გუშინ, 17 აგვისტოს, რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა
გუშინ, 17 აგვისტოს, რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა.

რუსეთის პრემიერლიგაში ტურის მორჩენილი მატჩი გაიმართა - ქართველების "მორდოვია" საკუთარ მოედანზე "უფასთან" დამარცხდა - 0:1.

სამწუხაროდ, მასპინძელთა მეკარე ნუკრი რევიშვილმა კარის "მშრალად" შენახვა ვერ შეძლო. ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე გავიდა - სტუმარი გუნდის ფეხბურთელმა ფლანგურ პასს მეკარის საჯარიმოს ხაზიდან მძლავრი თავური დასცხო. საქართველოს ნაკრების მეკარემ championat.com-ისგან საკმაოდ დაბალი შეფასება - 5,5 ბალი მიიღო.

რაც შეეხება მეორე ქართველს, მცველ მამუკა კობახიძეს, ის თამაშის ბოლომდე თადარიგში დარჩა.

მორიგი ტურის მატჩები გაიმართა რუსეთის I დივიზიონში, სადაც ქართველების საკმაოდ წარმომადგენლობითი ჯგუფია. მაგალითად, კახა ალადაშვილის "სკა ენერგიამ" შავი დღე აყარა "კამაზს" - 4:0. ეს ხაბაროვსკელთა პირველი გამარჯვებაა მიმდინარე სეზონში. ქართველმა მარჯვენა მცველად 67-ე წუთამდე ითამაშა, რის შემდეგაც შეცვალეს (უკვე 3:0-ზე).

სხვათა შორის, "სკა ენერგიის" თავდასხმაში პირველი ტაიმი ითამაშა 19 წლის ლაშა იმედაშვილმა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

სამმა ქართველმა ითამაშა "არმავირში", რომელიც "ტომთან" საგარეო მატჩში შერცხვა - 0:4. ორი ყვითელი ბარათის გამო 76-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს საყრდენი ნახევარმცველი ირაკლი ჭეჟია. ძირითად შემადგენლობაში იყო მარცხენა შუახაზელი დავით ხურციძეც, ხოლო შემტევი ირაკლი გეფერიძე 68-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში.

რაც შეეხება კიდევ ერთ შემტევ ზამირ ჯანაშიას, ის საერთოდ არ გამოჩენილა. დებიუტანტ "არმავირს" 7 ტურის შემდეგ 5 ფრე და 2 მარცხი აქვს.

თურქეთის სუპერლიგაში ველოდებოდით ნიკა ძალამიძის დებიუტს. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ახლახან გადავიდა "რიზესფორში", რომელიც პირველ ტურში სტუმრად "გენჩლერბირლიგის" შეხვდა და დრამატულ ბრძოლაში 3:2 მოუგო.

სამწუხაროდ, არ შედგა ძალამიძის დებიუტი - მან მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

ბელორუსის უმაღლეს ლიგაში ზედიზედ მესამედ დამარცხდა (1:2 "ჟოდინოსთან", საკუთარ მოედანზე) მოზირის "სლავია", სადაც ორი ჩვენებური ირიცხება - ნახევარმცველი იაკობ აფხაზავა და შემტევი დავით ჩიგოევი. სხვათა შორის, 36-ე წუთზე აფხაზავა სწორედ ჩიგოევმა შეცვალა, ხოლო რამდენიმე წუთით ადრე აფხაზავამ ყვითელი ბარათიც მიიღო.

ესტონეთის მეისტრილიგაში "ფლორამ" ერთ-ერთ აუტსაიდერ "ტულევიკს" შინ 4:1 მოუგო. მასპინძელთა რიგებში 90 წუთი გაატარა მინდორზე ჩვენებურმა შემტევმა ზაქარია ბეგლარიშვილმა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
უკვე ოფიციალურად: მამუკა კობახიძე ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
სენეგალელი და 3 ქართველი - "ტორპედო" ფეხბურთელების დამატებაზე მუშაობს
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი მალტაში - ბათუმის "დინამოს" ექსფეხბურთელის მოლოდინში
ქართველი თავისუფალი აგენტები და ჩემპიონატები სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა
ნიკა ძალამიძემ "დინამო თბილისი" დატოვა
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
მამუკა კობახიძე "ტორპედოს" დაემშვიდობა - ის კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს
ბათუმის "დინამო": ერთი ტრანსფერი შედგა, კიდევ ერთი ბრაზილიელის დამატებაც იგეგმება
კახა კაჭარავა: "ჩიხურასთან" ადვილი თამაში არ გველის
"მწვრთნელმა მითხრა, რომ მხოლოდ პრეზიდენტის არჩევანი ვიყავი" - ნიკა ძალამიძე კარიერულ სირთულეებზე
ნიკა ძალამიძე "ბალტიკადან" "რუსთავში" გადავიდა
სფფ-მ საუკეთესოები დააჯილდოვა - წლის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ჩაკვეტაძე დაასახელეს
"ტორპედო" უმძიმეს ვითარებაშია - ევროპა ლიგამდე 2 კვირით ადრე გუნდი 7-მა ფეხბურთელმა დატოვა
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან