ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დღეს საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატი იწყება

დღეს საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატი იწყება

გადავერთოთ სუპერთასიდან ეროვნულ ჩემპიონატზე
ჯერ კიდევ ეიფორიაში ვართ და, ალბათ, კიდევ ძალიან დიდხანს ვიქნებით 11 აგვისტოს თბილისში ჩატარებული უეფას სუპერთასის მართლაც ზღაპრული მატჩით! ახალი რა უნდა ვთქვათ? ქართველმა თუ არაქართველმა გულშემატკივარმა გასაოცრად გამორჩეული სანახაობა იხილა და ამ შემთხვევაში საქმე მხოლოდ იმ ერთმანეთზე უკეთეს 9 გოლში არ არის - სუპერთასის ორგანიზებაც უმაღლეს დონეზე იყო, განახლებულ-გალამაზებული "დინამო არენის" ტრიბუნები თუ მოედნის საფარიც და გახსნის ცერემონიალიც!

ქართველ ჟურნალისტებსაც (პლუს, უამრავ უცხოელ კოლეგას) ხომ არაფერი უნდა ჰქონოდათ საწუწუნო, რომ აღარაფერი ვთქვათ გულშემატკივრებზე, 120 წუთის განმავლობაში ობიექტურად რომ აფასებდნენ "ბარსელონასა" თუ "სევილიის" ვარსკვლავების ლამის ყოველწუთიერ გამონათებებს. ჩვენი არ იყოს, ისინიც ვერასდროს დაივიწყებენ 2015 წლის 11 აგვისტოს თბილისში გამართულ უეფას სუპერთასის მატჩს!

უეფას სუპერთასი 2015: ეს იყო თბილისში...[VIDEO+PHOTO]

და ყველაზე მთავარიც: ქართველების ამბავი ხომ იცით, "რაღაცას" მაინც მოვძებნით ხოლმე და ეს "რაღაც" კი, ისევ და ისევ, თითოეული ქართველი გულშემატკივრის დიდი ხნის გულისტკივილია!

ხვდებით, ალბათ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობას ვგულისხმობთ: ღრმად ვართ დარწმუნებულნი, იმ ლამაზ საღამოს ბევრი ქართველი ქომაგი ინატრებდა, ერთ-ერთი მონაწილე რომ ... რომელიმე ჩვენი გუნდი ყოფილიყო!

არადა, მართლაც იყო ისეთი დრო, როცა ერთიანად გადავსებულ (75 000-იანი!) იმდროინდელ "დინამოს" სტადიონზე მოსული გულშემატკივარი სწორედაც რომ ჩვენი გუნდის მორიგი ტრიუმფით ხარობდა; თუმცა, მერე და მერე, სიტუაცია უარესობისაკენ ისეთი სისწრაფით წავიდა, რომ სანაკრებო თუ საკლუბო დონეზე, ლამის ნებისმიერ მეტოქესთან აუტსაიდერის სტატუსი გვქონდა ხოლმე.

კი, ყოფილა ერთი-ორი გამონათება, მაგრამ დღესდღეობით ძალიან მწარე რეალობის წინაშე ვდგავართ და ისღა დაგვრჩენია, რომ სხვა ქვეყნის გუნდების თამაშის ცქერითა და ჩვენებურთა ახლო თუ შორეულ წარსულში მიღწეული წარმატებებით დავტკბეთ.

აი, თუნდაც, უეფას სუპერთასთან კავშირში რომ არის: საბედნიეროდ, ქართველებსაც გვყავს სუპერთასის მფლობელი ფეხბურთელი! 2007 წელს ალესანდრო ნესტას, ანდრეა პირლოს, კაკას, კლარენს ზეედორფისა და ფილიპო ინძაგისთან ერთად "მილანის" ძირითადში კახა კალაძეც თამაშობდა და თავისი წვლილიც შეიტანა იტალიური გრანდის ტრიუმფში.

სხვათა შორის, კალაძეს უფრო ადრეც ჰქონდა შანსი, ეს ტიტული მოეგო, მაგრამ 2003 წლის სუპერთასის მატჩი ("მილანი"-"პორტო") ტრავმის გამო გამოტოვა. მაგრამ ეს ყველაფერი იყო, ახლა კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დღევანდელ რეალობას უნდა შევეგუოთ და "ბარსელონა"-"სევილიის" დაუვიწყარი სანახაობიდან... საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე "გადმოვერთოთ"!

დღეს საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატი იწყება...

I ტური

ცხინვალი-საბურთალო

13.08. თბილისი, მიხეილ მესხი (სათადარიგო). 17:00

ურთიერთშეხვედრები: -

XXVII ჩემპიონატის პირველი ტური ორი მატჩით იწყება და სეზონის პირველი გოლიც ან თბილისში უნდა გავიდეს, ან - საჩხერეში; თუმცა, მოდი, ჯერ თბილისურ მატჩზე ვისაუბროთ, სადაც წინა სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა "ცხინვალი" უმაღლესი ლიგის დებიუტანტს, "საბურთალოს" დაუპირისპირდება.

გუშინაც ვწერდით, რომ ამბიციურ "ცხინვალს", დიდი ალბათობით, ამ სეზონშიც უნდა ჰქონდეს ევროტურნირების საგზურის მოპოვების ამბიცია. "ცხინვალის" ძირითად შემადგენლობაში ამ ზაფხულს გარკვეული ცვლილებები კი მოხდა (ლაშა შინდაგორიძის, ვარლამ კილასონიასა და თორნიკე თარხნიშვილის წასვლას ვგულისხმობთ), მაგრამ გამოცდილი მწვრთნელის, კახა კაჭარავას გუნდში რამდენიმე ცნობადი ახალწვეულიც (დავით ბოლქვაძე, ლაშა ჯაფარიძე, ომარ მიგინეიშვილი, ზვიად ლობჯანიძე, აკაკი შულაია) გამოჩნდა და ამას გარდა, ხანმოკლე პაუზის მერე ლევან კაკუბავა და მერაბ გიგაურიც დაბრუნდნენ.

მოკლედ, "ცხინვალს" დაკომპლექტების პრობლემა არ უნდა ჰქონდეს, ისე, როგორც "საბურთალოს", რომლის დებიუტსაც უმაღლეს ლიგაში მართლაც ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში "საბურთალომ", ფაქტობრივად, ერთი ამოსუნთქვით გაიარა პირველი ლიგის გათამაშება და სრულიად დამსახურებულად მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზურიც.

საინტერესო გუნდია "საბურთალო", საკლუბო სისტემაში პროფესიონალები რომ არიან დასაქმებულნი და ამას გარდა, სწორ სატრანსფერო კამპანიას რომ აწარმოებს.

გუნდს, ასევე, საინტერესო სპეციალისტი წვრთნის - გიორგი ჭიაბრიშვილი უმაღლეს ლიგას სამწლიანი პაუზის მერე უბრუნდება; "საბურთალოს" ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას სწორედ დღევანდელ მატჩში უნდა ჰქონდეს დებიუტი უმაღლეს ლიგაში და იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს 18-19 წლის ბიჭები საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრები არიან.

თუმცა ამ სეზონის დაწყების წინ "საბურთალომ" ორი გამოცდილი ახალწვეული დაიმატა: 30 წლის ცენტრფორვარდი ჯაბა დვალი და 26 წლის მცველი ლაშა თოთაძე, აგრეთვე, 21 წლის გარემარბი გიორგი ფანცულაია.

I ტური

ჩიხურა-ლოკომოტივი

13.08. ივანწმინდა. 17:00

ურთიერთშეხვედრები:

2: +0 =2 -0, 1-1

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური კლუბი "ჩიხურა" ამ სეზონს, ფაქტობრივად, შეკრებაგაუვლელი ხვდება.

ეგ კი არა, უმაღლესი ლიგის გუნდებიდან ყველაზე გვიან (თანაც, ივლისის ბოლოს!) მზადება სწორედ "ჩიხურამ" დაიწყო და საჩხერელთა გამოცდილ თავკაცს, სოსო ფრუიძეს სერიოზული საფიქრალიც ექნება გუნდის ძირითადი ბირთვის ჩამოსაყალიბებლად - ამ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "ჩიხურადან" ბევრი წამყვანი ფეხბურთელი წავიდა, ახალწვეულებზე კი, სჯობს, შემდგომში ვისაუბროთ.

თბილისის "ლოკომოტივი" უმაღლეს ლიგაში ხუთწლიანი პაუზის მერე ბრუნდება; თანაც ბრუნდება ახალგაზრდული გუნდითა და, დიდი ალბათობით, გარკვეული ამბიციებითაც!

ჯერ ერთი, ამ გუნდის ფეხბურთელთა უმრავლესობა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ასპარეზობს, ხოლო მთავარ მწვრთნელს, ვასილ მაისურაძეს საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში წარმატებული მუშაობით ყველა იცნობს.

სხვათა შორის, ვასილ მაისურაძეს უმაღლეს ლიგაში მთავარი მწვრთნელის რანგში სწორედ დღეს უნდა ჰქონდეს დებიუტი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ჰ

კუკურის ტაში კუკურიიიიი... ჟორდანია არა იხვი

• kukuri

1. და ახალკაცის, სიჭინავა-არველაძის დროს არ შეგძულდა ქართული ფეხბურთი?????? ჟორდანია კაცია, ფეხბურთის ერთერთი ყველაზე მაგარი მცოდნე და სამართლიანობის აღდგენაც იქნება მისი ფედერაციაში დაბრუნება. ჟორდანია ჟორდანია

• 1

უნდა შეგვაზიზღონ ახლა ფეხბურთი, ფუუ

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა

Sportall.ge-ს გამოკითხვა: უმრავლესობას გაზაფხული-შემოდგომის ფორმატი მოსწონს

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]

ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება

ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა

ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]

ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]

"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან

სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს

თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა

საქართველოს თასის ფინალური მატჩის შემდეგ, გულშემატკივრებმა სტიუარდებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს [VIDEO]

"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება

"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა

"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს

"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში

ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე

ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს

ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]

ლანჩხუთის "გურიამ" ქუთაისის "ტორპედო" დაამარცხა

"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]

ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]

საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ

ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]