ახალგაზრდა ფორვარდის მოტივები: რატომ ვთქვი უარი სლოვაკეთზე?..
საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტური უკვე გაიმართა, დაიწყო ეროვნული თასის გათამაშებაც, თუმცა, სატრანსფერო "ფანჯარა" დღემდე არ დახურულა და გუნდები დაკომპლექტებას აგრძელებენ, ოღონდ, არა იმ ინტენსივობით, როგორც აქამდე.

შევიტყვეთ, რომ ბოლო ტრანსფერი 18 აგვისტოს "შუქურამ" განახორციელა - ქობულეთურ გუნდში ილია კერძევაძე ჩაირიცხა.

გიორგი დევდარიანის ფორმაციის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი "სამტრედიაში" თამაშობდა. მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი დატოვა.

ქობულეთის "შუქურამდე" მისი ასავალ-დასავალი ლამის არავინ იცოდა. კერძევაძის თქმით, ის ევროპაში დამკვიდრებას ცდილობდა, მაგრამ რაღაც მიზეზებმა შეუშალა ხელი.

"მას შემდეგ, რაც "სამტრედიიდან" წამოვედი, სლოვაკეთში ვიყავი. ამ ქვეყნის სუპერლიგაში არის ასეთი გუნდი - "ზლატე მორავცე". დღესდღეობით, ეს გუნდი სლოვაკეთის ჩემპიონატის აუტსაიდერია, მაგრამ ევროპაში წასვლა ძალიან მინდოდა და იმედი მქონდა, რომ ამ გუნდში თამაში წამადგებოდა.

ხელმძღვანელობასა და მწვრთნელს მოვწონდი და კონტრაქტიც შემომთავაზეს, მაგრამ პირობებზე ვერ შევთანხმდით", - ამბობს კერძევაძე.

ასეთ პასუხზე ბევრს ებადება კითხვა - კი, მაგრამ საქართველოში ხომ ევროპელებზე უკეთესი პირობები არ არის? კერძევაძემ დაგვიკონკრეტა:

"ბუნებრივია, განსაკუთრებულ პირობებს საქართველოში არც ვიმედოვნებ. მაგრამ სლოვაკებთან რომ დავილაპარაკე, გაოცებული დავრჩი. ორი აზრი არ არის, საკმაოდ კარგი დონის ჩემპიონატი აქვთ, მაგრამ 4-წლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს, ამხელა ვადით იქ დარჩენა კი არ მსურდა. უარის მეორე მოტივი კი ის არის, რომ ამ ოთხ წელიწადში ხელფასად 1000 ევროს მთავაზობდნენ.

ფულზე დახარბებული არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ სლოვაკეთი საკმაოდ ძვირი ქვეყანაა და ეს ფული არ მეყოფოდა. ნაკლებვადიანი კონტრაქტი რომ შემოეთავაზებინათ, ამ პირობითაც დავთანხმდებოდი. მაგრამ ამაზეც არ წამოვიდნენ და საბოლოოდ, ვერ შევთანხმდით.

"შუქურასთან" კი ხელშეკრულება მაისამდე გავაფორმე, საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდია და იმედია, აქ თამაშიც წამადგება. სამი დღეა, ქობულეთელებთან ერთად ვვარჯიშობ და მალე განაცხადშიც შემიყვანენ".

ნ.ბ.
ფინანსური პრობლემა, იმიტო ემარტებატ რომ დაქცეულ ქვეყანასში ვცხოვრობტ და ისე გვიყურებენ როგორც მათხოვრებს. და კიდევ ერთი როცა იმპორმაციას არ ფლობტ ტავი შეიკავეტ უაზრო კომენტარებისგან
მწარე
ისე რა სულ ჩვენებს ემართებათ ,,ფინანსური'' პრობლემები ?? ეგ რომ მართლა მოსწონებოდათ ვინმე უკან გამოუშვებდაა ??/ ტყუილები ხომ ჩვენი გაუბედურებული ფეხბურთის განუყოფელი ნაწილი გახდა რა....
ამერიკელი
ხელფასი 1000 ევრო? მონობაა თუ რა არის? ან (1) ფეხბურთელს გონია რომ ფეხბურთსა თამაშობს და სლოვაკიური გუნდი ასე არ ფიქრობს, ან (2) აგმოსავლეთ ევრობა საქართველოს ჯ-კლასის ქვეყანად მოოჩნევს.
kanoni
ფედერაციის გადაწყვეტილებით კონტრაქტის დადება 1 წელზე ნაკლები დროით არ შეიძლება.დადებული კონტრაქტი კი გამოდის 1 წელზე ნაკლები,რაც კანონის დარღვევაა.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
"ᓡᓐᓛᓢᓠᓔᓓᓘᓐᓛ" 19-ᓬᓚᓐᓛᓓᓔᓚთᓐ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘᓡ ᓗᓐᓕᓓᓐᓛᓡᓮᓛᓔᓚი ᓓᓐᓘᓛᓐᓢᓐ
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
"სლოვანის" ზედიზედ მესამე ფრე - ქართველების გუნდმა ლიდერობა დაკარგა
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]