უეფას ოფიციალურ საიტზე საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ყოფილი მცველის ინტერვიუ გამოქვეყნდა
თბილისში გასამართავი სუპერთასის მატჩის წინ, რომელშიც ერთმანეთს "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდებიან, უეფას ოფიციალურ საიტზე საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ყოფილი მცველის, კახა კალაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა.

წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, ამჟამად კი საქართველოს ვიცე-პრემიერი, 2007 წლის სუპერთასზე გამარჯვებასაც იხსენებს, როდესაც მისმა "მილანმა" მონაკოში "სევილია" დაამარცხა.

uefa.com: რას ელით მომავალი დაპირისპირებისგან?

კახა კალაძე: როგორც ნებისმიერი ქართველი გულშემატკივარი, ამ დონის შეხვედრის მასპინძლობას ჩემი ქვეყნის დიდ წარმატებად მეც მივიჩნევ. ფინალი ყოველთვის საინტერესოა, მით უმეტეს, როდესაც ასეთი ძლიერი გუნდები თამაშობენ. ესპანური კლუბების მეტოქეობა კიდევ უფრო ამძაფრებს მატჩისადმი ინტერესს.

uefa.com: არ ფიქრობთ, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ყოველთვის ფავორიტი იქნება ევროპალიგის ტრიუმფატორთან?

კახა კალაძე: თუკი ამ ორი ტურნირის საერთო დონეს შევადარებთ, კლასში განსხვავება, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ეს მეტწილად ევროპალიგის მონაწილეთა დაბალი ბიუჯეტებით არის განპირობებული. ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის იყო მსოფლიოს საუკეთესო ტურნირი და რჩება ასეთად, თუმცა ამ შემთხვევაში პროგნოზის გაკეთება არცთუ იოლი იქნება. ფავორიტად "ბარსელონას" მივიჩნევ. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია სათამაშო სტილითაც, კომპლექტაციითაც და საერთოდ, ყველა საზომით.

uefa.com: როგორ შთაბეჭდილებას მოახდენს გულშემატკივრებზე ისეთი ვარსკვლავების ჩამოსვლა, როგორიც ლიონელ მესი და ნეიმარია (რედ. ნეიმარი თბილისში ავადმყოფობის გამო არ ჩამოდის)?

კახა კალაძე: გაყიდული ბილეთებიდანაც ჩანს, რომ გულშემატკივართა მოლოდინი უდიდესია. უკვე მრავალი წელია, რაც უეფას სუპერთასის მატჩებს თვალს ვადევნებ, მაგრამ მსგავსი აჟიოტაჟი ჯერ არ მინახავს.

ჩვენთან ფეხბურთი უყვართ. მესისა და კომპანიას ჩვენში თაყვანისმცემელთა დიდი არმია ჰყავთ. გულშემატკივრები ძალიან ბედნიერნი იქნებიან სუპერვარსკვლავების ჩვენს ქვეყანაში ხილვით.

uefa.com: საქართველოს რას შესძენს უეფას სუპერთასის მატჩის გამართვა?

კახა კალაძე: ასეთი დონის ვარსკვლავების სტუმრობა ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს გაუჩნდებათ მოტივაცია, როდესაც ამ უაღრესად წარმატებული ფეხბურთელების ვარჯიშსა და თამაშს ნახავენ. ეს მათ უბიძგებს იმისკენ, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა ასეთივე გამოჩენილი ფეხბურთელები გახდნენ.

ასეთი მატჩები პოლიტიკის კუთხითაც მნიშვნელოვანია - ქვეყანას პოპულარობას მატებს. საქართველო სულ უფრო ცნობადი ხდება. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წლის წინ ვერცკი წარმოვიდგენდით, თუ ამ დონის შეხვედრას ვუმასპინძლებდით. ამას თუნდაც სტადიონების გამო ვერ შევძლებდით.

სახელმწიფომ ამ თამაშისთვის ინფრასტრუქტურის სამზადისისთვის დაახლოებით 8 მლნ ევრომდე გაიღო. ცოტა ხნის წინ თავად დავათვალიერე არენა და ამაყი ვიყავი იმით, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა ამ მნიშვნელოვანი თამაშისთვის.

uefa.com: უეფას სუპერთასი 2007 წელს მოიგეთ. რას გაიხსენებთ იმ მატჩიდან?

კახა კალაძე: ის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო როგორც ჩემთვის, ისე მთელი გუნდისთვის. არ იყო იოლი, მაგრამ მოვიგეთ და სათანადოდ აღვნიშნეთ წარმატება. მაშინ "მილანი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იყო, რომელმაც საკლუბო დონეზე ყველაფერი მოიგო, რაც კი შეიძლებოდა. ის საუკეთესო წლები იყო ჩემს "მილანურ" კარიერაში.

uefa.com: ქართველ ფეხბურთელს სისხლში აქვს თამაშის შემტევი სტილი. როგორ მოხდა, რომ საქართველოს ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი მცველი გახდა?

კახა კალაძე: დიახ, როგორც წესი, ქართველი მოთამაშეები ძალიან ტექნიკურები არიან. ისინი ეფექტურად თამაშობენ, არ ერიდებიან შეტევას. მე ფიზიკურად ძლიერი ვიყავი და შრომისუნარიანობითა და შრომისმოყვარეობით ვჯობდი სხვებს - იმ ასპექტებში, რაშიც ქართველები ხშირად მოვიკოჭლებთ.

სამ ფაქტორს გამოვყოფდი, რამაც განაპირობა ჩემი წარმატება: მიზანსწრაფულობა, შრომისმოყვარეობა და რა თქმა უნდა, გამართლება.

uefa.com: ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსი გახდით. როგორ მოხდა საქმიანობის ახალ სფეროში გადასვლა? თუ გეხმარებათ ფეხბურთი ახალ საქმიანობაში?

კახა კალაძე: დიდხანს ვიფიქრე, სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. ვიცოდი, რომ არცთუ იოლ გზას ვირჩევდი. რა თქმა უნდა, პირველ თვეებში სირთულეები იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესში გამოცდილება მქონდა - ვფლობდი ბანკს და საკუთარ კომპანიას. ეს ყველაფერი ძალიან წამადგა ისევე, როგორც ის ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც ფეხბურთმა შემძინა.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ის, რაც აქამდე ვერც ერთმა ფრანგულმა გუნდმა ვერ შეძლო - პსჟ ისტორიის წერას აგრძელებს
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
ჟოზე მოურინიო: არადა, ვიდეოგამეორება რომ გამოეყენებინათ...
რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი 2:1 - მშიერი "რეალის" პირველი სუპერლუკმა [VIDEO]
ზინედინ ზიდანი: სწორედ ასეთი შრომის შედეგი იყო ჩვენი გამარჯვება
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"რეალი" VS "ატლეტიკო" - უეფას სუპერთასი მადრიდში რჩება, გასარკვევია, ვისთან?
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
უეფას 2020 წლის სუპერთასის მასპინძლობა 9 ასოციაციას სურს
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ