უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ყოფილი ნახევარმცველის მომავალს ესპანეთს უკავშირებენ
ფოტოზე: ბექა ვაჩიბერაძე თანამემამულეების გარემოცვაში

უკრაინულმა "სპორტ-ექსპრესმა" სტატია გამოაქვეყნა, სადაც ერთი ქვეთავი უკრაინის მოქალაქეობის მქონე ქართველ ფეხბურთელს, ბექა ვაჩიბერაძეს და მის მომავალს მიეძღვნა.

ბოლო ცნობებით, დონეცკის "შახტარის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების ღირსებას იცავდა, შესაძლოა კარიერა ესპანეთში გააგრძელოს...

აი, რას წერს გამოცემა:

"პირინეის ნახევარკუნძულზე უკრაინის ჭაბუკთა ნაკრების კიდევ ერთ მოთამაშეს ელიან - ბექა ვაჩიბერაძეს, რომლის კონტრაქტიც "შახტართან" ამოიწურა. თავად ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ მიგვანიშნა, რომ წინააღმდეგი არ იქნება, თუკი ესპანეთში თამაშის შანსი მიეცემა. ჭორებმა ნახევარმცველი უმალ "რეალ სოსიედადს" დაუკავშირა, თუმცა იმავე ხმებმა მოგვიანებით ის ისევ სევილიაში, ოღონდ "ბეტისში" წაიყვანა.

მაგრამ ესპანეთიდან ჯერჯერობით ჩამიჩუმი არ ისმის...

სადაც არ უნდა წავიდეს ბექა, მთავარია, რომ ის უკრაინის ნაკრებში დარჩეს, მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ ქუთაისში დაბადებული ვაჩიბერაძე, რომელიც ფეხბურთით სერიოზულად ჯერ ოდესაში დაკავდა, შემდეგ კი "შახტარის" აკადემიაში გააგრძელა წვრთნა, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გადაიყვანონ.

საქმე ისაა, რომ უკრაინის 1996 წელს დაბადებულთა ნაკრებმა არსებობა შეწყვიტა, ხოლო იმისთვის, რათა სერგეი კოვალცის გუნდში მოხვდე, სადაც ორი წლით უფროსი ფეხბურთელები ირიცხებიან, რეგულარულად უნდა თამაშობდე. აი, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში კი, სავარაუდოდ, სიხარულით მიიწვევენ ვაჩიბერაძეს, თუნდაც სათამაშო პრაქტიკის გარეშე მყოფს...

როგორც ფეხბურთელი კი, ის ნამდვილად მაღალი კლასისაა... აი, არტურ მირანიანი კი ჩვენ უკვე დავკარგეთ..."

sportall.ge-მ უკრაინული მედიის ინფორმაცია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ალექსანდრე ჩივაძესთან გადაამოწმა.

ჩივაძის თქმით, ჩვენს ნაკრებში ვაჩიბერაძის გამოძახება გამორიცხულია: "ვაჩიბერაძე უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ მას ჩვენ ნაკრებში ვერ გამოვიძახებთ".

ასევე იხილეთ:

ბექა ვაჩიბერაძე: თქვენ გგონიათ, ამაზე არ ვფიქრობ? სულითა და გულით ქართველი ვარ, მაგრამ...

Bacho
Amerikis Mogalate. როგორ გტყობ რომ რუსეთუმე ხარ?მე გეტყვი: ეგნი და ბერძნები და კიდევ რუსები არიან ქურდები და იცი რატომ?იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა ვინც ჩვენ ომარ თეთრაძე აგვახიეს,ცხადაძეს უნდოდათ მაგრამ არქნა კახამ ეს ცუდი საქმე.უკრაინას იურანი,ციმბალარი,კიდევ ბევრი უკრაინელი მაგრამ სამწუხაროდ გვარები აღარ მახსოვს,აზრბაიჯანს რამის მამედოვი აახიეს თავის დროზე.გარდა ამისა ალან ძაგოევ სქმე საქმეზე რომ მიდგეს წესით საქარტველოს ნაკრებში უნდა თამაშობდეს რადგან კახეთიდან არის მისი ოჯახი და რუსი რომ არ არის ხო ფაქტია,კიდევ ერთი მოქმედი ცსკ-ელი ოსი ყავთ ნაკრებში და არც არტემ ძიუბა არის ეროვნებით რუსი.ტუ ასე შევხედავთ ბერძნები და უკრინელები კი არა ფრანგბი,რუსები და ჰოლანდიელები ყოფილან ყველაზე ქურდი ქვეყნები
mo
ბატონ ალექსანდრეს მინდა მივმართო, ბატონო ალექსანდრე, რომ იძახი უკრაინის მოქალაქეა საქართველოში ვერ ითამაშებსო, ფეხბურთელი გამოჩნდა, რომელსაც საქართველოს ნაკრებში უნდა თამაში და თქვენ იმის ფუფუნება გაქვთ, რომ იგი არ შეამჩნიოთ და არ ეცადოთ მისთვის საქართველოს მოქალაქის სტატუსის მინიჭება? არ გეკადრებათ. რაც შეეხება ე.წ. ხახოლების თემას, მოკეტე ვიღაც ხარ, ჯერ იმიტომ, რომ არც ქართველები ვართ სხვაზე ნაკლები არამზადები.....
Eseigi
დედობილ უკრაინას ნამდვილი დედა საქართველო საკუთარ შვილს "ართმევს". ამათი მტაცებლური უნამუსობა ნახე.
Amerikis Mogalate.
აა, ხედავთ როგორაა საქმე? ესენი "კარგავენ" ქართველს საქართველოსთან(!) საცოდავები რამხელა გულისდაწყვეტაა. თქვენ არ იცით ესენი რა ღორები არიან, ხახოლები. ჯანო ანანიძე კიევის დინამოს აკადემიიდან გააგდეს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშისთვის, თან მანამდე ემუქრებოდნენ აბა ერთი გაბედე საქართველოში ჩასვლაო. მაინც ჩამოვიდა იმათაც გამოაგდეს და ასე წავიდა სპარტაკში. არც თემურ ფოცხვერია გაახარეს თავის დროზე. ესენი არიან ღორები რომლებიც თვლიან რომ ყველაფერი საუკეთესო უპირობოდ მაგათ ეკუთვნით, "გრუზინებს" კი მხოლოდ ქონი ძვლები და ცოტა კანფეტები)) ბიჭმა თქვა თუ არა, რომ სულით და გულით ქართველი ვარო და საქართველოში მინდა თამაშიო. ესენი რას ამბობენ? "ქუთაისში დაბადებული ვაჩიბერაძე, რომელიც ფეხბურთით სერიოზულად ჯერ ოდესაში დაკავდა, შემდეგ კი "შახტარის" აკადემიაში გააგრძელა წვრთნა" კი მარა შე ჩემის გადანგრეულო, შენ თუ გაზარდე ნიჭიც შენ მიეცი? სხვისი გენის და სხვის ტალანტს რომ იყენებ ის როდიდან არის შენი? როდის როგორ გახდება შენი რაც არ უნდა მოინდომო. ან რა არი გასახარი იმაში როცა შენი ქვეყნის ნაკრებში უცხო გენი თამაშობს, ის სიკარგე ხომ შენად არ ითვლება. მაგრამ ესენი არიან ქურდები ისევე როგორც ბერძნები - მთავარია კარგად ითამაშოს და მსოფლიოს ეგონოს უკრაინელი, ჩვენ კი ბედნიერად ვიზეიმოთ! ამათ შინაგანად არ აწუხებთ ის რომ სინამდვილეში სუსტები არიან და სხვა ეხმარებათ - მთავარია დიდება. აი, ასეთი არ უნდა იყო.
emre
ავთო ჯერ ნახე ვაჩივერაძის თამაშები და მერე ილაპარაკე, საქმე პრაქტიკაში კი არა მოქალაქეობაშია, ძალიან მაგარი ბიჭია
avto
რატომ გონიათ უკრაინელებს რომ მათზე ნაკლები ახალგაზრდები გვყავს ცინცაძე აბურჯანია ხარაიშვილი და გოროზია გვყავს ამ ბიჭის პოზიციაზე 21 წლამდელთა ნაკრებში მაგათ გონიათ უპრაკტიკო ფეხბურთელს მოვიწვევთ?
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს
ვაჩიბერაძე "მეტალისტში" გადავიდა
"ჩერნომორეცმა" ვაჩიბერაძის მოპოვებული პენალტით ფრეს მიაღწია
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
წიტაიშვილი დაიტოვეს - დიდი წმენდა "ჩერნომორეცში"
ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! - წიტაიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
ოფიციალურად - ბექა ვაჩიბერაძე "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა