საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრები პოლონურ ვროცლავში მიმდინარე მსოფლიოს თასის ფინალშია
ავტორის ფოტო

საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრები პოლონურ ვროცლავში მიმდინარე მსოფლიოს თასის ფინალშია.

ვროცლავში დღეს გუნდური შეჯიბრება მიმდინარეობს, რომელშიც ჩინებულად გამოვიდა ჩვენი სამეული: მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ხათუნა ნარიმანიძე და იულია ლობჟანიძე.

პირველ წრეში მათ ირანს 5:3 მოუგეს (55:55; 58:54; 55:57; 54:48), მეორეში გერმანიის ძლიერ გუნდს 5:1 აჯობეს (57:57; 56:53; 55:52), ნახევარფინალში კი ამ სეზონში უკვე მერამდენედ მოუგეს იტალიას, თანაც, მშრალი ანგარიშით, 6:0 (57:48; 55:47; 51:48).

მართალია, იტალია სრულიად გადახალისებული გუნდით გამოდიოდა და ტრადიციული სამეულიდან ამჯერად არავინ ჰყავდა, მაგრამ მეოთხედფინალში საკვალიფიკაციოში მეორეზე გასული და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ინდოეთი კი დაამარცხეს.

ფინალში ჩვენები აშშ-ს შეხვდებიან, რომელსაც ამჯერად არ ჰყავს ერთადერთი ლიცენზირებული ჩუბინი, ქართველი ოლიმპიური პრიზიორი ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი). ამერიკამაც საკმაოდ რთული გზა გაიარა - მოუგო იაპონიას და ჩინეთს, რომელმაც, თავის მხრივ, მსოფლიოს ახალი ჩემპიონი რუსეთი გააგდო.

ფინალური პაექრობები უკლებლივ ყველა დისციპლინაში 16 აგვისტოს გაიმართება, მათ შორის - გუნდურშიც და პირად პირველობაშიც, სადაც ესებუა ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, მისი მეტოქე კი გერმანელი ელენა რიხტერი იქნება.

მახო
ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ. აქ ერთი ჩასწორებაა--ამერიკელებს ჰყავთ გუნდში ხათუნა ლორიჯი. ხათუნა აქ იყო ერთი კვირა და აქედან გაემგზავრა შეჯიბრზე
მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ევროპის დიდი პრიზი: ქართველი მშვილდოსანი ქალების მორიგი წარმატება
რიო 2016: ქართველი მშვილდოსნები გუნდურში მედლების გარეშე დარჩნენ
პრეზიდენტი გაურკვევლობაში - ინტერვიუ ხათუნა ნარიმანიძესთან
ანტალიის ტურნირი: ჩვენი ქალებიდან საუკეთესო ქრისტინე ესებუა იყო
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე გამოსვლა ვერცხლის მედლით დაასრულა
რიო 2016. ხათუნა ნარიმანიძე უკრაინელთან დამარცხდა
რიო 2016: ქრისტინე ესებუამ ინდოელის ბარიერი ვერ დასძლია
ანტალიის ტურნირი: დაგვრჩა მხოლოდ ქრისტინე ესებუა
რიოს 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 7 აგვისტოს
დედა შვილს არ აიყვანსო - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან
საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა "ევროპის დიდი პრიზი" მოიგო
რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 10 აგვისტოს
ნატო ნასარიძე: ერთი ოლიმპიური ციკლი ისევ თურქეთში ვიქნები, მერე კი ვნახოთ...