შავი ზღვის ქვეყნების ღია თასის შეჯიბრებებში მონაწილეობას 200-მდე სპორტსმენი მიიღებს
მიმდინარე წლის 15-16 აგვისტოს, ქ. ბათუმში, ბათუმის სანაპიროზე, ღია ცის ქვეშ, პირველად საქართველოში ჩატარდება ძალისმიერი სპორტის სახეობათა შავი ზღვის ქვეყნების ღია თასის გათამაშება, რომელსაც მომავალში ექნება სისტემატური ხასიათი და ყოველწლიურად გაიმართება ბათუმში.

ღონისძიება ტარდება ორი საერთაშორისო სპორტული ფედერაციის - ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანებისა (International Power Sports Union) და მსოფლიო პაუერლიფტინგის ალიანსის (World Powerlifting Aliance) ერთობლივი პროექტით, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად, წინასწარი მონაცემებით, დარეგისტრირებულია 200-მდე სპორტსმენი: საქართველოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელორუსიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ისრაელიდან და შვეიცარიიდან, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, იასპარეზონ სხვადასხვა ასაკობრივ, წონით თუ სხვა კატეგორიებში, ასევე, ძალისმიერი სპორტის სხვადასხვა სახეობაში - როგორც IPSU-ს, ასევე WPA-ს ვერსიებით.

შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებენ წოლჭიმის მსოფლიო ელიტის წარმომადგენელი სპორტსმენები, რომელთაგან განსაკუთრებულად აღსანიშნავია საქართველოს წარმომადგენელი გიორგი ბეროშვილი და ბელორუსის წარმომადგენელი რომან ერემაშვილი და სხვები.

შეჯიბრებაზე ლიცენზირებულია მსოფლიოსა და ევროპის რეკორდების დამყარება, რისთვისაც მას დაესწრებიან სპეციალური, კომპეტენტური საერთაშორისო კომისიის წარმომადგენლები, მსოფლიო პაუერლიფტინგის ალიანსის ვიცე-პრეზიდენტის, ევროპის პოუერლიფტინგის პრეზიდენტის, ვადიმ კოცაგასა და ევროპის პოუერლიფტინგის ალიანსის მსაჯთა კოლეგიის თავმჯდომარის, ვლადიმერ სტარჩენკოს ხელმძღვანელობით.

განსაკუთრებული სტატუსით ღონისძიებას დაესწრება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.

შეჯიბრება ტარდება შემდეგ სახეობებში: ორჭიდი, წოლჭიმი, ამოწევა, უსასრულო წოლჭიმი, ხალხური წოლჭიმი, უსასრულო ამოწევა, ბიცეფსზე წონის ამოწევა, არმლიფტინგი.

ღონისძიების ორგანიზატორია ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანება (International Power Sports Union), რაშიც მხარდაჭერა გაგვიწიეს მეგობარმა ორგანიზაციებმა: აჭარის მთავრობამ, ბათუმის მერიამ, "მაკნატუნამ", "მაგთიკომმა", "ეკომითმა" და სხვებმა, რისთვისაც მათ უდიდეს მადლობას ვუხდით.

საქართველოს ძალისმიერი სპორტის პრესსამსახური

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე