ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

კობი ბრაიანტი: ფულის გამო არასოდეს მითამაშია

კობი ბრაიანტი: ფულის გამო არასოდეს მითამაშია

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა კიდევ ერთხელ გადაკვრით მიანიშნა, რომ შემდეგი სეზონი, შესაძლოა, ბოლო გახდეს მისთვის
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა კიდევ ერთხელ გადაკვრით მიანიშნა, რომ შემდეგი სეზონი, შესაძლოა, ბოლო გახდეს მისთვის პროფესიულ კარიერაში. თუმცა, მაინც ნუ ვიჩქარებთ 36 წლის ლეგენდის პენსიაში გაშვებას: ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხუთგზის ჩემპიონი და "ყველა ვარსკვლავის მატჩის" 17-გზის მონაწილე ბოლომდე მზად არ არის ხმაურიანი განცხადებების გასაკეთებლად და უკან დასახევ გზას იტოვებს.

როგორც ბრაიანტი ამბობს, ის ფულისთვის არ რჩება სპორტში - მას მართლაც უყვარს კალათბურთი.

- "ლეიკერსის" გენერალური მენეჯერი მიტჩ კუპჩაკი ამბობდა, რომ შემდეგი სეზონი, შესაძლოა, ბოლო იყოს თქვენს კარიერაში. ასეა სინამდვილეში?

- ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი. შეიძლება მართლაც დავასრულო კარიერა მოახლოებული სეზონის შემდეგ. ასეთი გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის რთულია. მოთამაშეები, რომლებთანაც ამ თემაზე მილაპარაკია, მეუბნებოდნენ, რომ გარკვეულ მომენტში მე თავად მივხვდები ყველაფერს.

სინამდვილეში, ჩემთვის სულერთია - ან შემიძლია ვითამაშო კალათბურთი და გავუძლო NBA-ის კალათბურთელის დატვირთვებს, ან არა. არ ვართულებ ამოცანას. მაგრამ, ყოველთვის უკეთესია, გადაწყვეტილება სეზონის შემდეგ მიიღო. ჩემპიონატის დაწყების წინ, რთულია განსაზღვრო - რა იქნება მომავალში.

- ჩაფიქრებული ხომ არ გაქვთ გამოსათხოვარი ტურნეს ორგანიზება?

- ამის განხორციელება საკმაოდ რთული იქნება, რადგან ზუსტად არ ვიცი - დავასრულებ თუ არა კარიერას. დამდეგი სეზონი არ იქნება ჩემთვის გედის სიმღერა, რადგან მთელი ეს ისტორია ჯერ არ დაწერილა.

- რა მდგომარეობაშია დღეს თქვენი ორგანიზმი და გრძნობთ თუ არა განსხვავებას იმ სიტუაციასთან, რომლითაც მუშაობას იწყებდით შარშანდელ საწვრთნელ ბანაკში?

- ჩემი ორგანიზმი სრულ წესრიგშია. შესანიშნავად ვგრძნობ თავს. არანაირი შეკითხვები არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რისი გაკეთება შემიძლია მოედანზე და რისი - არა. აბსოლუტურად ჯანმრთელი და ძლიერი ფეხები მაქვს. სწორედ ამაშია სხვაობა.

რაც შეეხება სხეულის ზედა ნაწილს, მუდმივად ვმუშაობდი სატრენაჟორო დარბაზში და სიმძიმეებს ვეწეოდი. ფეხებთან დაკავშირებით უფრო რთულად იყო საქმე, მაგრამ ახლა, დარწმუნებული ვარ მათში.

- NBA-ში მრავალი წელი თამაშისა და ამდენი ტრავმის შემდეგ, რა გაიძულებთ ისევ ამ გზის გავლას?

- მიყვარს კალათბურთის თამაში, რეალურად სიამოვნებას ვიღებ პროცესისგან. ეს დაუჯერებელია: გავიარე გზა კალათბურთზე შეყვარებული პატარა ბიჭიდან, რომელსაც ეგონა, რომ მუდმივად ითამაშებდა, იმ ადამიანამდე, რომელიც ხვდება, რომ ყველაფერს აქვს დასასრული.

თუმცა, ხანდახან საინტერესოა ერთი ნაბიჯით უკან დახევა და შექმნილი შედევრით დატკბობა. ეს მდგომარეობა - საპირისპიროა იმ გრძნობისა, რომელსაც ბავშვობაში განვიცდიდი. შესანიშნავია, აი ასე იჯდე 37-ე დაბადების დღის წინ და ამაზე იმსჯელო.

- როგორ ებრძვით ტკივილებს და როგორ გადიხართ რეაბილიტაციის პროცესს?

- უბრალოდ, გავდივარ და მორჩა. თუ მე რაღაც გადავწყვიტე და გამოწვევა მივიღე, შუა გზაზე არ ვჩერდები და არ ვეკითხები ჩემს თავს - ღირს კი ეს მონდომება იმ მიზნისთვის, რომლისკენაც მივდივარ. მაგალითად, დღეს უკვე ჩამოვყალიბდი. მტკივნეული მომენტები იქნება, მაგრამ წინ უნდა ვიარო.

- როდესაც აცნობიერებთ, რამდენად შეიძლება გაიზარდოს თქვენი შემოსავალი მომდევნო სეზონში, არ ფიქრობთ იმაზე, რომ გააგრძელოთ გამოსვლა NBA-ში?

- არა, ამის გამო კარიერის გაგრძელება სულაც არ ხდება მომხიბვლელი. სულაც არა. ფულის გამო არასოდეს მითამაშია. ის არასოდეს ყოფილა მამოძრავებელი ძალა. ფული მოდის და მიდის, საკუთარი მომავალი კი მე უკვე უზრუნელყავი. რად მინდა ფული - რომ ის უფრო მეტი გახდეს? მე მყავს ოჯახი, შეძლებული ადამიანი ვარ. და ეს, დიდწილად, ღმერთის წყალობაა.

არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებ პირადი შემოსავლის მნიშვნელობას. არ მინდა ჩემი სიტყვები ისე გაიგონ, თითქოს მადლობას არ ვუხდიდე იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩემში სოლიდური თანხა ჩადეს. მაგრამ, ამავდროულად, დავსვათ კითხვა - რა არის კალათბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? გავიმეორებ - არასოდეს მითამაშია ფულის გამო.

როცა ცხოვრებაში პირველად ვიცვამდი სპორტულ ფეხსაცმელებს, არანაირი წარმოდგენა არ მქონდა, რა თანხას უხდიდნენ NBA-ის კლუბები მეჯიქ ჯონსონს ან ლარი ბერდს. ვთამაშობდი იმიტომ, რომ მიყვარს კალათბურთი.

- რა შეგიძლიათ თქვათ დღევანდელ "ლეიკერსზე"?

- კლუბმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მომავალს იმედით ვუყუროთ. მენეჯმენტმა დრაფტზე შესანიშნავად იმუშავა. თავისუფალი აგენტები, რომლებთანაც კონტრაქტი გაფორმდა - როი ჰიბერტი, ბრენდონ ბასი, ლუ უილიამსი - სოლიდური მოთამაშეები არიან.

ახლა, გუნდში ვხედავთ პერსპექტიულ ახალგაზრდებს და გამოცდილ ვეტერანებს. გამოწვევა, რომელსაც იღებს "ლეიკერსი", იმაში მდგომარეობს, რომ გაერთიანდეს მოთამაშეთა ეს ორი ჯგუფი და შეამციროს დროის ის მონაკვეთი, რომელიც ახალბედებს ადაპტაციისთვის სჭირდებათ.

რა დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ გუნდმა თავისი საუკეთესო კალათბურთის თამაში დაიწყოს? იმდენი, რამდენიც დ’ანჯელო რასელსა და ჯულიუს რენდლს დასჭირდებათ მწყობრში ჩასადგომად.

მაგალითად, იმავე ჯორდან კლარკსონმა გასულ რეგულარულში ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღო და ეს "ლეიკერსს" ძალიან გამოადგება. მოუთმენლად ველოდები მომენტს, როცა ამ ბიჭებთან ერთად გავალ მოედანზე.

- შეუძლია თუ არა "ლეიკერსს" პლეი ოფში გასვლა?

- რა თქმა უნდა. თითოეულ პოზიციაზე ძლიერი შემსრულებელები გვყავს. არის ნიჭიერი ახალგაზრდობა. როგორ შეერწყმებიან სურათის ეს ელემენტები ერთმანეთს? ეს ჯერ არ ვიცი.

საწვრთნელ ბანაკში ერთი მიზნით შევიკრიბებით: ჩამოვაყალიბოთ ერთიანი გუნდი. მოგვიწევს იმის გარკვევა - რაშია დღევანდელი "ლეიკერსის" ძლიერი და სუსტი მხარეები. ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ მოედანზე გავალთ, საკუთარი თამაში უნდა ვაჩვენოთ და დავფაროთ ნაკლოვანებები.

- როგორ უყურებთ მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე გადასვლის პერსპექტივას?

- სიმართლე გითხრათ, დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. პირადად თქვენთვის რას ნიშნავს შემტევი მცველიდან მსუბუქ ფორვარდად გადასვლა? ყველაფრის მიუხედავად, გუნდები მაინც "სმოლ-ბოლს" თამაშობენ.

NBA-ში არიან ფორვარდები მცველის მახასიათებლებით, ან ცენტრები, რომლებსაც შეუძლიათ ითამაშონ ფორვარდის პოზიციაზე. რაშია განსხვავება? დამისახელეთ თუნდაც ერთი მსუბუქი ან მძიმე ფორვარდი ამ სიტყვების თანამედროვე გაგებით, რომლებსაც შეუძლიათ ფართან ზურგით თამაში, და შეადარეთ იმას, რაც ადრე ხდებოდა მოედანზე.

ჩემთვის შემტევი მცველისა და მსუბუქი ფორვარდის პოზიციებს შორის არანაირი სხვაობა არ არსებობს. ყველა გუნდი, "მემფისის" გარდა, მეტოქის დაცვას წელავს და პერიმეტრიდან უტევს.

- გეგმავს თუ არა ბაირონ სკოტი რეგულარულ ჩემპიონატში თქვენი სათამაშო დროის შეზღუდვას?

- შესაძლოა. ჯერჯერობით არაფრის თქვა არ შემიძლია ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებას მატჩიდან მატჩამდე მივიღებთ. ყველა ვარიანტი დამაკმაყოფილებს, რადგან საკმაოდ დამყოლი ადამიანი ვარ. მოვუსმენ სამწვრთნელო შტაბსა და საკუთარ ორგანიზმს.

- თქვენი ქალიშვილები როგორ აღიქვამენ NBA-ში კარიერის გაგრძელების გადაწყვეტილებას?

- მათ უფრო ხშირად სურთ ჩემი სახლში ხილვა. მეც მომწონს მათ გვერდით ყოფნა. მაგრამ ისინი გრძნობენ ჩემს ტკივილს. მათ ესმით, რომ იმ ადამიანისთვის, რომელიც მხოლოდ იმას აკეთებდა, რომ კალათბურთს თამაშობდა ბავშვობიდან, მალე ყველაფერი დამთავრდება.

დიახ, ისინი ხედავენ, როგორ ვმუშაობ საკუთარ თავზე, ვვარჯიშობ, ვინარჩუნებ ფორმას, მაგრამ მათთვის, პირველ რიგში, მამად დავრჩები.

როცა ვცდილობ, ვუჩვენო მათ რაიმე მოძრაობა ბურთით, ისინი გაკვირვებულნი მიყურებენ და მეკითხებიან: "ამას სერიოზულად აკეთებ?" ისეთი გრძნობაა, თითქოს არ ვიცი, რაზე ვლაპარაკობ. დაუჯერებელი შეგრძნებაა.

- მალე ჩინური კომპანია "ალიბაბა გრუპი" გამოუშვებს დოკუმენტურ ფილმს - "კობი ბრაიანტის მუზა", რომელიც თქვენს ცხოვრებას მიეძღვნება. გარდა ამისა, შეიქმნება თქვენი ბრენდის რანგში უამრავი სერვისი და დამატება და ის ხელმისაწვდომი იქნება ჩინეთის 350 მილიონი მოქალაქისთვის. რა შედეგს ელით ამ კამპანიისგან?

- არანაირი საიდუმლო არ არსებობს - მინდა მოვყვე რამდენიმე ისტორია, რომელიც ადამიანებს აღმაფრენას მისცემს. თავდაპირველად, ჩნდება აღმაფრენა, და მხოლოდ შემდეგ - სერვისები, რომელიც დაეხმარება ადამიანებს მიიღონ წვდომა იმაზე, რის მიმართაც სწრაფვა გააჩნიათ.

ყველაფერი სწრაფვაშია. და კიდევ მოგზაურობასა და თავგადასავლებში. სწორედ აქედან გამოვდივართ, როცა Kobe, Inc-ის ბრენდს ვანვითარებთ.

- რამ გადაგაწყვეტინათ ასეთი მასშტაბური სამუშაო - ჩინეთის ბაზარზე გასვლა სუპერთანამედროვე ტექნოლოგიებით?

- როცა 2013 წლის აპრილში აქილევსის მყესის სერიოზული ტრავმა მივიღე, გავიფიქრე, რომ ჩემი კარიერა დასრულებული იყო. ჩემს ასაკში უკვე აღარ მქონდა ახალბედას მენტალიტეტი და მესმოდა - არ შემიძლია მუდმივად კალათბურთის თამაში.

ამიტომაც, სულ ვფიქრობდი და ვსწავლობდი, ბიზნესიდეებს ვახარისხებდი, მაგრამ სერიოზულად არ ვმუშაობდი მათ რეალიზაციაზე. იმ ტრავმის შემდეგ ჩავთვალე, რომ მოქმედების დრო მოვიდა.

დავიწყე საკუთარი თავისთვის კითხვების დასმა - კონკრეტულად რისი გაკეთება მინდოდა. არ ვაძლევდი ჩემს თავს იმაზე ფიქრის უფლებას - რომელი ინდუსტრიაა ყველაზე მომგებიანი და სად შემიძლია გამოვიმუშაო თანხის მაქსიმალური რაოდენობა.

ჩემი აზრით, ეს კატეგორიულად არასწორი მიდგომაა. ამიტომაც, მცირე პაუზა ავიღე და სხვა მხრიდან მოვუარე. "რისი გაკეთება მომწონს ყველაზე მეტად?" მომწონს ჭკუის სასწავლებელი ისტორიების მოყოლა. მიყვარს ადამიანებისთვის აღმაფრენის მიცემა. თავდაპირველად არ ვიცოდი, როგორ ამეწყო ამაზე ბიზნესი, მაგრამ თანდათანობით გავარკვიეთ ეს. დღეს უკვე ზუსტი გეგმა გვაქვს და მას მივყვებით.

- თქვენი აზრით, კიდევ სად შეიძლება გიხილოთ კარიერის დასრულების შემდეგ?

- ამაზე დღეს არ ვფიქრობ. მთლიანად კონცენტრირებული ვარ მიმდინარე პროექტის რეალიზაციაზე. ეს მართლაც რთულია. არის ბევრი რამ, რისი გაკეთებაც შემიძლია. არსებობს უამრავი იდეა. მე და ჩემს პარტნიორებს ნებისმიერი მიმართულებით წასვლა შეგვიძლია. მაგრამ მე მჯერა უკიდურესი კონცენტრაციის და დასახული მიზნისკენ მოძრაობის.

მოვიდა ჩემი ჩანაფიქრების განხორციელების დრო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• llcl

ამ სტატიის წაკითხვა ჩვენ ფეხბურთელებსაც არ აწყენდათ, თუ კითხვაც ისე იციან როგორც თამაში, ცოტა გაუჭირდებათ, მაგრამ მაინც

"ლეიკერსი" და ახალი იდენტობა - როგორ იქნება იდეალური ქიმია?!

197 მილიონიანი დილემა: "მემფისისა" და ჯა მორანტის ბედი ბუნდოვანია

[VIDEO] ჯეიმსის, დონჩიჩისა და რივზის გარეშე - "ლეიკერსმა" მცირე სენსაცია შემოგვთავაზა და "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა

კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში

საქართველო 10:1 ესტონეთი

"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან

[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი

"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა

იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა

[VIDEO] ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ - თოვლით დაფარულ მოედანზე ულამაზესი გოლი გავიდა

"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ

ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია

[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა

[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში

საქართველო 5:0 ესტონეთი

ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა

[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა

კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"

"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა

პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?

ლუკა დონჩიჩი: კარიერის დასრულება მადრიდის "რეალში" მსურს

[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!

[VIDEO] ჯეიმსის, დონჩიჩისა და რივზის გარეშე - "ლეიკერსმა" მცირე სენსაცია შემოგვთავაზა და "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა

"ლეიკერსი" და ახალი იდენტობა - როგორ იქნება იდეალური ქიმია?!

"ვისურვებდი, კობის და ჯიჯის ეს მომენტი ენახათ" - "ლეიკერსმა" დონჩიჩი წარადგინა

რა მოხდა სინამდვილეში? პილოტმა ორიენტაცია დაკარგა...

კობი 2 წლის წინ დაიღუპა, გავიხსენოთ ლეგენდარული ინტერვიუ

კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]

სარეკორდო გარიგება სპორტის ისტორიაში - "ლეიკერსი" 10 მილიარდ დოლარად გაიყიდა

ლებრონ ჯეიმსის მორიგი რეკორდი და გამარჯვება [VIDEO]

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა

Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა