ანტონიო კასანო სამპდორიელია
13:40 თითქმის გადაწყდა მატიო ვალბუენას ტრანსფერი "ლიონში". კლუბის პრეზიდენტმა L'Equipe-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოელაპარაკა ფეხბურთელის ტრანსფერზე მოსკოვის "დინამოს".

13:54 მორიგი ინფორმაცია დავიდ დე ხეას შესახებ. Daily Mail-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" არ აპირებს მეკარის 35 მილიონ გირვანქაზე დაბალ ფასში გაყიდვას, "რეალი" კი ჯერჯერობით 25 მილიონს გამოდის.

14:09 ისევ "მანჩესტერ იუნაიტედი". Marca ამტკიცებს, რომ ინგლისელები თანახმანი არიან, "ბარსელონას" 30 მილიონი ევრო გადაუხადონ პედროს სანაცვლოდ.

14:23 ამბობენ, რომ თუ ქარიმ ბენზემა "არსენალში" გადავა, ლონდონური კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. ჯერჯერობით, ყველაზე მეტს მესუთ იოზილი იღებს - კვირაში 150 ათას გირვანქას.

15:04 დომენიკო კრიშიტოს ძალიან უნდა მილანის "ინტერში". Corriere dello Sport-ი ამტკიცებს, რომ მცველი თანახმაა ხელფასის შემცირებაზე. "ზენიტი" არ აპირებს 15 მილიონზე ნაკლებ ფასად ფეხბურთელის გაშვებას.

15:15 ანტონიო კასანო ოფიციალურად გახდა "სამპდორიის" მოთამაშე. კონტრაქტი ორი წელი იქნება ძალაში. ფორვარდი წელიწადში 700 ათას ევროს მიიღებს.

15:37 "ვოლფსბურგის" მთავარმა მწვრთნელმა დიტერ ჰეკინგმა კლუბთან 2018 წლის ზაფხულამდე გააგრძელა კონტრაქტი.

15:45 ბენზემა სამედიცინო შემოწმებას გადის "არსენალში" - ამას ამტკიცებს ESPN-ის ვენესუელელი ტელეწამყვანი ჯეინი ლიზარაზუ.

15:54 პერუელი ნახევარმცველი ხუან მანუელ ვარგასი ახლოსაა "ბეტისში" გადასვლასთან. ესპანელებს ფეხბურთელი უფასოდ ერგებათ, რადგან ვარგასს ამ ზაფხულს ამოეწურა კონტრაქტი "ფიორენტინასთან". "ბეტისთან" ხელშეკრულება ორწლიანი იქნება.

16:17 "მანჩესტერ სიტიმ" "რეალს" 70 მილიონი შესთავაზა ბენზემაში.

16:33 უფრო დაწვრილებით ბენზემას შესახებ. ჟურნალისტი ტანკრედი პალმიერი წერს, რომ "მანჩესტერ სიტიმ" ჯერ კიდევ სამი დღის წინ მიმართა "რეალს" ოფიციალური წინადადებით - 70 მილიონი ევრო ფრანგის სანაცვლოდ. იტყობინებიან, რომ მადრიდელებს ჯერ ვერ გაურკვევიათ, ვის მიჰყიდონ ფორვარდი - "არსენალს" თუ "მანჩესტერ სიტის".

16:42 პალმიერი აზუსტებს: 9 აგვისტოს მდგომარეობით, "არსენალსა" და "რეალს" შორის უკვე სამი კვირაა არ ყოფილა კონტაქტი ბენზემასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, "არსენალს" ჯერ არ გაუგზავნია "რეალისთვის" არც ერთი ოფიციალური წინადადება.

17:05 Daily Star Sunday ამტკიცებს, რომ "ვესტ ჰემმა" 12 მილიონი გირვანქა შესთავაზა "მანჩესტერ იუნაიტედს" ფორვარდ ხავიერ ერნანდესში.

17:14 თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" შეიძენს პედროს, ამ შემთხვევაში იანუზაის გაუშვებს "სანდერლენდში". ლაპარაკია იჯარაზე, - ამტკიცებს ESPN.

17:25 The Sun On Sunday იტყობინება, რომ სერხიო რამოსსა და "რეალს" არც ისე კარგად მისდით საქმეები. მხარეებმა ჯერ ვერ მოილაპარაკეს ახალ კონტრაქტზე. ასე რომ, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჯერ ისევ შეუძლია მცველისთვის ბრძოლაში ჩართვა. რამოსის მოქმედი კონტრაქტი "რეალთან" 2016 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

17:49 ლისაბონის "სპორტინგმა", შესაძლოა, დაკარგოს თავისი მთავარი ფორვარდი სლიმანი. The Sunday Times-ი ამტკიცებს, რომ "ვესტ ჰემი" მზად არის თავდამსხმელში 10.5 მილიონი გირვანქა გადაიხადოს.

18:24  ნახევარმცველი აარონ ლენონი ახლოსაა "ასტონ ვილაში" გადასვლასთან, მაგრამ საქმეში ჩაერთო "ევერტონი". Daily Mirror-ი ირწმუნება, რომ ლენონმა, შესაძლოა, უარი უთხრას ბირმინგემულ კლუბს "ევერტონში" დაბრუნების სანაცვლოდ.

18:55 "ევერტონი" და "დორტმუნდი" იბრძვიან "ინტერის" ნახევარმცველის, სერდან შაჩირის ხელში ჩასაგდებად, მაგრამ შვეიცარიელი შეამჩნიეს "სტოკ სიტის" სტადიონზე. როგორც ჩანს, შაჩირი სწორედ იქ დარჩება.

19:09 "მანჩესტერ სიტი" განაგრძობს სატრანსფერო ბაზრის აფორიაქებას. თავდაპირველად, 70 მილიონი შესთავაზეს ბენზემაში, ახლა 45 მილიონ გირვანქას გამოდიან კევინ დე ბრუინისთვის! წინა შეთავაზება 40 მილიონს უდრიდა.

19:20 "მილანისა" და "რომას" ბოსები შეხვდებიან ერთმანეთს, რათა კიდევ ერთხელ განიხილონ ალესიო რომანიოლის ტრანსფერი. პირველ ჯერზე, კლუბებმა ვერ მოილაპარაკეს მცველის თაობაზე. Football Italia იტყობინება, რომ მილანელებმა უკვე ყველაფერი შეათანხმეს ფეხბურთელთან და მხოლოდ "რომასთან" მოლაპარაკება სჭირდებათ.

19:45 "რომამ", შესაძლოა, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტოს კონტრაქტები განაპირა მცველებთან - მაიკონთან და ეშლი კოულთან. Sport Mediaset-ი წერს, რომ ამ ფეხბურთელებზე მოთხოვნაა MLS-ის კლუბებისგან.

20:07 "სევილიამ", შესაძლოა, შეიძინოს "სუონსის" თავდამსხმელი მიჩუ, - წერს Estadio Deportivo. ბოლო სეზონი ფორვარდმა ჩააგდო "ნაპოლიში" და ახლა "სუონსი" ეძებს ესპანელის გასაღების გზებს.

20:21 როგორც Metro წერს, "ტოტენჰემი" ამზადებს წინადადებას "ბეტისისთვის" ნახევარმცველ ალვარო ვადილიოს თაობაზე.

20:33 იმავე Metro-ს წინადადებით, "არსენალის" დამრიგებელმა არსენ ვენგერმა თვალი დაადგა ახალგაზრდა ლუკას სილვას. ზამთრიდან მოყოლებული, ბრაზილიელი მადრიდის "რეალში" ირიცხება.

20:47 ზინედინ ზიდანი, იურგენ კლოპი, ერიკ გერეტსი - პრეტენდენტები არიან "მარსელის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ამის შესახებ წერს ავტორიტეტული გამოცემა L’Equipe-ი.

20:56 კიდევ ერთი ინფორმაცია ინგლისური გამოცემა Metro-სგან: ამ ზაფხულს "ლივერპულის" მეშვიდე ახალწვეული შეიძლება გახდეს ადამა ტრაორე "ბარსელონადან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Giorgi
იურგენ კლოპის ოცნება ყოფილა მარსელის გაწვრთნა .... :)))
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
რამოსი არ ჩერდება - ლეგენდარული ესპანელი მექსიკის ჩემპიონატის მატჩში ამ ქმედების გამო გააძევეს [VIDEO]
ადვოკატი - ბენზემაზე: ნუთუ ის ერთადერთია, რომელიც 1795 წელს დაწერილ სიმღერას ("მარსელიეზას") არ მღერის?
ბენზემამ "რეალი" დატოვა და საუდის არაბეთში გაემგზავრება
კასანოს კრიტიკით დაიღალა - ლეაომ იტალიელს პასუხი გასცა
"რეალმა" ბენზემას კონტრაქტი უკანასკნელად გაუგრძელა
"ჰგონია რომ ფენომენია, მაგრამ ფეხბურთი საერთოდ არ ესმის" - კასანომ ლეაო კვლავ გააკრიტიკა
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
დე ხეამ "ფიორენტინასთან" გააფორმა კონტრაქტი
დე ხეას გმირობები - "ფიორენტინამ" "მილანი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
"ჩელსიმ" ბენზემას დამატება არ მოისურვა
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
ერთი წლის უთამაშებელმა დე ხეამ შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს
ბენზემა ზღაპრული შეთავაზების სანაცვლოდ საუდის არაბეთში გადაბარგებას აპირებს
დე ხეა შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდეს
100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
"იამალი თუ გიულერი?" - კასანომ არჩევანი გააკეთა
გრიზმანი შესაძლოა, სერხიო რამოსის თანაგუნდელი გახდეს
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
სერხიო რამოსის მომავალი კლუბი ცნობილია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს - რამოსი ევროპაში დაბრუნებას გეგმავს
სერხიო რამოსი: "ოქროს ბურთს" მას მივცემდი...
"ონანა თუ დე ხეა?" - ვან დერ სარმა არჩევანი გააკეთა
"არავითარი რაშფორდი, "ნაპოლიმ" "კვარას" შემცვლელად ეს შემტევი უნდა დაიმატოს" - კასანოს რჩევა "პარტენოპეის"
რატომ ახორციელებენ მერეტზე ზეწოლას? - "ნაპოლიმ" შეიძლება მეკარე დაიმატოს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
საფრანგეთში ბენზემასთვის მოქალაქეობის და "ოქროს ბურთის" ჩამორთმევა მოითხოვეს
"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია