აქამდე ამხელა ღონისძიება ჩვენთვის უცხო ხილი იყო და როცა რაღაცას პირველად ეჭიდები, შეცდომებს ვერ გამორიცხავ
ესეც ესე - სუპერთასი ჩავატარეთ! აქამდე ამხელა ღონისძიება ჩვენთვის უცხო ხილი იყო და როცა რაღაცას პირველად ეჭიდები, შეცდომებს ვერ გამორიცხავ.

კარგია, რომ შეცდომები არ იყო, ან თითქმის არ იყო. როცა კრიტიკას არ იშურებ, არც კარგის დანახვა უნდა დაგავიწყდეს...

არ უნდა დაგავიწყდეს, მაგრამ ამ ფორმაციის ფედერაციის მუშაობის შესაფასებლად მხოლოდ სუპერთასი არ იკმარებს. კარგი იყო, რომ მესი ვნახეთ. კარგი იყო, რომ ნამდვილი ფეხბურთი ვნახეთ.

ცუდი ისაა, რომ მესი უკვე წავიდა, სუარესიც წავიდა, ინიესტაც გაჰყვა და ჩვენ ქართული ფეხბურთი ისეთივე დაგვრჩა, როგორიც აქამდე იყო.

აი, ეს არის ამ ფორმაციის ფედერაციის პასუხისმგებლობის მთავარი თემა. "ბარსელონა" "სევილიას" მერე ძალიან მაგარ "დინამო არენაზე" "დინამო"-"საპოვნელაა". იმ თამაშის საცქერად სამასი კაცი თუ მოგროვდება, ესეც კარგია. აი, ამაზე უნდა დავფიქრდეთ.

ეს არის ჩვენი ფეხბურთის ჭირი და სატკივარი, თორემ სუპერთასი მართლაც კარგი იყო. არის, რადგან ერთჯერადი სანახაობა ვერაფრით გადაფარავს იმას, რაც წლების განმავლობაში ხდება ქართულ ფეხბურთში.

ზვიად სიჭინავამ თქვა, რომ ქართული ფეხბურთიდან მიდის. ჩვენ ამას ველოდით, ჩვენ ეს ვიცოდით და ამაში უცნაური არაფერია. სიჭინავამ წასასვლელად შეარჩია საუკეთესო დრო - კარგად ორგანიზებულმა სუპერთასმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ხალხის თვალში ქულები დაუწერა.

ეს კარგია, მაგრამ რა ვუყოთ, რომ ჩვენი ფეხბურთი იმ კაცს გვახსენებს, მტერზე მეტად მოყვარეს რომ უბრმავებს თვალს?! სხვათა შორის, სულაც არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ფეხბურთი ზვიად სიჭინავამ დაღუპა. მას ჩვენ უკვე ბევრი წელია ვღუპავთ ჩვენი დაუდევრობითა და უსისტემობით.

უბრალოდ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა უნდა შეცვალოს მთელი დრომოჭმული და დამყაყებული სისტემა. სისტემა, რომელიც ჩვენს ფეხბურთს წურბელასავით სწოვს სისხლს.

თუ ამას შეძლებს, ვინც უნდა იყოს, ტაშს დავუკრავთ, თუ არა და - კრიტიკას არ მოვაკლებთ. ჩვენი ხელობის ხვედრიც და დანიშნულებაც ხომ ესაა...

ახლა სუპერთასს დავუბრუნდეთ. თბილისში ვნახეთ სარეკორდოდ ბევრი გოლი. ვნახეთ შოუ და დიდი თავისუფლება მინდორზე, რომლის მსგავსიც მე იშვიათად მახსენდება იმ დიდ მატჩებში, რომელსაც მოვესწარი.

უეფას სუპერთასი 2015: ეს იყო თბილისში...[VIDEO+PHOTO]

საიდანაც გინდა, მიუდექი და როგორც გინდა, გაზომე - ეს არ იყო ტიტულზე დაგეშილი ორი გუნდის სისხლისმღვრელი რკენა. ეს იყო შოუ და თავისუფლება. ამას რომ ვწერ, წამითაც არ მინდა დავეთანხმო ჩვენი ქომაგების იმ ნაწილს, დღესაც რომ მონდომებით ავრცელებს შეთქმულების იმ თეორიას, რომლის მიხედვითაც ყველაფერი წინასწარ იყო დადგმული.

ჩემი აზრით, საქმე სხვა რამეშია. სეზონის დასაწყისში "ბარსელონამ" თავის გემოზე ითამაშა და ამ თამაშში შოუს ბევრი ელემენტიც გამოურია. გადაჭედილი სტადიონის ლომის წილი "ბარსას" ქომაგობდა და კატალონიელებმა მაყურებელს "გაუსწორეს".

რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს? პირველ რიგში ის, რომ თანამედროვე საკლუბო ფეხბურთში არ მეგულება გუნდი, რომელიც სერიოზულ, ძვალთამსხვრეველ თამაშში "ბარსას" სამბურთიან ჩამორჩენას "ამოუქაჩავს";

ისიც, რომ "ბარსელონა" სხვა დროს და სხვა შემთხვევაში ასე არასოდეს მოეშვება და არც ინიესტას შეცვლის სერხი რობერტო მაშინ, როცა მთელი ტაიმი ჯერ კიდევ წინაა. არ შეცვლის, რადგან ლუის ენრიკე, უბრალოდ, ვერ გარისკავს.

თუ ვინმეს უნდა დაედგა შოუ, "ბარსელონას" უნდა დაედგა და დადგა კიდეც. ემოციებს ნუ შევადარებთ, სასწორზე მაინც ტიტული იდო, თუმცა ურყევად მჯერა - ამხელა სივრცეებს "ბარსა" მოწინააღმდეგეს არასდროს დაუტოვებს, თუნდაც ჩემპიონთა ლიგის რიგითზე რიგითი მატჩისას...

ეს თბილისში მოხდა და ეს ჩვენთვის ცუდი არ ყოფილა. პირიქით, კარგი იყო, რადგან მაყურებელი, მასა, ფეხბურთის სილამაზეს დიდწილად მაინც გოლებით აფასებს. ცხრა ბურთი ერთ შეხვედრაში ძალიან ბევრია. თამამად შეგვიძლია დავწეროთ, რომ შოუ შედგა.

რაში დაგვარწმუნა სუპერთასმა? ჩვენ ერთხელაც მივხვდით, რომ ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მესიმ გაიტანა ორი და "გააკეთა" მესამე (თითქოს) გადამწყვეტი გოლი, საერთოდ, თანამედროვე "ბარსელონას" სიდიადის მიუხედავად, "ბარსას" ყველა ფეხბურთელი ლეოს ეძებს და როცა პოულობს, მოწინააღმდეგეს კარგი დღე არ ადგება ხოლმე...

დავრწმუნდით, რომ "ბარსელონასთვის" ძალზე ბევრს ნიშნავს ანდრეს ინიესტა. ხერხემლის ერთი ნაწილი აღარ არის - ჩავი ყატარში წავიდა, მეორე მინდორზე იყო და სანამ იყო, კატალონიელები დამაჯერებლად იგებდნენ.

ერთხელაც ვნახეთ, რომ "ბარსელონას" ყველაზე სუსტი რგოლი დაცვაა და დავრწმუნდით, რომ ჟერემი მატიე არ არის იმ კლასის ფეხბურთელი, როგორიც "ბარსელონას" ეკადრება და კატალონიელთა სათადარიგო სკამზეც არ სხედან სუპერშემსრულებლები.

ჩვენ ვნახეთ ლუის სუარესი. მაგარი ფეხბურთელი და მაგარი "ფანტაზისტა". ის დიდებულად თამაშობს, კიდევ უკეთესად ატყუებს და ზოგჯერ მეტოქეს თავადაც ეჯახება, მსაჯს ჯარიმა რომ გამოსტყუოს...

მოკლედ, თბილისში შოუ შედგა.

და შოუ აუცილებლად გაგრძელდება.

მთავარია, ქართულ ფეხბურთშიც ისეთი ამბები დატრიალდეს, რომ დავწეროთ:

Show must go on!

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

jordano ubrunebelo
მეავტორს არ ვიცნობ, მაგრამ მაგარი წერილია. და შენ თუ ამ ავტორს ვერ იტან, ნუ კითხულობ. მარტივია, ხო?
gigz
kargi statiaa. dghes iseti dro dadga rom yvelgan imaze unda vwerdet rac qartul pexburtshi xdeba
Diego
მართალია, ჩავი წავიდა მარტო ინიესტა დარჩა, დასუსტა ბარსა. აი ეხლა უნდა ჩამოვიდეს უკან ბარსაში ის გაჩეჩილი ფაბრეგასი, ეხლაა მაგის დრო თორე დაერხა ბარსას.
ჯორდანო უბრუნებელი
მოსე მწერალი ხარ ალეკო,მოსე! არ გინდა დაანებო თავი ამ ვითომ ჟურნალისტობას?
afera
სახელმწიფომ რო 20 მილიონი დახარჯა ეგეც ფედერაციას ჩაეთვლება?
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
[VIDEO] აი, როგორი უნდა იყოს თავდამსხმელი. მიქაუტაძის დამსახურებით - "ვილიარეალმა" "სევილიას" მოუგო და მესამე ადგილზე დამკვიდრდა
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ის, რაც აქამდე ვერც ერთმა ფრანგულმა გუნდმა ვერ შეძლო - პსჟ ისტორიის წერას აგრძელებს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
ჟოზე მოურინიო: არადა, ვიდეოგამეორება რომ გამოეყენებინათ...
რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი 2:1 - მშიერი "რეალის" პირველი სუპერლუკმა [VIDEO]
ზინედინ ზიდანი: სწორედ ასეთი შრომის შედეგი იყო ჩვენი გამარჯვება
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
უეფას 2020 წლის სუპერთასის მასპინძლობა 9 ასოციაციას სურს
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
"ახლა უკვე შემიძლია მესისთან დაკავშირებით სიმართლე ვთქვა... ფლიკი ბოდიშებს მიხდიდა" - ჩავი "ბარსელონას" ბორდს დაუპირისპირდა
"რეალი" VS "ატლეტიკო" - უეფას სუპერთასი მადრიდში რჩება, გასარკვევია, ვისთან?
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
"იამალთან დაკავშირებით ეს ნამდვილად მეამაყება" - ლაპორტა