ყაზანის "რუბინის" ქართველმა მცველმა ევროპა ლიგასა და ჩემპიონატში ჩატარებულ თამაშებზე ისაუბრა
ყაზანის "რუბინის" მცველმა საბა კვირკველიამ business-gazeta.ru-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ევროპა ლიგაში ჩატარებულ ბოლო მატჩზე ესაუბრა.

ინტერვიუს ბოლოს საბას რუსეთის პრემიერლიგის II ტურის მატჩიც შეახსენეს, რომლის ანტიგმირიც გახდა - "ამკართან" შინ წაგებულ შეხვედრაში (0:2) ქართველმა მცველმა ჯერ ავტოგოლი გაიტანა, შემდეგ კი წითელი ბარათის გამო მოედანი დატოვა...

სამაგიეროდ, 6 აგვისტოს "რუბინმა" გრაცის "შტურმთან" საპასუხო შეხვედრა სასურველი ანგარიშით (1:1) დაასრულდა და ტურნირის პლეი ოფში გავიდა, სადაც მეტოქედ მაკედონიური "რაბოტნიჩკი" ეყოლება. რუსული მედიის ცნობით, ამ მატჩში კვირკველია ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

საბამ "შტურთამ" დაპირისპირებით დაიწყო:

- სხვა გზა არც გვქონდა, რადგან ჩემპიონატი წარუმატებდად დავიწყეთ. ვიცოდით, რომ "შტურმთანაც" მძიმე თამაში გველოდა, რადგან მეტოქეს შეტევაში თამაში მართებდა. ვფიქრობ, პირველი ტაიმი ნორმალურად ჩავატარეთ. მთლიანობაში მხოლოდ ერთი შეცდომა დავუშვით, რასაც ჩვენს კარში გოლი მოჰყვა.

რაც მთავარია, მეტოქეს ორრაუნდიან ბრძოლაში ვაჯობეთ და ეს გუნდისთვის ძალიან კარგი შედეგია. ეს მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ჩემპიონატში უფრო თავდაჯერებული გავირჯებით.

- რატომაა, რომ პირადად თქვენთვის სეზონი ჯერჯერობით წარუმატებლად წარიმართა?

- სამივე შეხვედრაში, რომლებშიც დავმარცხდით, მიმიმუმ ფრეს მიღწევა შეგვეძლო. ბოლო წუთებზე ვუშვებდით. "სპარტაკთანაც" უამრავი მომენტი ვერ გამოვიყენეთ.

მაგრამ ასეთია ფეხბურთი. თუ გახსოვთ, შარშანაც ასე დავიწყეთ, სეზონის სტარტზე სამი თამაში წავაგეთ, მაგრამ საბოლოოდ ჩემპიონატი მეხუთეზე დავსრულეთ. ეგ კი არა, მეოთხე ადგილის დაკავებაც შეგვეძლო.

- რას იტყვით ლემოსზე?

- კარგი, ახალგაზრდა ფეხბურთელია. თავდაპირველად არ ვიცოდით მისი სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ. ვარჯიშებზე სათანადოდ ვიმუშავებთ ერთად და ვფიქრობ, "რუბინს" კარგი დაცვა ეყოლება.

- უწინ დაცვაში მითითებებს ნავასი იძლეოდა, ახლა თქვენ მოგიწევთ ამის გაკეთება?

- დიახ, ვფიქრობ ახლა ეს მე უნდა გავაკეთო. მზად ვარ მოედანზე ლიდერის ფუნქციები საკუთარ თავზე ავიღო. რომ არ ვიმსახურებდე, მწვრთნელი ამ გუნდში ნდობას არ გამომიცხადებდა, მაგრამ ის მენდობა.

- "ამკართან" შეხვედრაში შეცდომა როგორ დაუშვით?

- ასეთი რამ ყველას ემართება - ავტოგოლიც და წითელი ბარათიც... ხდება ხოლმე.

რა თქმა უნდა, ამაზე მწვრთნელთანაც ვისაუბრე. წითელ ბარათში დამნაშავე ვარ, უფრო თავშეკავებაა საჭირო და დაუშვებელია ემოციებზე აყოლა. ვხვდები, რომ გუნდი დავაღალატე და შევეცდები, აქედან სწორი დასკვნები გამოვიტანო.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
უარი უკრაინაში შეჭრის სიმბოლოს - კვარაცხელიას "რუბინის" გულშემატკივრების ღირსეული საქციელი [PHOTO]
სლუცკის ძალიან ღირსეული საქციელი - თუმცა, "რუბინი" მწვრთნელს არ დაეთანხმა
"ქუთაისის "ტორპედოს" დონისაა, "ვესტ ჰემს" კიდევ ერთი კლოუნი სჭირდება..." - რუსები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს ირონიით შეხვდნენ
"რუბინის" ექს მწვრთნელმა ხვიჩასა და ზურიკოზე ისაუბრა და შეაქო
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავლენ..." - დიუპინმა ლეგიონერების შესაძლო წასვლაზე ისაუბრა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩას გარეშე დარჩენილი "რუბინი" და ჯიქიას "სპარტაკი" დაქვეითებასთან ახლოს არიან