დღეს ევროპალიგაც დაკომპლექტდება
2015/16 წლის ჩემპიონთა ლიგა, უფრო ზუსტად მისი ჯგუფური ეტაპი საბოლოოდ დაკომპლექტდა - 32-ვე კლუბი ცნობილია. გუშინ ბოლო ხუთი საგზური შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს: ლევერკუზენის "ბაიერმა", მოსკოვის ცსკა-მ, "მანჩესტერ იუნაიტედმა", "ასტანამ" და ბატე-მ. როგორც ხედავთ, ხუთეულიდან სამი პოსტსაბჭოთა სივრციდანაა.

ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა გერმანიაში - ერთმანეთს ბუნდესლიგის მეოთხეადგილოსანი "ლევერკუზენი" და იტალიის პირველობის მესამეადგილოსანი რომის "ლაციო" დაუპირისპირდნენ. გერმანელების წარმატების შემთხვევაში, იტალიურ საკლუბო ფეხბურთს მათი დაწევის პერსპექტივა კარგა ხნით გადაედებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რომიდან "ლაციო" 1:0 უპირატესობით ჩავიდა გერმანიაში, საბოლოოდ, ასეც მოხდა - "ლევერკუზენმა" ყველა ასპექტში დაჩაგრა მეტოქე, 3:0 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგაზეც 4 გერმანული კლუბი ითამაშებს (როგორც ინგლისური, ესპანური ხუთია), ხოლო იტალიური მხოლოდ ორი იქნება.

საგოლე შიმშილი თავის სტილში დაასრულა უეინ რუნიმ, რომელმაც "ბრიუგეს" კარში ჰეთ თრიკი შეასრულა, ერთი გოლიც ანდერ ერერას ანგარიშზეა, რომელმაც ამ შეხვედრაში დიდებულად ითამაშა. ხავიერ ერნენდესს შეეძლო ანგარიში კიდევ უფრო დამამცირებელი გაეხადა, მაგრამ ჩიჩარიტომ პენალტი ვერ გაიტანა. საბოლოოდ, ლუი ვან გაალის შეგირდებმა ორი მატჩის ჯამში 7:1 მოიგეს და დამსახურებულად გავიდნენ ჯგუფურ ეტაპზე (ისტორიაში მეოცედ).

სამი სხვა წარმატებული კლუბი, როგორც გითხარით, პოსტსაბჭოურია. განსაკუთრებით, ყაზახური "ასტანას" წარმატებაა აღსანიშნავი, რომელმაც კვიპროსული აპოელ გამოთიშა გათამაშებიდან. "ასტანა" პირველი ყაზახური კლუბია ისტორიაში, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე გაღწევა შეძლო. ბელარუსული ბატე გორის "დილას" მომგებ "პარტიზანთან" კი დამარცხდა, მაგრამ მეტოქის მოედანზე გატანილი ბურთის წყალობით, ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

რუსეთს იტალიის დარად, ჯგუფურ ეტაპზე 2 გუნდი ეყოლება, "ზენიტს" "სპორტინგის" დამმარცხებელი ცსკა შეუერთდა. იტალიიდან რუსეთში დაბრუნებულმა სეიდუ დუმბიამ დუბლი შეასრულა პორტუგალიელთა კარში.

დღეს ევროპალიგაც საბოლოოდ დაკომპლექტდება. იმ 16 კლუბს, რომელთაც უკვე გარანტირებული აქვთ ჯგუფური ეტაპის საგზური, პლეი ოფში გამარჯვებული 22 კლუბი შეემატება.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა 27 აგვისტოს მონაკოს "გრიმალდი ფორუმზე" გაიმართება. კენჭისყრა ჩვენი დროით, 19:45-ზე დაიწყება. ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა კი 28 აგვისტოს გაიმართება ჩვენი დროით, 15 საათზე.

შარშან ორივე საკლუბო ტურნირზე, ჯგუფური ეტაპიდან მოყოლებული მხოლოდ ერთი წარმომადგენელი გვყავდა - "დნიპროს" ღირსებას ჯაბა კანკავა იცავდა და ის ევროპალიგის ფინალამდე მივიდა.

როგორ არის წლეულს ამ მხრივ საქმე? დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგაზე არც წლეულს გვეყოლება წარმომადგენელი. გიორგი ლორია ჯერჯერობით, პირეოსის "ოლიმპიაკოსის" წევრია და თუ მას არ გაასხვისებენ იჯარით (რისი შანსიც დიდია - ბერძნული პრესის ცნობით, ქართველს თავისუფალი აგენტის სტატუსს მიანიჭებენ), ჩემპიონთა ლიგის განაცხადში იქნება.

თეორიულად სხვა ქართველების თამაშიც არის შესაძლებელი - ჯიმი ტაბიძე და გიორგი ბერიძე "გენტის" 19-წლამდელთა გუნდში ირიცხებიან. ბელგიის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში, რა თქმა უნდა, მათ არ შეიყვანს, თუმცა ახალგაზრდული გუნდიდან (კვოტის ზემოთ) ფეხბურთელების დამატება ნებისმიერ კლუბს შეუძლია.

რაც შეეხება ევროპალიგას - იმ 16 გუნდში, რომლებსაც ჯგუფური ეტაპი განაღდებული აქვთ, ლეგიონერი არ გვყავს. თუმცა პლეი ოფში თამაშობს ყაზანის "რუბინი", სადაც საბა კვირკველია ირჯება, ასევე პლეი ოფშია "ზორია", რომლის ღირსებასაც ჯაბა ლიპარტია იცავს.

26 აგვისტო

აპოელ-ასტანა 1:1 (0:1)

გოლები: 1:0 სტილიჩი (60), 1:1 მაქსიმოვიჩი (84)

აპოელ (4-4-2): ვატერმანი - სერჟიო, კარლაო (83. გილერმე), ასტისი, ანტონიადესი (86. პიატკოვსკი) - მაკრიდესი (55. ხარალამბუსი), სტილიჩი, მორაისი, დე ვინსენტი - ვანდერი, ლეალი

ასტანა (4-4-2): ერიჩი - ილიჩი, პოსტნიკოვი, ანიჩიჩი, შომკო - ჯოლჩიევი, კანიასი, მაქსიმოვიჩი, კეტევოამა (93. შეტკინი) - ჟუკოვი (89. ბეისებეკოვი), ნუსერბაიევი (68. კაბანანგა)

გაფრთხილება: დე ვინსენტი, ხარალამბუსი, ვანდერი - ილიჩი, შომკო, კანიასი, ანიჩიჩი

ლევერკუზენი-ლაციო 3:0 (0:1)

გოლები: 1:0 ჩალჰანოღლუ (40), 2:0 მეჰმედი (48), 3:0 ბელარაბი (88)

ლევერკუზენი (4-4-2): ლენო - ჰიბერტი, ტაჰი, პაპადოპულოსი, ვენდელი - ბელარაბი (89. რამალიო), კრამერი, ბენდერი, მეჰმედი (76. ბრანდტი) - ჩალჰანოღლუ (80. კრუზე), კისლინგი

ლაციო (4-1-2-3): ბერიშა - ბასტა, მაურისიო, რადუ (56. კიშნა), ლულიჩი - დე ვრეი - ონაზი (82. მორისონი), პაროლო - კანდრევა, კეიტა, ანდერსონი (70. ჯენტილეტი)

გაფრთხილება: ბელარაბი, ვენდელი, ჰიბერტი - მაურისიო, პაროლო, ლულიჩი

გაძევება: მაურისო (68)

ბრიუგე-მანჩესტერი 0:4 (1:3)

გოლები: 0:1 რუნი (20), 0:2 რუნი (49), 0:3 რუნი (57), 0:4 ანდერი (63)

ბრიუგე (4-1-3-2): ბოლატი - დე ფაუ, კასტელიეტო, დუარტე, დე ბოკი - კლაუდემირი - ვორმერი, ვ. ვასკესი (62. ვანაკორი), ბოლინგოლი-მბომბო (77. კოოლსი) - დე ზუტერი, დიაბი (63. დიერქსი)

მანჩესტერი (4-2-3-1): რომერო - დარმიანი, სმოლინგი, ბლინდი, შოუ - კერიკი, ანდერი (64. ხ. ერნანდესი) - მატა (62. ე. იანგი), იანუზაი (46. შვაინშტაიგერი), დეპაი - რუნი

გაფრთხილება: კლაუდემირი, ვორმერი - ანდერი

შენიშვნა: ხ. ერნანდესმა პენალტი ვერ გაიტანა (81)

ცსკა-სპორტინგი 3:1 (1:2)

გოლები: 0:1 გუტიერესი (36), 1:1 დუმბია (49), 2:1 დუმბია (72), 3:1 მუსა (85)

ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი - მ. ფერნანდეში (34. ნაბაბკინი), ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენნიკოვი - ვერნბლოომი, ძაგოევი - ტოშიჩი, ერემენკო, მუსა (94. მილანოვი) - დუმბია (89. ა. ბერეზუცკი)

სპორტინგი (4-4-2): პატრისიო - პერეირა, ოლივეირა, ნალდო, ხ. სილვა - კარილიო, ა. სილვა, აკვილანი (89. მონტერო), მარიო - რუისი (89. მანე), გუტიერესი (68. სლიმანი)

გაფრთხილება: ძაგოევი, დუმბია, ვერნბლოომი - ოლივეირა, აკვილანი

გაძევება: მარიო (92)

პარტიზანი-ბატე 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 სტასევიჩი (25), 1:1 ჟავნერჩიკი (74 ს.კ.), 2:1 საპონიჩი (93)

პარტიზანი (4-2-3-1): ზ. ჟივკოვიჩი - ვულიჩევიჩი, ბალაზიჩი, ფაბრისიო, პეტროვიჩი - ბრასანაცი, ბაბოვიჩი - ა. ჟივკოვიჩი, ლუკიჩი (63. ილიჩი), ოუმაროუ - ბოინოვი (39. საპონიჩი)

ბატე (4-5-1): ჩერნიკი - ჟავნერჩიკი, პოლიაკოვი, მილუნოვიჩი, მლადენოვიჩი - სტასევიჩი, ალექსიევიჩი, ვოლოდკო, ჰლები (75. კარნიცკი), გორდეიჩუკი (90. რიოსი) - როდიონოვი (16. სიგნევიჩი)

გაფრთხილება: ბალაზიჩი - ჟავნერჩიკი, მლადენოვიჩი, სტასევიჩი

27 აგვისტო

ევროპალიგა

ყაირათი (ყაზ)-ბორდო (საფ) 18:45 (0:1)

იაბლონეცი (ჩეხ)-აიაქსი (ჰოლ) 20:00 (0:1)

ყარაბაღი (აზე)-იანგ ბოისი (შვე) 20:00 (1:0)

რუბინი (რუს)-რაბოტნიჩკი (მაკ) 20:00 (1:1)

ჰიკ (ფინ)-კრასნოდარი (რუს) 21:00 (1:5)

ვიდეოტონი (უნგ)-ლეხი (პოლ) 21:00 (0:3)

სტ. ეტიენი (საფ)-მილსამი (მოლ) 21:30 (1:1)

თუნი (შვე)-სპარტა (ჩეხ) 22:00 (1:3)

ალკმაარი (ჰოლ)-ასტრა (რუმ) 22:00 (2:3)

ბრონდბიუ (დან)-პაოკ (საბ) 22:00 (0:5)

ფენერბაჰჩე (თურ)-ატრომიტოსი (საბ) 22:00 (1:0)

ჰაიდუკი (ხორ)-ლიბერეცი (ჩეხ) 22:00 (0:1)

პანათინაიკოსი (საბ)-გაბალა (აზე) 22:00 (0:0)

როსენბორგი (ნორ)-სტიაუა (რუმ) 22:00 (3:0)

დორტმუნდი (გერ)-ოდი (ნორ) 22:30 (4:3)

ზალცბურგი (ავს)-დინამო მნ. (ბელ) 22:30 (0:2)

სტანდარდი (ბელ)-მიოლდე (ნორ) 22:30 (0:2)

ვოივოდინა (სერ)-პლზენი (ჩეხ) 22:30 (0:3)

ბილბაო (ესპ)-ჟილინა (სლვ) 22:45 (2:3)

მიდტიულანდი (დან)-საუთჰემპტონი (ინგ) 22:45 (1:1)

ლეგია (პოლ)-ზორია (უკრ) 23:00 (1:0)

ბელენენსეში (პორ)-ალტახი (ავს) 00:30 (1:0)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

abramas batkani
ამ "დასაქცევ" დასავლეთში ასე: თუ ვინმე სპორტის ხელმძღვანელი, მენეჯერი, უფროსი, მწვრთნელი უშედეოგოთ მოღვაწეობდა, თავად წერს განცხადებას და მიდის, ან თუ არა, უშვებენ, მაგი კი აუცილებლად ხდება, დღეს ხშირია ახალგაზრდა პერსპეკტიული ხელმძვანელების ძებნა, თუ საჭიროა უცხოეთში გამოჩიჩქნავენ და დააყენებენ. ეს ერთ-ერთი პირველი საწინდარია წინისვლისთვის. მოაშორეთ ძველი ხელმძღაველები, რომლებსაც არ ქონდათ შედეგები. დანიშნოს მაგენი ფედერაციამ ამ სახელმწიფომ სხვაგან, მარა მოაშორეთ იმ ძველ ფუნქციებს -თუ საჭოროა, მოიყვანეთ ვინმე ის ბორისოველი (ბელარუსიიდან) ან ასტანელი ხელმძღვანელი, მერე მაგი გუნდები ტავად იშოვიან ფულებს, ოღონდ საჭიროა სწორი მენეჯმენტი. ფულების სწორი გადანაწილება.
nikolozi
ფედერაციაში ძველები არც უნდა დარჩნენ და არც უნდა დაბრუნდნენ თორემ უკვე უპერსრექტივოდ მეასიათასეჯერ წავალთ არაფლის მომცემ,ქართული ფეხბურთის დამღუპველ წრეზე,არავითარ შემთხვევაში არც არველაძე და არც ჟორდანია ახალი ქართული სისხლი ბატონებო.ფედერაციის პრეზიდენტად უნდა მოვიდეს ახალი პიროვნება,ახალი კაცი,რომელიც ქართული ფეხბურთს გამარჯვების გზებზე გაიყვანს.
gia
ვინც მუშაობს იმათზე ალალია...საქართველოში ფეხბურთს ნამდვილი გულშემატკივარი რომ ყოლოდა ფედერაციასთან მიტინგები იქნებოდა დიდი ხნის წინ, მაგრამ მარტო რაგბი გვინდაო, ამ დროს ფეხბურთი თუ ფეხზე არ დადგა რაგბის როგორც ფეხბურთის ქვესახეობას არაფერი ეშველება!!
გენო
ჯერ ეს ერთი კაირათი კი არა ასტანა გავიდა ჯგუფურ ეტაპზე მერე მეორეც შახტიორი სელტიკმა გამოაგდო პლეი ოფიდან!
besiki
,,კაირატი" პირველი ყაზახური გუნდი არაა რომელიც ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, მანამდა იგივე გააკეთა ყარაგანდის ,,შახტიორმა". ნორმალურ ჟურნალისტს ესეთი ლაფსუსები არ ეპატიება
gogi
მოაცილეტ არველაძეები ქართულ ფეხბურთს
1111
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, ის რასაც კოკაია ამბობდა, შესაძლებელი ყოფილა. მაგრამ ფედერაცია სხვა მიმართულებით ცურავს და ასეთ ხალხს ძირავს.
davidbe
ბატეს და ასტანას ბალესჰიკებმა უნდა იამაყონ!!!!ვაავააა ჩვენ ფეხბურთს!!!ეეეე,გვეშველება კი როდისმეეე???თუ,სამუდამოდ ჩავყვინთედ....კობიაშვილი და ახალი ხალხი ფედერაციაში!!!!მაინც იმედის ნაპერწკალი ღვივის....
სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
როსენიორი: პსჟ-სთან ძალიან კარგი შანსები გვაქვს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ
[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
[VIDEO] ეს რა მოხდა ნორვეგიაში - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" მოუგო
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა
[VIDEO] თრილერი "სენტ ჯეიმს პარკზე" - 10-კაციანმა "ნიუკასლმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო წამებზე ულამაზესი გოლით დაამარცხა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
სატრანსფერო ციებ-ცხელება
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!
ფიფამ რუსეთის არმიის საფეხბურთო კლუბს სატრანსფერო ბანი დაადო
[VIDEO] "ბოდო გლიმტმა" "მანჩესტერ სიტისთან" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა
თუ კერიკი წავა - "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სამი მწვრთნელიდან ერთ-ერთი ჩაიბარებს
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
"2008 წელს ცსკა-ს ჩემპიონთა ლიგის მოგების მაგარი შანსი ჰქონდა" - ვაგნერ ლავი
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
თბილისის "დინამოს" მძლეველი "ასტანა" განადგურდა - მათი მწვრთნელი რევანშით იმუქრება
"ასტანას" მწვრთნელი: გაგვიმართლა, რომ ორ წუთში ორი გოლი გავიტანეთ
"ფიფია უთავმოყვარეო კაცია, მის ხელში "დინამო" სირცხვილთან და თავის მოჭრასთან ასოცირდება" - ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე შეფასება ქართული გუნდის "ასტანასთან" მარცხის შემდეგ [VIDEO]
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
ჩვენთვის არასასიამოვნო კადრები - რა ხდებოდა "ასტანას" გასახდელში "დინამოს" დამარცხების შემდეგ [VIDEO[
TeamTalk: "მანჩესტერ იუნაიტედი" კვარაცხელიას სენსაციური ტრანსფერისთვის ემზადება
"ასტანას" კარში გოლის ავტორმა კამარამ კარიერის ყაზახეთში გაგრძელების ვარიანტი არ გამორიცხა
ახლაც რონალდო იყო პრობლემა? - "ლევერკუზენმა" ტენ ჰაგი 2 ტურის შემდეგ დაითხოვა
"ასტანას" ნახევარმცველი: "დინამოსთან" მატჩის შესვენებაზე მწვრთნელმა ეს გვითხრა
დათხოვნის დიდი რისკის ქვეშ - დე ძერბი შესაძლოა, "მარსელიდან" გაუშვან
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია
დაცინვად და შეურაცხყოფად აღიქვეს - ყაზახეთში ნახევრად შიშველი "სამი ბორატი" დააკავეს