ალბა და ლაია კონეხეროების მამამ, საერთო ჯამში, ოთხი ბანკი გაძარცვა
ესპანელი არქიტექტორი ხოსე კონეხერო პოლიციამ დააპატიმრა ოთხი ბანკის გაძარცვის გამო. საერთო ჯამში, კონეხერომ 330 ათასი ევრო გაიტაცა.

პოლიცია დამნაშავეზე ხუთი წელი ნადირობდა. ამ დროის განმავლობაში, ტყუპი დების - ალბა და ლაიას მამამ ოთხი ძარცვა მოაწყო, - წერს გამოცემა El Mundo. ყოველ ჯერზე, ის ბანკში იარაღით შედიოდა და მისი გამოყენების მუქარით სძალავდა ფულს მოლარეებს.

საბოლოოდ, არქიტექტორი საკუთარმა მოტოციკლმა - Ducati Monster-მა "გაყიდა", რომელიც ვიდეოსათვალთვალო კამერის ობიექტივში მოხვდა იმ დროს, როცა კონეხერო მორიგი დანაშაულის ადგილს ტოვებდა. ესპანეთში მხოლოდ 368 ასეთი მოტოციკლია დაფიქსირებული და ამის წყალობით, პოლიციელებმა ოპერატიულად დაადგინეს მძარცველის ვინაობა.

როგორც ჟურნალისტები იტყობინებიან, კონეხეროს ოცნება ჰქონდა - საკუთარი ქალიშვილები პროფესიონალი ჩოგბურთელები გამხდარიყვნენ. ტარაგონელი არქიტექტორი ნაძარცვ ფულს საკუთარ ნაკვეთში კორტის მშენებლობას, გოგონების საჩოგბურთო აკადემიაში სწავლასა და მათი ITF-ის ტურნირებში მონაწილეობას ახმარდა.

ალბა კონეხერომ ITF-ის დონეზე სამი ტურნირის მოგება შეძლო, მის დას კი ერთეულთა თანრიგში არც ერთი მატჩი არ მოუგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა