ყველა პარამეტრით პრიმერადივიზიონის ყველაზე მოკრძალებული გუნდი "ალმერია" სასწაულს სასწაულზე სჩადის

"ესტადიო ბენიტო ვილიამარინზე" თამაშის დაწყებიდან მხოლოდ 7 წუთი იყო გასული, როცა "ბეტისის" 28 წლის ფორვარდის, ხორხე მოლინას წყალობით ეს გუნდი "ბარსელონას' უკვე 2:0-ს უგებდა. ალბათ სევილიელთა ძალიან ოპტიმისტი ფანები 5-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრასაც იმედოვნებდნენ, მათ ბანერიც კი ჰქონდათ გამოფენილი: "ჩვენ გვჯერა". ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდა - "სამეფო თასის" ნახევარფინალში "ბარსა" გავიდა, თუმცა სეგუნდადივიზიონის კლუბს არავინ უკარგავს მიღწეულს, მოუგო "ბარსელონას", თუნდაც უმოტივაციო მატჩში, ადვილი სულაც არ არის.

"ბეტისმა" ანგარიში 70-ე წამზე გახსნა, როგორც ჩანს გაბრიელ მილიტო სულ გადაჩვევია ფეხბურთის თამაშს - მან საჯარიმო აჩუქა მეტოქეს, როცა ამის აუცილებლობა სულაც არ იყო - საჯარიმოს ხაზთან პერეირა მოცელა, სალვა სევილიას ჩაწოდებულს მოლინა ახლო ძელთან დაუდარაჯდა და ანგარიში გახსნა. 5 წუთში ტანმაღალმა ფორვარდმა მეორეც გაიტანა, ამჯერად მისი ასისტენტობა ესეკიელმა იტვირთა. "ბარსელონა" შოკში იყო და კინაღამ მე-15 წუთზე მესამე გოლიც გაუშვა. ნაჩომ ბრწყინვალე პასით დასარტყამ პოზიციაზე ისევ მოლინა გაიყვანა და რომ არა ჟერარდ პიკე, ფორვარდი ჰეთთრიკს შეასრულებდა.

ამ მომენტის შემდეგ "ბარსამ" ამოისუნთქა, ჩავი სულ უფრო ხშირად იყო ბურთთან და მთელი ძალებით ცდილობდა "ბეტისის" გიჟური ტემპის შენელებას. ყველაფერი 36-ე წუთზე გადაწყდა, როცა ჩავის პასისთვის ბრძოლაში მესიმ ისიდოროს აჯობა და კასტოს ბურთი ფეხებსშუა გაუტარა - 2:1. ტაიმის მიწურულს "ვერდიბლანკოსმა" მე-3 გოლი გაიტანა, რაც კაპიტან არსუს დამსახურებაა.

მეორე ტაიმში მესი ერთი-ორჯერ საჯარიმო დარტყმებით დაემუქრა "ბეტისის" კარს, მაგრამ არგენტინელს სიზუსტზე ღალატობდა. მესის უიღბლობის გვირგვინი კარს გადაცილებული პენალტი იყო. 67-ე წუთზე კი თამაშმა კინაღამ თავიდან შეიძინა მნიშვნელობა, ნაჩომ ცაციათი აუღებელი დაარტყა, "ბარსას" ვეღარც პინტო შველოდა, რომ არა ძელი. ამის შემდეგ თამაში დაწყნარდა, "ბარსელონამ" მოედნის ცენტრში დაიწყო ბურთის გათამაშება. ხოსეპ გვარდიოლას გუნდი ნახევარფინალში ერთ კვირაში "ალმერიას" დაუპირისპირდება. ასე დასრულდა "ბარსას" ოთხთვიანი წაუგებელი სერია.

პეპე მელი (ბეტისი): "180 წუთი ვებრძოლეთ მსოფლიოში საუკეთესო გუნდს, ეს კი დიდი მიღწევაა. ამ სათასო მატჩებით მთელ ესპანეთს დავუმტკიცეთ, რომ კარგი გუნდი ვართ, ჩვენი თვითრწმენაც მაღალია. ეგ არის, სათასო ბატალიებმა ბევრი ფეხბურთელი დაგვიშავა და ახლა ეს პრიმერაში გადასვლისთვის ბრძოლაში ხელს შეგვიშლის. "კამპ ნოუზე" განადგურება რომ არა, ვინ იცის, იქნებ ეს ეტაპიც გაგვევლო. მე-15 წუთზე მოლინას მესამე გოლი რომ გაეტანა, ჩვენს შანსებს 50/50-ზე შევაფასებდი."

ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა): "შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავედით საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებაში. ამიტომ კმაყოფილი ვარ. როცა ამ თამაშს გავაანალიზებთ, მიოვხვდებით, რომ "ბეტისთან" კოშმარული წუთები გადავიტანეთ. მინდა მეტოქეს წარმატება ვუსურვო, წლეულს თასზე ვინც შეგხვდა ერთ-ერთი საუკთესო გუნდია".

პრიმერადივიზიონის ყველაზე მოკრძალებული გუნდი (ყველა პარამეტრით: ფინანსები, ისტორია, ფეხბურთელების კლასი) "ალმერია" სასწაულს სასწაულზე სჩადის - კვირას ანდალუსიელებმა სენსაციურად აართვეს ქულები თვით მადრიდის "რეალს", ახლა კიდევ "სამეფო თასის" ნახევარფინალში გავიდნენ, პირველად კლუბის არსებობის ისტორიაში. ეს "ალმერიამ" "რიასორზე" მოახერხა, სადაც "დეპორტივოსთან" 1-გოლიანი ჰანდიკაპით ჩავიდა. ველოდით "ჩაკეტილ" თამაშს, რადგან "დეპორტივო" ყველაზე დაცვით ფეხბურთს თამაშობს ესპანეთში (5 მცველით და მათ შორის ლიბეროთი!), ხოლო "ალმერიას" არაფრად აწყობდა შემტევი ფეხბურთის ჩვენება. საბედნიეროდ, ეს ვარაუდები არ გამართლდა და 5-გოლიანი თრილერი ვიხილეთ.

"ალმერია" მე-19 წუთზე დაწინაურდა, როცა გალისიელთა კარში კორონამ გაიტანა, ერთ წუთში კი კრუსატმა ორამდე გაზარდა სტუმართა უპირატესობა, მაგრამ ამით ორმატჩიანი დაპირისპირების ბედი არ გარკვეულა - ტაიმის მიწურულს პაბლო ალვარესმა პენალტი გაიტანა და "დეპორს" იმედი დაუბრუნა. მართლაც, მეორე ტაიმის მე-6 წუთზე შეცვლაზე შესულმა ადრიანმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ საბოლოო წერტილი მატჩში "ალმერიას" 26 წლის შვედმა ჰენოკ გოიტომმა დასვა პენალტის ნიშნულიდან - 4:2 ორმატჩიან დაპირისპირებაში და "ალმერია" თასის ნახევარფინალშია.

ბეტისი-ბარსელონა 3:1 (0:5)

ბეტისი (4-4-2): კასტო - ისიდორო, როვერსიო, ბელენგერი, ნაჩო - სევილია, არსუ, ირინეი (61. კანიასი), ესეკიელი (64. ვეგა) - პერეირა, მოლინა (79. ისრაელი).

ბარსელონა (4-3-3): პინტო - ადრიანო, პიკე, გ. მილიტო, მაქსველი - ჩავი (77. ბუსკეტსი), მასკერანო, კეიტა - მესი, კრკიჩი (85. ჟეფრენი), აფელაი (78. აბიდალი).

გოლები: 1:0 მოლინა (2), 2:0 მოლინა (7), 2:1 მესი (36), 3:1 არსუ (46)

დეპორტივო-ალმერია 2:3 (0:1)

დეპორტივო (4-2-3-1): მანუ - ლაურე, აიტამი, ზე კასტრო, მ. პაბლო - ტომასი (49. ადრიანი), ჟუკა - პ. ალვარესი (70. ბესეირო), ვალერონი, რ.პერესი - ლასადი (58. დეზმარე).

ალმერია (4-3-3): ესტებანი - მასედო, პელერანო, კ. გარსია, იაკობსენი - ხუანიტო (46. ვარგასი), მბამი, კორონა - ხუანმა ორტისი (63. ხონათანი), გოიტომი, კრუსატი (82. პიატი).

გოლები: 0:1 კორონა (19), 0:2 კრუსატი (20), 1:2 პ. ალვარესი (43-პენ), 2:2 ადრიანი (51), 2:3 გოიტომი (55-პენ).

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის