე კარგად ითამაშებდნენ. არადა, ჯგუფური ეტაპიც ვერ დაძლიეთ...

- პირველივე ტურში მასპინძელ საბერძნეთთან 0:2 წავაგეთ. არადა, ბერძნები ჩვენს ნახევარზე სულ ორჯერ გადმოვიდნენ. აშკარად არ გაგვიმართლა და ამ წაგებამ ჩვენზე ძალიან ცუდად იმოქმედა. სამწუხაროდ, ელიტრაუნდში მიღებული ყვითელი ბარათის გამო, ეს შეხვედრა გამოვტოვე.

ამ წაგების შემდეგ გუნდი ვეღარ დალაგდა. არადა, პირველივე ტაიმში სამი ასპროცენტიანი საგოლე მომენტი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ.

- ევროპის ჩემპიონატზე სხვა ქვეყნის, რუსეთის სახელით კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშა - გიორგი მელქაძემ. მასზე რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- სამწუხაროდ, გიორგის თამაში არ მინახავს გადატვირთული გრაფიკის გამო, ვერც გავიცანი. მაგრამ ვიცი, რომ ნიჭიერი ბიჭია, უკვე "სპარტაკის" ძირითად შემადგენლობაშიც ითამაშა და მთელი სულითა და გულით წარმატებებს ვუსურვებ.

- კარგი იქნებოდა, ორივეს საქართველოს სახელით გეთამაშათ...

- თქვენ გგონიათ, ამაზე არ ვფიქრობ? სულითა და გულით ქართველი ვარ, მაგრამ... შევცვალოთ თემა...

- ახლა სად ვარჯიშობ?

- ოდესაში ვარ და ფორმის შესანარჩუნებლად ინდივიდუალურად ვემზადები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Irakli Apkhaidze
ასეთის ადგილი ნაკრებში არ არისო, რომ ამბობთ როგორები გვყავს ახლა ნაკრებში? მონია იქნება ეს თუ მანია არავინ დამარწმუნოს რომ ვინმეს უკეთესი შემოთავაზება ჰქონდა და მხოლოდ სამშობლოს სიყვარულით არ დატოვა ქვეყანა... უნდა წახვიდე იქ სადაც პროფესიონალად და წარმატებულად ჩამოყალიბდები და მერე უკეთ გამოადგები ქვეყანას. პროფესიონალიზმია ზუსტად პატრიოტიზმი!
Irakli 88
სამშობლო ერთია იცოდე
nani saginadze
რამ გაგაბოროტათ ხალხო. ასეთი ახალგაზრდები ღმერთმა უმრავლოს საქართველოს. ბექა სულ წინსვლა და წარმატებები გქონდეს .ზუსტად ქვეყნის სასახელო კაცი ხარ.
1
უკრაინის ნაკრებში ამას არავინ ათამაშებს. ბოლოს მოუნდება აქ თამაში, მაგრამ ჩვენ აღარ გვენდომება. ხალხი სამშობლოსთვის სიცოცხლეს წირავს და ამას ...
luka
კალაძე, შოთა, კობი, ქინქლაძე, ქეცბაია, საქართველოს ნაკრებში თამაშობდნენ, მაგრამ ყველამ მიახწია გარკვეულ წარმატებას, ეს ბიჭი ალბათ უკრაინელად თვლის თავს წარმატებას ვუსურვებ, უბრალოდ მერე გოგიასავით უძღები შვილივით არ დაბრუნდეს ))
nika
მიდი ძმაო მიდი სადაც დიდი პერსპექტივაა უფრო და შენ მომავალს ხედავ იქ ითამაშე, აამათ რო უსმინო ბოლოს თბილისის დინამოში რატო არ თამაშობს რა უნდა ევროპაშოო ასე იტყვიან, შრომობ წვალობ და სადაც გიფასდება იქ იყავი! წარმატებები ყველა ქართველს ყველგან
simartle
monia-- გაიხარე მეგობარო და გენაცვალე ქართულ სულში და გულში,ესენი კი ალბათ ამის ახლობლები აკომენტარებენ ,გასაგებია...
monia
ისე უქნია თურქეთის ნაკრებსი წასულა თუ უნდა,ასეთების ადგილი ნაკრებში არაა და არც იქნება.მე კიდევ მწერ აქ რა გამოიკეთებია??? ისიც არიცი ვინ ვარ და იწერები,ხო ბიჭო ბევრჯერ მშიერი დამიძინია და ვარჯიშზე უჭმელი დავდიოდი მაგრამ წამით არ გამიფიქრია სამშობლოს გაცვლა გაიგე???:@ აესეთები ხართ გამყიდვლები ზუსტად :@
georgiano
დარწმუნებული ვარ რომ ბექა ადრე თუ გვიან საქართველოს ნაკრებში ითამაშებს. ქართველები რომ რუსეთ-უკრაინაზე ოცნებობენ, აგერ ამ ბიჭს ძირითადში თამაშის პერსპექტივა ქონდა და ბევრსაც გადაუხდიდნენ, მაგრამ არ დახამდა როგორც ბევრი ქართველი, ევროპა აირჩია, რათა კარიერული წინსვლა ქონდეს, მიბაძეთ ამ ბიჭს. წარმატებები ბექას!
odala
გიჟია ეს ხალხი! რას ერჩით ამ ბავშვს?? ვალი აქვს ვინმესი? ბებიათქვენმა დააფერთხა ნიჭი თუ როგორ არის საქმე? კარგი ცხოვრების და დალაგებული საქართველოს გამო აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში? ასეთ სიტუაციაში კიდევ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თქვენი განსასჯელი არ არის. სხვა სხვისა ომში ბრძენიაო.. რეებს ეუბნებით? რას ავალდებულებთ?
მამბა
კარგი სიტყვები უთხარით ამ ბიჭს, თქვენ რა შეგიქმნიათ საერთოდ? არავინ იცის რა პრობლემების წინაშე დგას. დარწმუნებული ვარ პრობლემები ექმნება უკრაინაში თამაშის დროს ნაკრებზე უარი რომ თქვას, გადავა სხვაგან და მერე ვნახოთ. კაი კაცის შვილი ხარ და შენც კაი კაცი უნდა იყო ბექა. გელოდებით შენს სამშობლოში. აქ ასეთი მლანძღველებიც არიან და დიდებული ადამიანებიც. ამიტომ მაინც ქართველობა გერჩიოს.
terasini
monia ,hm თორემ თქვენ თუ ხართ ქართველები რამე საღირალი გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის....მომართულები არიან ვინმეს აგინონ და წყევლონ
simartle
ერის სირცხვილია ყველა ესეთი არსება,აუ რას დაგბეგვავდი სიამოვნებით :@
monia
თემა კიარა ქართულადაც ნუ ლაპარაკობ არ გცხვენია მაინც??? :@ ტფუ ვინც ამას ამართლებთ კიდევ :@
hm
სამშობლოზე თემის შეცვლა უნდა!! ერთი ღამურა ხარ ღამურასავით დაასრულებ შენს კარიერას. აგერ გოგიაც იბღინძებოდა გერმანიის ახალგაზრდული ნაკრებით და აგერ აქეთ იხვეწება, შენც მალე მასე მოგიწებს!!!!
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"სიმელოტით შეიძლება" - მელქაძეს, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა, იგუაინთან შედარებაზე ესაუბრნენ [VIDEO]
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
შახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს
[ოთხშაბათის საკითხავი] ეს ყველას უნდა გვახსოვდეს!
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს
ბათუმის "დინამო" "სპარტაკის" ყოფილი თავდამსხმელის დამატებას აპირებს
მელქაძე: მოქალაქეობის შეცვლა? მე რუსეთის ნაკრებში თამაში მსურს
წიტაიშვილი დაიტოვეს - დიდი წმენდა "ჩერნომორეცში"
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს
ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! - წიტაიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
ოფიციალურად - ბექა ვაჩიბერაძე "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
შეუძლია თუ არა მელქაძეს საქართველოს ნაკრებში თამაში? - იურისტი განმარტავს
"გავიგე მშობლიურ სოფელში დიდ ეკლესიას აშენებს" - გიორგი მელქაძე ხვიჩაზე საუბრობს
ვაჩიბერაძე "მეტალისტში" გადავიდა
კავაზაშვილი: მელქაძისთვის საქართველოს ნაკრებში მოხვედრა ემოციური აღმასვლა იქნება
"ჩერნომორეცმა" ვაჩიბერაძის მოპოვებული პენალტით ფრეს მიაღწია
რუსებს ოკუპირებულ დონეცკში ახალი "შახტარის" შექმნა უნდათ
ქართველი ჩემპიონთა ლიგაში: ბექა ვაჩიბერაძე დონეცკის "შახტარს" ეხმარება...
ბენზემამ საკუთარი მომავალი დააანონსა