საკალათბურთო კომპლექსი ზაზას 50 წლით, უსასყიდლოდ გადაეცა...
ზაზა ფაჩულიას ათი წლის წინათაც ჰქონდა განზრახული საკუთარი სახელობის საკალათბურთო აკადემიის შექმნა, მაგრამ უამრავი ობიექტური, უფრო სუბიექტური მიზეზის გამო ეს ვერ მოხერხდა.

18 აგვისტოს კი მეტად საინტერესო ამბავი გავიგეთ: სპორტის სამინისტროს პრესცენტრიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, დიდუბის მანეჟი ზაზა ფაჩულიას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო ვითარებაში უნდა გადასცესო.

ადგილზე მისულებმა კი შევიტყვეთ, რომ საკალათბურთო კომპლექსი ზაზას 50 წლით, უსასყიდლოდ გადაეცა...

დიდუბეში საკალათბურთო საზოგადოებამ მოიყარა თავი, შეიკრიბნენ ეროვნული და 15-წლამდელთა ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პოლიტიკური თუ სპორტული მიმომხილველები...

პრემიერ-მინისტრმა ჯერ ზაზას ჩამოართვა ხელი და ახალ საქმეში წარმატებები უსურვა, შემდეგ კი საქართველოს ნაკრების კაპიტნისგან კალათბურთელთა ხელმოწერებით დამშვენებული ევრობასკეტი 2015-ის ოფიციალური ბურთი მიიღო.

სამახსოვრო ფოტოს გადაღების შემდეგ პრემიერმა მედიისთვისაც მოიცალა:

"ჩვენი სურვილია, დიდუბის მანეჟში მოეწყოს NBA-ს სტანდარტების კალათბურთის აკადემია. ჩვენს სახელოვან კალათბურთელს, ჩვენთვის საამაყო ზაზა ფაჩულიას წლების განმავლობაში ჰქონდა სურვილი, გაეკეთებინა კალათბურთის აკადემია, რაც აქამდე ვერ მოხერხდა.

მიხარია, რომ ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით ეს შევძელით. ეს სიმბოლური გადაწყვეტილებაა, რადგან ნაკრების სახელოვანი კალათბურთელების უმეტესობა და პირადად ზაზა ფაჩულია წლების განმავლობაში აქ თამაშობდნენ.

ამ დარბაზს ჩვენს კალათბურთელებს სრულიად უსასყიდლოდ გადავცემთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზაზა ფაჩულიას შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ცოდნით, უნარით, გამოცდილებით, გაზარდოს არაერთი სახელოვანი კალათბურთელი, რომლებითაც მომავალში ვიამაყებთ".

ბოლო წინადადების დასრულება და რამდენიმე ჟურნალისტის ერთობლივი შეკითხვა ერთი იყო - სამთავრობო ცვლილებებზე რას იტყვითო...

სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვიცი, რა ცვლილებებზე ეკითხებოდნენ, ერთი კი ვიცი - ქვეყნისთვის 18 აგვისტოს დიდუბის მანეჟის ფაჩულიასთვის გადაცემა იყო მთავარი საქმე.

50 წლის განმავლობაში, ვინ მოთვლის, რამდენჯერ შეიცვლება ქვეყანაში მთავრობა, ზოგი კარგს გააკეთებს, ზოგი - არა, ზაზა ფაჩულიას აკადემია კი ქართველი ბავშვების ჯანმრთელად აღზრდას მოემსახურება. ამაზე კარგი რა უნდა გაკეთდეს?

"ზაზა ფაჩულიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ქვეყნის სასიკეთოდ დიდი პასუხისმგებლობა აიღო და დარწმუნებულები ვართ, უმაღლესი დონის აკადემიას ჩამოაყალიბებს. იმედია, მისი ეს ნაბიჯი მაგალითად იქცევა სხვა სახელოვანი სპორტსმენებისთვის. ჩვენ კი ვეცდებით, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი", - აღნიშნა სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ კონკრეტულად როდის ამოქმედდება აკადემია, რა გეგმებს ისახავს ფაჩულია? ამ შეკითხვებით, ცხადია, ზაზას მივმართეთ.

"დიდი ხანია, მაქვს სურვილი საკუთარი აკადემიის ჩამოყალიბებისა, მაგრამ აქამდე ეს ვერ მოხერხდა.

ახლა კი ყველაფერი ძალიან სწრაფად გადაწყდა და რადგან სანაკრებო მატჩებით ვარ დაკავებული, აქამდე არ მქონდა დრო კონკრეტული გეგმის ჩამოყალიბებისა. სექტემბრის დასაწყისში ევროპის ჩემპიონატი გველის და მთლიანად ამ ღონისძიებაზე ვარ კონცენტრირებული, მინდა, გუნდთან ერთად საქართველოს სახელი ღირსეულად დავიცვა.

ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ კი გეგმას სრულად ჩამოვაყალიბებ და დეტალურადაც გაგაცნობთ. დღეს შემიძლია გადაჭრით ვთქვა, რომ აკადემიას ზაზა ფაჩულიას სახელი დაერქმევა და იგი უმაღლესი დონისა იქნება", - გვითხრა ზაზა ფაჩულიამ.

ჩვენი გაზეთის მკითხველს უთუოდ ემახსოვრება, რომ 2013 წლის ბოლოს ზაზა ფაჩულიამ "მილუოკი ბაქსის" ხელმძღვანელობას მიმართა თხოვნით, ძველი პარკეტი მისთვის მიეყიდათ. მაშინ ზაზამ გვითხრა - ძალიან მინდა, ქართველი ბავშვები იმ მოედანზე თამაშობდნენ, რომელზეც სხვადასხვა დროს ლებრონ ჯეიმსსა და კობი ბრაიანტს ოფლი დაუღვრიათო.

18 აგვისტოს ფაჩულიამ სასიხარულო ამბავი გვამცნო:

"მილუოკის" პარკეტი უკვე გზაშია. იგი გემით გამოიგზავნა და საქართველოში მალე ჩამოვა. ოღონდ ჯერ არც ის მაქვს გადაწყვეტილი, სად დაეგება NBA-ს იატაკი".

დავუბრუნდეთ დიდუბის მანეჟს. სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებული პრესრელიზი გვამცნობს, რომ მანეჟი აქამდე თბილისის მერიის ბალანსზე იყო. სპორტული ბაზა 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში გარემონტდა და კეთილმოეწყო.

ბაზაზე ფუნქციონირებს კალათბურთის 4 დარბაზი, სასტუმროს ტიპის ნომრები სპორტსმენებისთვის, მანეჟი სარბენი ბილიკით, სადაც განთავსდება ტრენაჟორები და სხვადასხვა სპორტული ინვენტარი. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია საქართველოში კალათბურთის განვითარებისა და ზოგადად, სპორტში ახალგაზრდობის მეტი ჩართულობისთვის.

დიდუბის საკალათბურთო სპორტული ბაზა - მიხეილ კეკელიძის სახელობის კალათბურთის ოლიმპიური რეზერვის 58-ე საშუალო სკოლა ლევან ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით 1982 წელს დაარსდა და ისტორიულად "კალათბურთის სამჭედლოდ" იქცა.

სკოლაში აღიზარდნენ ცნობილი კალათბურთელები - ვახტანგ ნაცვლიშვილი, მანუჩარ მარკოიშვილი, ზაზა ფაჩულია, ნიკა ცქიტიშვილი, გიორგი ცინცაძე, ვიქტორ სანიკიძე.

2007 წელს კალათბურთის ოლიმპიური რეზერვის 58-ე სკოლას საშუალო სკოლა გამოეყო და მხოლოდ სპორტული პროფილი შეინარჩუნა.

2014 წლიდან დიდუბის კომპლექსი მიხეილ კეკელიძის სახელობის კალათბურთის ოლიმპიური მზადების სპორტულ ცენტრად გადაკეთდა და იქ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეები ვარჯიშობდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბმბ- ს ზვიადის და მისნაირებს
მთავრობებს რას დაეძებ საქმე გაკეთდეს, ზვიადი მოასწარი მიდი ფაჩულიასთან, ნამდვილად გაჭმევს უფასოდ სანამ თამაშს მორჩება და მერეც.
zviadi
შური და ბოღმა აქ არაფერ შუაშია,თავისი ფულით რომ აეშენებია,სხვა საქმეა,თორემ მოვა სხვა მთავრობა და აწყობილ საქმეს აახევს იმ მოტივით,რომ ეს მთავრობა არასწორად მოიქცა,როცა დარბაზი გადმოგცესო,,ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,თითქოს საქართველოში არ ცხოვრობდეთ და არაფერი არ გსმენიათ,უბრალოდ მოხდება ისე,როგორც,10,20,50 წლის უკან ხდებოდა
sake
თავის დროზე ფეხბურთშიც,რომ მომხდარიყო მსგავსი,კარგი იქნებოდა,ცოტა წინ ვიქნებოდით.ეხლა ვის ხელშია ძველი,კომუნისტების დროის მოედნები ერთმა ეშმაკმა იცის.
ბმბ
ამ მთავრობის მხარეს ნაღდად არა ვარ, მაგრამ მართლაც ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, ზაზასნაირებს უნდა ენდოთ სწორედ, ის ნამდვილი კაცია და არა ზოგიერთი კომენტარის ავტორივით კაცუნა!
ps
რას ჰქვია უსასყიდლოდ გადაცემა/თქვენც დაიწყეთ სააკაშვილისებური?/.ვისას აძლევთ უსასყიდლოდ/ეს ხომ სახელმწიფოს საკუთრებაა/? თუ 16 მილიონიანი კონტრაქტი ჰქონდა,ბარემ ეყიდა და ისე გაეკეთებინა აკადემია და კიდევ სხვა რამ.
dave
დიდებული ამბავია !!! ნამდვილად წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია !
k.z.
კარგი გადაწყვეტილებაა მივესალმები,ეხლა მთავარია დიდი გადასახადი არ დაუწესონ ბავშვებს რომ რაც შეიძლება მასიური გახადონ კალათბურთი და ტალანტებიც არ დააყოვნებენ
baraka
zviadi-ს არ ჭირდება ეგ მანეჟი ზაზას იმისთვის რომ კარიერის მერე საჭმლის ფული ქონდეს, თავისი შრომით შეუძლია იცხოვროს ბედნიერად. შესანიშნავი გადაწყვეტილებაა დიდ საქმეს გააკეთებს კაპიტანი ქართული კალათბურთისთვის.
emre
ზვიადი აი შენნაირი შურიანი და ბოღმიანი ადამიანების გარემოცვაში საქმე ვერასდროს გაკეთდება! რა ჭამა ხომ უნდა? იცი საერთოდ რამდენი აქვს ხელფასი? 16 მილიონიანი კონტრაქტი ქონდა მილუოკიში,
zviadis
ვის ხო უნდა ჭამა ფაჩულიას???? მისის შემოსავალი იცი რამდენია წელიწადში???? ნეტას ფაჩულიასავით გვყავდეს ბევრი ამ ქვეყანას რამე ეშველებოდა ერთ ერთი იმ უიშვიათეს ადამიათაგანია პირადად ჩემთვის რომელიც არანაერ უარყოფითს არ იწვევს ჩემში. წარმატებები ზაზა
zviadi
თამაშს რომ მორჩება, ჭამა ხომ უნდა
ო.კ
გენცვალეთ კარგები ხართ
დინამო
ძალიან მაგარი გადაწყვეტილებააააა, ესეთ გადაწყვეტილებას რომიღებდეს ჩვენი მთავრობა თვეში ერთს ქვეყანას ეშველება!
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
ფიბა ევროპის თასზე სეზონის პირველი გამარჯვება "ქუთაისმა" ჩეხეთში, "ბრნოსთან" მოიპოვა
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
[VIDEO] ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ - თოვლით დაფარულ მოედანზე ულამაზესი გოლი გავიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
ტარიელ ხეჩიკაშვილი: ორი კვირის წინ "საბურთალო" პატარა კრიზისის ზღვარზე იყო
"ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"ეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება" - უეფას პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილი მისწერა
ღარიბაშვილი: ქართულ კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვარაცხელიას შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ღარიბაშვილი 2023 წლის ჩემპიონატს ეხმაურება, მასპინძელი ქალაქი კი შეიცვალა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
ახალი მოედნები 45 ლოკაციაზე
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი