ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი "გრან კანარაიასა" და ნაკრებზე საუბრობს
მაშინ, როცა საქართველოს ნაკრები საფრანგეთის ტურნირზე გაეშურება, ესპანურ "გრან კანარიაში" დაბრუნდება ვილი ისიანი, რომელიც წინასასეზონო შეკრებას უმაღლესი ლიგის გუნდთან გაივლის.

18 წლის ჭაბუკი შარშანაც შეიყვანეს ესპანეთის პირველობის ერთ-ერთი მატჩის განაცხადში, მაგრამ მოედანზე არ გასულა.

ვილის იმედი აქვს, რომ მისი დებიუტი "გრან კანარიას" პირველ გუნდში ამ სეზონში შედგება.

საამისოდ კარგი შანსია სეზონისწინა ამხანაგური მატჩები, რომლებშიც კანარელები რამდნიმე წამყვან კალათბურთელს მოისაკლისებენ.

- ესპანეთში 19 აგვისტოს გავფრინდები და მეორე დღიდან გუნდთან ვარჯიშს შევუდგები. ვეცდები ჩემი შანსი გამოვიყენო. "გრან კანარიაში" ყველა რომ დაუბრუნდება მე დუბლშემადგენლობაში გადავალ და EBA-ს ლიგისთვის მოვემზადები. ტრავმის გამო გასულ სეზონში რამდენიმე კვირა გამიცდა, მას მერე ფორმის აღდგენას დრო დასჭირდა. იმედი მაქვს, 2014-15 წლების სეზონი წარმატებული გამოვა.

- ტრავმამ 18-წლამდელთა ნაკრებში გამოსვლაზე ხომ არ იმოქმედა?

- ნამდვილად უკან დამწია. ნაკრების მოსამზადებელ ციკლში ცუდად ვთამაშობდი, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ნელ-ნელა ფორმაში კი შევედი, მაგრამ ახალმოშუშებულმა ტრავმამ ფიზიკურ კონდიციებზე მაინც იმოქმედა.

- ნახევარფინალამდე ერთი მოგება დაგაკლდათ. როგორი კმაყოფილები დაბრუნდით შინ?

- ვფიქრობ, ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ იმის თქმაც შემიძლია, რომ მეტი შეგვეძლო. სადებიუტო შეხვედრაში შვედეთთან დამარცხებამ ჩვენზე ცუდად იმოქმედა. თუმცა, მას მერე ძალა მოვიკრიბეთ და ზედიზედ 5 შეხვედრა მოვიგეთ. ბოლომდე ვიბრძოლეთ. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ძალიან ძლიერი ისლანდია დავამარცხეთ.

ჩემი აზრით, ეს იყო საქართველოს ნაკრების საუკეთესო მატჩი შესარჩევზე. ისლანდიის შემდეგ ისრაელი გველოდა, რომელთან მოგებაც ნახევარფინალის საგზურს მოგვიტანდა, მაგრამ ძალა აღარ გვეყო. აშკარად დაღლილები ვიყავით. სხვა სიტუაციაში ისრაელთან ნამდვილად შეიძლებოდა წარმატებაზე ფიქრი.

- საქართველოს ნაკრებს რა ნიშნით გამოარჩევდი სხვა გუნდებისგან?

- მწვრთნელის, გია კაზანჯიანის მითითებით მაღალ ტემპში ვთამაშობდით და ასეთი ტაქტიკით ბევრსაც ვაჯობეთ. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები კარგი მსროლელებითაც გამოირჩეოდა, ფაქტობრივად, ყველას შეეძლო სამქულიანის ტყორცნა და ჩაგდება. ესეც ჩვენი უპირატესობა იყო. ამხანაგური მატჩებისგან განსხვავებით გამოვასწორეთ დაცვაში თამაში და ბევრ ძლიერ მეტოქეს გაუჭირდა ჩვენი დაცვის გადალახვა.

შემადგენლობის ნაწილი მომავალ წელს 20-წლამდელთა ნაკრებში ვითამაშებთ, ნაწილი - 18-წლამდელებში. იმედი მაქვს, წლევანდელი გამოცდილება ორივე ასაკის შესარჩევზე გამოგვადგება და უკეთეს შედეგსაც ვუჩვენებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

NBA
ყოველთვის გვიხარია ევროპის გუნდებში წამსვლელებს რომ ვგებულობთ, მიაწექი ვილი გაგვახარე
mano
თუ ეს ბიჭი შანს მართლა გამოიყენებს გამოდის რომ ის უკვე ტალანტია
NBA
1997 წლიანები ძალიან მაგარი ასაკია. ვილის წარმატებებს უსურვებთ დიდ კალათბურთში.
saxa
წარმატებეი ვილი, ძირითად გუნდში გელოდებით. გრან კანარიაში,
dango
ვილი მალე დიდ ნაკრებში მენახე . აბა შენ იცი
puma
18 წლამდელებში ძალიან ბევრნი კარგი კალათბურთელია. ვილის წარმატებებს უსურვებთ. მაგარი ბიჭიაო და ვნახოთ
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ვილი ისიანის 3 ქულა - ქართველის "დეტროიტი" 2-ქულიანი სხვაობით დამარცხდა
მამუკელაშვილმა და ბეჟანიშვილმა NCAA 11-11 ქულით და მოგებებით დაიწყეს [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "სიონმა" "დილას" 2:1 მოუგო [VIDEO]
ეროვნული რადარი – ქართველი კალათბურთელების ოკეანგაღმური ამბები
ვილი ისიანის გამორჩეული მატჩი NCAA-ში
ვილი ისიანმა რეგულარული ჩემპიონატი 14 ქულით დახურა და პლეი-ოფისთვის ემზადება