ბულგარულ სამოკოვში მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი დამთავრდა
ბულგარულ სამოკოვში მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი დამთავრდა, რომელშიც საქართველოს რვა წარმომადგენელი (მთავარი მწვრთნელი დავით წიკლაური, მწვრთნელები - ზურაბ გუნია, ლაშა დუნდუა) მონაწილეობდა.

ჩვენმა სპორტსმენებმა თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი და მსოფლიოს ჩემპიონატის სამი საგზური მოიპოვეს. ამ წარმატებით ქართველმა მოკრივეებმა გუნდური მერვე ადგილი დაიკავეს.

ოთხი ოქროთი ყველას რუსებმა აჯობეს, ორი ოქროთი და ერთი ბრინჯაოთი მეორე ადგილი ირლანდიელებს ერგოთ, ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით მესამე ადგილი ბრიტანელებს ხვდათ.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ახალქალაქელმა ოთარ ერანოსიანმა იყოჩაღა. სტარტზე მან ალმოგ ბრიგა (ისრაელი) დაამარცხა, შემდეგ გერმანიის სახელით მოასპარეზე რობერტ არუთინიანს აჯობა, მეოთხედფინალში ამ წონის ერთ-ერთი ფავორიტი, მეორე ნომრად განთესილი რუსი ადლან აბდურაშიდოვი დაჯაბნა, ნახევარფინალში მასპინძელ ელიან დიმიტროვს მესამე რაუნდში ნოკაუტით სძლია, გადამწყვეტი პაექრობა კი დიდ ბრიტანელ ჯოზეფ კორდინასთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

75 კილოში საქართველოს სპორტულ ღირსებას იცავდა 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი ზაალ კვაჭატაძე. ჩვენებურმა ზედიზედ ჩამოიშორა გზიდან ტომას პივორუნი (ლიტვა), ანდრეი ბიკოვიჩი (სლოვენია), არმენ ჰოვიკიანი (სომხეთი) და ნახევარფინალში გავიდა, იქ კი მისი წინსვლა პიოტრ ხამუკოვმა (რუსეთი) შეაჩერა. კვაჭატაძე მესამე ადგილზე გავიდა.

მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორ მიხეილ ბახტიძეს (+91 კგ), რომელიც პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი მანტას ვალავისიუჩს (ლიტვა) მოუგო, მეოთხედფინალში ჩვენებური წონის ლიდერ ფილიპ ჰრგოვიჩთან (ხორვატია) დამარცხდა. ხორვატი ფინალში გავიდა, სადაც გერმანელ ფლორიან შულცს აჯობა და ჩემპიონობა მოიპოვა.

ჰრგოვიჩის წარმატებამ ბახტიძეს სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატისკენ გაუხსნა გზა - ექვსეულში მოხვდა და ჩვენი ორი მედალოსნის - კვაჭატაძისა და ერანოსიანის მსგავსად, შემოდგომით პლანეტის უძლიერეს მოკრივეებს რიოს 2016 წლის თამაშების საგზურისთვის დაუპირისპირდება.

ბულგარეთში ევროპის ჩემპიონატზე დანარჩენ წონებში, შეგახსენებთ, ქართველთაგან გელა აბაშიძემ (69), ნიკოლოზ სეხნიაშვილმა (81) და ლევან გულედანმა (91) პირველი შეხვედრები მოიგეს, მაგრამ მერვედფინალში დამარცხდნენ და შეჯიბრებას გამოეთიშნენ, მიხეილ კაზანჯიანი (49) და ირაკლი დალაქიშვილი (64) კი პირველსავე წრეში დაემშვიდობნენ ჩემპიონატს.

კვარცხლბეკი

49 კგ

1. ვასილი ეგოროვი (რუსეთი), 2. ჰერვი ჰორნი (დიდი ბრიტანეთი), 3. ტინკო ბანაბაკოვი (ბულგარეთი), რუფატ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი).

52 კგ

1. დანიელ პანევი (ბულგარეთი), 2. მუჰამედ ალი (დიდი ბრიტანეთი), 3. ნანდორ შოკა (უნგრეთი), ხოსე დე ლა ნიევე ლინარესი (ესპანეთი).

56 კგ

1. მაიკლ კონლანი (ირლანდია), 2. ქას აშფაქი (დიდი ბრიტანეთი), 3. ფრანჩესკო მაიეტა (იტალია), არამ ავაგიანი (სომხეთი).

60 კგ

1. ჯოზეფ კორდინა (დიდი ბრიტანეთი), 2. ოთარ ერანოსიანი (საქართველო), 3. ენრიკო ლაკრუსი (ჰოლანდია), ელიან დიმიტროვი (ბულგარეთი).

64 კგ

1. ვიტალი დუნაიცევი (რუსეთი), 2. პატ მაკკორმაკი (დიდი ბრიტანეთი), 3. უილიამ ვოლში (ირლანდია), ევალდას პეტრაუსკასი (ლიტვა).

69 კგ

1. ეიმანტას სტანიონისი (ლიტვა), 2. პაველ კაცრამინი (ბელორუსი), 3. იუბა სისოკო (ესპანეთი), იბრაჰიმ კლარენსი (შვედეთი).

75 კგ

1. პიოტრ ხამუკოვი (რუსეთი), 2. ტომაზ იაბლონსკი (პოლონეთი), 3. ზაალ კვაჭატაძე (საქართველო), სალვატორე კავალარო (იტალია).

81 კგ

1. ჯოზეფ ვერდი (ირლანდია), 2. პეტერ მულენბერგი (ჰოლანდია), 3. ჰროვიე სეპი (ხორვატია), ჯოშუა ბატსი (დიდი ბრიტანეთი).

91 კგ

1. ევგენი ტიშჩენკო (რუსეთი), 2. იგორ პაველ იაკუბოვსკი (პოლონეთი), 3. ვენკოვ პულევი (ბულგარეთი), ნიკოლაის გრისუნინსი (ლატვია).

+91 კგ

1. ფილიპ ჰრგოვიჩი (ხორვატია), 2. ფლორიან შულცი (გერმანია), 3. მიხაი ნისტორი (რუმინეთი), პეტარ ბელბეროვი (ბულგარეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
ბაქოს სალიცენზიო ტურნირი კრივში: ოთხეული მეოთხედფინალისთვის
კრივი. ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი: ანტალიაში შვიდეული იბრძოლებს
დავით წიკლაური: ასეთი წარმატება ქართულ კრივს დიდი ხანია, არ ჰქონია
ბაქოს სალიცენზიო ტურნირი კრივში: გელა აბაშიძეს სისოკოსთან რევანში არ გამოუვიდა
მინსკი 2019: ოთარ ერანოსიანმა საქართველოს 25-ე მედალი მოუტანა
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 28 ივნისის განრიგი
დავით წიკლაური: ნაკრებში ადგილი დაბევებული არავის ექნება
მინსკი 2019: ერთ-ერთი სინჯის მედალი ოთარ ერანოსიანმაც გაინაღდა
მინსკი 2019. სახილ ალახვერდოვმა ბრინჯაოს მედალი გაინაღდა
ბაქოს სალიცენზიო ტურნირი კრივში: უსაგზუროდ დავრჩით
ბაქოს სალიცენზიო ტურნირი კრივში: ოთხეული საგზურის შანსს ინარჩუნებს
საქართველოს მოკრივეთა ნაკრები ბაქოში ოლიმპიადის ლიცენზიებისთვის იბრძოლებს